გარდატეხის ასაკი, მოზარდები 13-14 წლის ზემოთ - ყველა მშობლისთვის ეს დიდი თავის ტკივილია. ჩვენი შვილები თანდათან იცვლებიან, უინტერესოები ხდებიან, უხეშები, სულ გარეთ უნდათ ყოფნა, სახლის ამბები ნაკლებად აინტერესებთ. ხშირად უჩნდებათ სხვა, არც ისე იშვიათად - საშიში გასართობებიც. ამ დროს ყველაზე ადვილია მათი გატაცება აზარტული თამაშებით თუ საშიში დაჯგუფებებით. ფსიქოლოგები ამბობენ, რომ სწორედ ამ დროს მართებს მშობელს ყველაზე დიდი მოთმინება და ყურადღება, მან არ უნდა დაკარგოს კავშირი შვილთან, მაქსიმალურად ემეგობროს და მაქსიმალურად შეუწყოს ხელი, ჯანსაღი ინტერესები ჰქონდეს და არ დარჩეს დრო ცუდი რამეებისთვის.
ამ დროს ყველაზე კარგია, მოზარდს ისეთი გატაცებები, წიგნები, გართობა შეურჩიოთ და არა ძალდატანებით, არამედ მხოლოდ და მხოლოდ ჯანსაღი დაინტერესებით. ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ამ ასაკის მოზარდთან ურთიერთობა სინამდვილეში ყველაზე საინტერესოა, უბრალოდ, თქვენც უნდა გახდეთ მისი ასაკის, გაიხსენოთ, რა გაინტერესებდათ მის ასაკში და ხანდახან აჰყვეთ და აიყოლიოთ მხიარულებაში.
გიჭირთ მოფიქრება, რა შეიძლება გააკეთოთ ამ დროს? მაგალითად, იმოგზაურეთ მასთან ერთად, მოიარეთ საქართველოს კუთხეები - ასე მოგზაურობასაც შეაყვარებთ, თავის ქვეყანასაც და თქვენს საუკეთესო მეგობრადაც აქცევთ.
დააინტერესეთ კოლექციონერობით - გახსოვთ, როგორი აზარტით აგროვებდით ამ ასაკში მარკებს, ძველ ღია ბარათებს, ჰერბარიუმს, მონეტებს? გგონიათ, ახლა ვერ დააინტერესებთ ამით? სულ ტყუილად! მით უმეტეს, რომ ის წიგნი, რომელზეც ახლა გიამბობთ, იმდენად მაღალ დონეზეა შესრულებული და ისეა მორგებული ახალ სტანდარტებს, არც ერთი მოზარდი არ იტყვის უარს ამგვარ საჩუქარზე... განაგრძეთ კითხვა