საზოგადოება
პოლიტიკა
Faceამბები

15

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თელავის მუნიციპალიტეტმა არაბ ინვესტორს, რომელმაც 120-ზე მეტი სახლი უნებართვოდ ააშენა, სასამართლო მოუგო
თელავის მუნიციპალიტეტმა არაბ ინვესტორს, რომელმაც 120-ზე მეტი სახლი უნებართვოდ ააშენა, სასამართლო მოუგო

არაბ ინ­ვეს­ტორს, რო­მელ­მაც თე­ლა­ვის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ჯუ­ღა­ან­ში 120-ზე მეტი სახ­ლი უნე­ბარ­თვოდ უკვე აა­შე­ნა, თე­ლა­ვის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის გამ­გე­ო­ბამ სა­სა­მარ­თლო დავა მო­უ­გო. მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი ყიდ­ვა-გა­ყიდ­ვის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ბა­თი­ლო­ბას და სა­ჯა­რო რე­ესტრში მი­წის სა­კუთ­რე­ბის რე­გის­ტრა­ცი­ის გა­უქ­მე­ბას ითხოვ­და. რა­ი­ო­ნულ­მა სა­სა­მარ­თლომ ორი­ვე მო­თხოვ­ნა და­აკ­მა­ყო­ფი­ლა. აუ­დი­ტის დას­კვნით, 2015 წლის ოქ­ტომ­ბრის მდგო­მა­რე­ო­ბით, არაბ ინ­ვეს­ტორს 4 მი­ლი­ონ ლარ­ზე მეტი აქვს და­ხარ­ჯუ­ლი.

სო­ფელ ჯუ­ღა­ან­ში 17 ჰექ­ტა­რი მი­წის ნაკ­ვე­თი თე­ლა­ვის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის გამ­გე­ო­ბამ 2011 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე მა­მუ­კა სე­სი­აშ­ვილ­ზე პი­რო­ბი­ა­ნი აუქ­ცი­ო­ნით გა­ას­ხვი­სა. მა­ნამ­დე, აღ­ნიშ­ნუ­ლი ტე­რი­ტო­რია სოფ­ლე­ბის ჯუ­ღა­ა­ნის და სა­ნი­ო­რის მა­ცხოვ­რებ­ლებს 9 წლი­ა­ნი იჯა­რით ჰქონ­დათ აღე­ბუ­ლი. სა­ი­ჯა­რო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ვადა აუქ­ცი­ო­ნამ­დე ორი თვით ადრე, მარ­ტში ამო­ი­წუ­რა. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის თქმით, მათ აუქ­ცი­ო­ნის შე­სა­ხებ არა­ფე­რი იცოდ­ნენ. აუქ­ცი­ონ­ზე გა­ყი­დულ 17 ჰექ­ტარს შო­რის ჯუ­ღა­ა­ნის მა­ცხოვ­რებ­ლე­ბის გი­ორ­გი ყო­ჩიშ­ვი­ლის და ლა­მა­რა გრი­გო­რი­ა­ნიშ­ვი­ლის მი­წის ნაკ­ვე­თე­ბიც აღ­მოჩ­ნდა, რო­მე­ლიც მათ ნა­ყი­დი ჰქონ­დათ, მაგ­რამ სა­ჯა­რო რე­ესტრში რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი არ ჰქო­ნი­ათ.

აუქ­ცი­ო­ნის პი­რო­ბე­ბის მი­ხედ­ვით, მყიდ­ველს, მა­მუ­კა სე­სი­აშ­ვილს 3 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში 1 მი­ლი­ო­ნი ლა­რის ინ­ვეს­ტი­ცია უნდა გა­ნე­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­ნა და აგ­რო­ტუ­რის­ტუ­ლი კომ­პლექ­სი მო­ე­წყო.

"აუქ­ცი­ო­ნის გა­მარ­ჯვე­ბის ოქ­მით, მა­მუ­კა სე­სი­აშ­ვი­ლი ვალ­დე­ბუ­ლი იყო, თუ გა­და­წყვეტ­და ქო­ნე­ბის გას­ხვი­სე­ბას, იმა­ვე პი­რო­ბე­ბით გა­ეს­ხვი­სე­ბი­ნა, რო­გო­რი პი­რო­ბე­ბი­თაც მი­ი­ღო და მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის­თვის შე­ე­ტყო­ბი­ნე­ბი­ნა. სე­სი­აშ­ვილ­მა ტე­რი­ტო­რია ამ პი­რო­ბე­ბის დარ­ღვე­ვით გა­ას­ხვი­სა ქუ­ვე­ი­თის მო­ქა­ლა­ქე მა­ჰერ სა­ლიმ­ზე. მან სა­ლიმს მიწა სა­ჯა­რო რე­ესტრში და­რე­გის­ტრი­რე­ბი­დან მე­ო­რე დღეს­ვე ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით გა­დას­ცა", - ამ­ბობს თე­ლა­ვის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის გამ­გე­ო­ბის იუ­რი­დი­უ­ლი სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი ლე­ვან ბერ­ძე­ნაშ­ვი­ლი.

იხი­ლეთ ვრცლად

კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრი

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
აშშ უკრაინისთვის გაგზავნის Patriot -ის სარაკეტო კომპლექსებს, რომელთა ღირებულებსაც ევროკავშირი აანაზღაურებს - რა გეგმა აქვს აშშ-ის პრეზიდენტს?

თელავის მუნიციპალიტეტმა არაბ ინვესტორს, რომელმაც 120-ზე მეტი სახლი უნებართვოდ ააშენა, სასამართლო მოუგო

თელავის მუნიციპალიტეტმა არაბ ინვესტორს, რომელმაც 120-ზე მეტი სახლი უნებართვოდ ააშენა, სასამართლო მოუგო

არაბ ინვესტორს, რომელმაც თელავის რაიონის სოფელ ჯუღაანში 120-ზე მეტი სახლი უნებართვოდ უკვე ააშენა, თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობამ სასამართლო დავა მოუგო. მუნიციპალიტეტი ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების ბათილობას და საჯარო რეესტრში მიწის საკუთრების რეგისტრაციის გაუქმებას ითხოვდა. რაიონულმა სასამართლომ ორივე მოთხოვნა დააკმაყოფილა. აუდიტის დასკვნით, 2015 წლის ოქტომბრის მდგომარეობით, არაბ ინვესტორს 4 მილიონ ლარზე მეტი აქვს დახარჯული.

სოფელ ჯუღაანში 17 ჰექტარი მიწის ნაკვეთი თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობამ 2011 წლის ოქტომბერში საქართველოს მოქალაქე მამუკა სესიაშვილზე პირობიანი აუქციონით გაასხვისა. მანამდე, აღნიშნული ტერიტორია სოფლების ჯუღაანის და სანიორის მაცხოვრებლებს 9 წლიანი იჯარით ჰქონდათ აღებული. საიჯარო ხელშეკრულების ვადა აუქციონამდე ორი თვით ადრე, მარტში ამოიწურა. ადგილობრივების თქმით, მათ აუქციონის შესახებ არაფერი იცოდნენ. აუქციონზე გაყიდულ 17 ჰექტარს შორის ჯუღაანის მაცხოვრებლების გიორგი ყოჩიშვილის და ლამარა გრიგორიანიშვილის მიწის ნაკვეთებიც აღმოჩნდა, რომელიც მათ ნაყიდი ჰქონდათ, მაგრამ საჯარო რეესტრში რეგისტრირებული არ ჰქონიათ.

აუქციონის პირობების მიხედვით, მყიდველს, მამუკა სესიაშვილს 3 წლის განმავლობაში 1 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა და აგროტურისტული კომპლექსი მოეწყო.

"აუქციონის გამარჯვების ოქმით, მამუკა სესიაშვილი ვალდებული იყო, თუ გადაწყვეტდა ქონების გასხვისებას, იმავე პირობებით გაესხვისებინა, როგორი პირობებითაც მიიღო და მუნიციპალიტეტისთვის შეეტყობინებინა. სესიაშვილმა ტერიტორია ამ პირობების დარღვევით გაასხვისა ქუვეითის მოქალაქე მაჰერ სალიმზე. მან სალიმს მიწა საჯარო რეესტრში დარეგისტრირებიდან მეორე დღესვე ხელშეკრულებით გადასცა", - ამბობს თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის უფროსი ლევან ბერძენაშვილი.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა