გადაცემაში "მძიმე კაცთან" ტელეწამყვანი სოფიკო შევარდნაძე იყო მიწვეული, რომელმაც სხვადასხვა თემასთან ერთად, "ნაციონალებსა" და "ქართულ ოცნებაზეც" ისაუბრა.
"ნაციონალური მოძრაობის" რაღაცებიც ძალიან მომწონდა ობიექტურად, იმიტომ, რომ ყველაფრის მიუხედავად, რომ ჩემს ოჯახს ძალიან დიდი ტკივილი მიაყენეს რევოლუციით, მოვიდნენ ახალგაზრდა ტიპები, შეარყიეს კარგად ქვეყანა და წავიდა წინ. ნუ, ახლა, მერე რაც გამოაშკარავდა, ის ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელი იყო. ის, რომ ყველაფერი ისმინებოდა და ხალხი ტარაკნები იყვნენ და მათი აზრი არაფერს ნიშნავდა, ჩემთვის მიუღებელია. ცოტა ორსული ვერ იქნები, თუ ხარ დემოკრატი, უნდა იყო დემოკრატი; თუ ხარ დიქტატორი, უნდა იყო დიქტატორი ... რაღაცები ახლა არ მომწონს, მაგალითად, ქალაქში რომ ჩამოვდივარ, არ არის ქალაქი ისეთი მოვლილი, როგორიც იყო. ჩემი გვარის ადამიანს მიშას დროს არ გამიჭირდებოდა პოლიციელთან მისვლა და რაღაცის თხოვნა, ახლა ვერ ვხვდები ეს შესაძლებელია თუ არა. მომენტები, რაც მან ძალიან დიდი ტკივილის და ცუდი რაღაცების ხარჯზე გააკეთა, მაგრამ იყო რეზულტატი, ის უნდა შენარჩუნებულიყო".
სოფიკო შევარდნაძის თქმით, მიშა და მისი გუნდი ძალიან მაგრები იყვნენ პიარში: "დააცემინებდა და მერე იტყოდა, რომ საქართველო გადავარჩინეო და მართლა ყველას სჯეროდა, რომ ეს ასე იყო. ამასაც უნარი და ნიჭი უნდა".