პოლიტიკა
საზოგადოება

12

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:57-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 05:54 – კარგად შეძლებთ მნიშვნელოვანი ამოცანების დაგეგმვასა. იმ სამუშაოს შესრულებას, რომელიც მოითხოვს სიზუსტეს, მათემატიკურ გამოთვლებს და ინსტრუქციების მკაფიო დაცვას. ადამიანი ავლენს პასუხისმგებლობას, პრაქტიკულობას და მოვალეობის გრძნობას. რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. აქტიური ორგანოებია: მუხლები, ძვლები, სახსრები, კანი, სისხლის მიმოქცევის სისტემა. დაიცავით უმარილო დიეტა.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
„პოლიციამ მეუღლესთან ერთად გამიტაცა...მცემეს“ – რაში ადანაშაულებს პოეტი კოტე კირვალიძე სამართალდამცველებს და რას პასუხობს მას შსს
„პოლიციამ მეუღლესთან ერთად გამიტაცა...მცემეს“ – რაში ადანაშაულებს პოეტი კოტე კირვალიძე სამართალდამცველებს და რას პასუხობს მას შსს

"ფე­ის­ბუქ­ზე" შსს-ს სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნელ­მა თეა პერ­ტა­ი­ამ გუ­შინ პოს­ტი გა­მოქ­ვეყ­ნა. პერ­ტა­ია ნარ­კო­და­ნა­შა­ულ­ზე და­კა­ვე­ბუ­ლი ცოლ-ქმა­რის შე­სა­ხებ წერ­და, რა­საც სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა. არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის "ჩვე­ნი სი­მარ­თლი­სათ­ვის" წევ­რი და სკან­და­ლუ­რი მწე­რა­ლი კოტე კირ­ვა­ლი­ძე აცხა­დებს, რომ შსს-ს პრეს-სამ­სა­ხუ­რის უფ­როს­მა პოს­ტი მისი და­კა­ვე­ბის შე­სა­ხებ და­წე­რა და მისი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბაც გა­ა­სა­ჯა­რო­ვა.

კირ­ვა­ლი­ძე სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა რამ­დე­ნი­მე დღის წინ, რუს­თავ­ში და­ა­კა­ვეს. ის ამ­ბობს, რომ პო­ლი­ცი­ე­ლებ­მა ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნეს, გა­მო­ძი­ე­ბა მის წი­ნა­აღ­მდეგ სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 273-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის გან­მე­ო­რე­ბით მოხ­მა­რე­ბას გუ­ლის­ხმობს. კოტე კირ­ვა­ლი­ძე სა­კუ­თა­რი სი­მარ­თლის და­სამ­ტკი­ცებ­ლად ამ დრომ­დე იბ­რძვის.

- ჩემ­ზე და­წე­რა ის პოს­ტი თეა პერ­ტა­ი­ამ. უბ­რა­ლოდ ახლა თავს იმით იზღვე­ვენ, რომ იქ არ ეწე­რა ჩემი და ჩემი მე­უღ­ლის სა­ხე­ლე­ბი. ჩემი ამ­ბა­ვი ყველ­გან გახ­მა­ურ­და და მიხ­ვდა ხალ­ხი ვის­ზეც ეწე­რა. ამ პოს­ტი­დან გა­ირ­კვა, რომ თურ­მე მის­მე­ნენ, ჩემ­მა მე­გო­ბარ­მა და­მი­რე­კა და მი­თხრა, წა­ვი­დეთ კარგ ექიმ­თან, რო­მე­ლიც ზუს­ტად და­გი­წერს რა სა­ხის და­ზი­ა­ნე­ბე­ბი გაქ­ვსო და პერ­ტა­ი­ას პოს­ტის ქვეშ ზუს­ტად ამ სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უბ­რის ში­ნა­არ­სი და­წე­რეს კო­მენ­ტა­რებ­ში.

- რო­დის და­გა­კა­ვათ პო­ლი­ცი­ამ?

- რუს­თა­ვის შე­მო­გა­რენ­ში ბუ­ნე­ბა­ში ვი­ყა­ვი მე­უღ­ლეს­თან და მე­გობ­რებ­თან ერ­თად. იქე­დან როცა ვბრუნ­დე­ბო­დით დავ­რე­კე ტაქსში, გზა­ზე რომ დამ­ხვედ­რო­და. სა­ნამ ტაქ­სი მო­ვი­დო­და, მო­ვარ­და პო­ლი­ცია და გა­მი­ტა­ცეს მე­უღ­ლეს­თან ერ­თად. გა­და­მიყ­ვა­ნეს რუს­თა­ვის პო­ლი­ცი­ა­ში, უარი ვთქვი ბი­ო­ლო­გი­უ­რი მა­სა­ლის ჩა­ბა­რე­ბა­ზე და ამის შემ­დეგ მცე­მეს. თან ამას ას­მე­ნი­ნებ­დნენ ჩემს მე­უღ­ლეს. ყვე­ლა­ზე აღ­მაშ­ფო­თე­ბე­ლი იყო ის რომ სა­ხე­ში შე­მა­ფურ­თხეს. ასე­თი რამ ცი­ხის რე­ჟი­მის დრო­საც არ მომ­ხდა­რა. ამ ყვე­ლაფ­რის შემ­დეგ გა­მო­დის, შსს-ს სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი და ხელს აფა­რებს პო­ლი­ცი­ე­ლებს, ვინც სა­ხე­ში აფურ­თხებს და­კა­ვე­ბუ­ლებს. პირ­და­პირ კრი­მი­ნა­ლად გა­მო­მიყ­ვა­ნა პერ­ტა­ი­ამ, თქვა რომ ხუთ­ჯერ არის ნა­სა­მარ­თლე­ვიო, მე ვარ ხუთ­ჯერ ნა­სა­მარ­თლე­ვი მო­სა­წევ­ზე, იმის მა­გივ­რად რომ თეა პერ­ტა­ი­ამ თქვას და­ვე­ლო­დოთ გა­მო­ძი­ე­ბის შე­დე­გებს, პირ­და­პირ ბრალს მდებს და ასა­ჯა­რო­ვებს ჩემს პი­რად ცხოვ­რე­ბას. ჩემ­ზე ძა­ლა­დო­ბა პო­ლი­ცი­ის­თვის უკან გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯია, რო­მელ ევ­რო­პა­ზე მე­ლა­პა­რა­კე­ბა თეა პერ­ტა­ია? რო­მე­ლი პო­ლი­ცი­ის პა­ტი­ვის­ცე­მა­ზე გა­დის გზა ევ­რო­პის­კენ, რო­მე­ლიც იტა­ცებს ცოლ-ქმარს და ნარ­კო­ლო­გი­ურ­ში ურტყამს, აბა მო­შარ­დეო. მრცხვე­ნია, მრცხვე­ნია. ასე­თი ხალ­ხი უშ­ლის ხელს სა­ქარ­თვე­ლოს გან­ვი­თა­რე­ბას. მისი პოს­ტი­დან ბავ­შვიც მიხ­ვდე­ბა რომ ჩემ­ზე წე­რია. შემ­დეგ მო­მი­სია ძაღ­ლე­ბი, მინ­და მივ­მარ­თო და­ფიქ­რდნენ რას აკე­თე­ბენ, რის­თვის გაჩ­ნდნენ ამ ქვე­ყა­ნა­ზე, რას ემ­სა­ხუ­რე­ბი­ან, რას აკე­თე­ბენ? იცი­ან რომ მარ­თა­ლი ვარ და ხელს აფა­რე­ბენ პო­ლი­ცი­ე­ლებს.

- რა­ტომ არ მი­მარ­თეთ გე­ნე­რა­ლურ ინ­სპექ­ცი­ას?

- გე­ნე­რა­ლუ­რი ინ­სპექ­ცი­ის­თვის ჯერ­ჯე­რო­ბით არ მი­მი­მარ­თავს, ვა­პი­რებ უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში შე­ვი­ტა­ნო გან­ცხა­დე­ბა. თავ­ზე მაქვს და­ზი­ა­ნე­ბა, ხელს რომ ვი­დებ ძა­ლი­ან მტკი­ვა, ვა­პი­რებ გა­და­ვი­პარ­სო თავი და შე­სამ­ჩნე­ვი იქ­ნე­ბა ეს და­ზი­ა­ნე­ბა. რუს­თა­ვის პრო­კუ­რა­ტუ­რამ და­ი­წყო ამ საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა, სხვა­თა­შო­რის გუ­ლი­ა­ნად მი­უდ­გნენ ამ საქ­მეს და იმე­დი მაქვს ობი­ექ­ტუ­რად წა­რი­მარ­თე­ბა გა­მო­ძი­ე­ბა.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

Ambebi.ge

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

„პოლიციამ მეუღლესთან ერთად გამიტაცა...მცემეს“ – რაში ადანაშაულებს პოეტი კოტე კირვალიძე სამართალდამცველებს და რას პასუხობს მას შსს

„პოლიციამ მეუღლესთან ერთად გამიტაცა...მცემეს“ – რაში ადანაშაულებს პოეტი კოტე კირვალიძე სამართალდამცველებს და რას პასუხობს მას შსს

"ფეისბუქზე" შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა თეა პერტაიამ გუშინ პოსტი გამოქვეყნა. პერტაია ნარკოდანაშაულზე დაკავებული ცოლ-ქმარის შესახებ წერდა, რასაც საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. არასამთავრობო ორგანიზაციის "ჩვენი სიმართლისათვის" წევრი და სკანდალური მწერალი კოტე კირვალიძე აცხადებს, რომ შსს-ს პრეს-სამსახურის უფროსმა პოსტი მისი დაკავების შესახებ დაწერა და მისი პირადი ცხოვრებაც გაასაჯაროვა.

კირვალიძე სამართალდამცავებმა რამდენიმე დღის წინ, რუსთავში დააკავეს. ის ამბობს, რომ პოლიციელებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, გამოძიება მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების განმეორებით მოხმარებას გულისხმობს. კოტე კირვალიძე საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად ამ დრომდე იბრძვის.

- ჩემზე დაწერა ის პოსტი თეა პერტაიამ. უბრალოდ ახლა თავს იმით იზღვევენ, რომ იქ არ ეწერა ჩემი და ჩემი მეუღლის სახელები. ჩემი ამბავი ყველგან გახმაურდა და მიხვდა ხალხი ვისზეც ეწერა. ამ პოსტიდან გაირკვა, რომ თურმე მისმენენ, ჩემმა მეგობარმა დამირეკა და მითხრა, წავიდეთ კარგ ექიმთან, რომელიც ზუსტად დაგიწერს რა სახის დაზიანებები გაქვსო და პერტაიას პოსტის ქვეშ ზუსტად ამ სატელეფონო საუბრის შინაარსი დაწერეს კომენტარებში.

- როდის დაგაკავათ პოლიციამ?

- რუსთავის შემოგარენში ბუნებაში ვიყავი მეუღლესთან და მეგობრებთან ერთად. იქედან როცა ვბრუნდებოდით დავრეკე ტაქსში, გზაზე რომ დამხვედროდა. სანამ ტაქსი მოვიდოდა, მოვარდა პოლიცია და გამიტაცეს მეუღლესთან ერთად. გადამიყვანეს რუსთავის პოლიციაში, უარი ვთქვი ბიოლოგიური მასალის ჩაბარებაზე და ამის შემდეგ მცემეს. თან ამას ასმენინებდნენ ჩემს მეუღლეს. ყველაზე აღმაშფოთებელი იყო ის რომ სახეში შემაფურთხეს. ასეთი რამ ციხის რეჟიმის დროსაც არ მომხდარა. ამ ყველაფრის შემდეგ გამოდის, შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი და ხელს აფარებს პოლიციელებს, ვინც სახეში აფურთხებს დაკავებულებს. პირდაპირ კრიმინალად გამომიყვანა პერტაიამ, თქვა რომ ხუთჯერ არის ნასამართლევიო, მე ვარ ხუთჯერ ნასამართლევი მოსაწევზე, იმის მაგივრად რომ თეა პერტაიამ თქვას დაველოდოთ გამოძიების შედეგებს, პირდაპირ ბრალს მდებს და ასაჯაროვებს ჩემს პირად ცხოვრებას. ჩემზე ძალადობა პოლიციისთვის უკან გადადგმული ნაბიჯია, რომელ ევროპაზე მელაპარაკება თეა პერტაია? რომელი პოლიციის პატივისცემაზე გადის გზა ევროპისკენ, რომელიც იტაცებს ცოლ-ქმარს და ნარკოლოგიურში ურტყამს, აბა მოშარდეო. მრცხვენია, მრცხვენია. ასეთი ხალხი უშლის ხელს საქართველოს განვითარებას. მისი პოსტიდან ბავშვიც მიხვდება რომ ჩემზე წერია. შემდეგ მომისია ძაღლები, მინდა მივმართო დაფიქრდნენ რას აკეთებენ, რისთვის გაჩნდნენ ამ ქვეყანაზე, რას ემსახურებიან, რას აკეთებენ? იციან რომ მართალი ვარ და ხელს აფარებენ პოლიციელებს.

- რატომ არ მიმართეთ გენერალურ ინსპექციას?

- გენერალური ინსპექციისთვის ჯერჯერობით არ მიმიმართავს, ვაპირებ უახლოეს მომავალში შევიტანო განცხადება. თავზე მაქვს დაზიანება, ხელს რომ ვიდებ ძალიან მტკივა, ვაპირებ გადავიპარსო თავი და შესამჩნევი იქნება ეს დაზიანება. რუსთავის პროკურატურამ დაიწყო ამ საქმეზე გამოძიება, სხვათაშორის გულიანად მიუდგნენ ამ საქმეს და იმედი მაქვს ობიექტურად წარიმართება გამოძიება.

თამარ ბოჭორიშვილი

Ambebi.ge

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია