სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მთელი სვანეთი ფეხზე დგას" - სოფელ იელში სვანები ოქროს მომპოვებელი კომპანიის წინააღმდეგ გამოდიან
"მთელი სვანეთი ფეხზე დგას" - სოფელ იელში სვანები ოქროს მომპოვებელი კომპანიის წინააღმდეგ გამოდიან

სვა­ნეთ­ში, სო­ფელ იელ­ში, ჩი­ნუ­რი კომ­პა­ნია "ოპ­ტი­კალ სის­ტემ­სის" წარ­მო­მად­გენ­ლო­ბამ, ოქ­როს მო­პო­ვე­ბის­თვის ტექ­ნი­კუ­რი სა­მუ­შა­ო­ე­ბი და­ი­წყო, რა­მაც ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის პრო­ტეს­ტი გა­მო­იწ­ვია. სო­ფელ­ში აქ­ცია გა­ი­მარ­თა, ად­გი­ლობ­რი­ვებ­მა სა­მუ­შა­ო­ე­ბის და­უ­ყოვ­ნებ­ლივ შე­წყვე­ტა მო­ი­თხო­ვეს და კომ­პა­ნი­ის თა­ნამ­შრომ­ლებს ტე­რი­ტო­რია და­ა­ტო­ვე­ბი­ნეს. რო­გორც AMBEBI.GE-ს აქ­ცი­ის ერთ-ერ­თმა მო­ნა­წი­ლემ ხვი­ჩა ჩარ­თო­ლან­მა გა­ნუ­ცხა­და, კომ­პა­ნი­ამ, რო­მე­ლიც სა­მუ­შა­ო­ებს აწარ­მო­ებს, სინ­ჯის აღე­ბის­თვის ლი­ცენ­ზია 2005 წელს მი­ი­ღო. მი­სი­ვე თქმით, აღ­ნიშ­ნულ კომ­პა­ნი­ას არ გა­აჩ­ნია მო­პო­ვე­ბი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბის­თვის სა­ჭი­რო ლი­ცენ­ზია. ოქ­როს მო­პო­ვე­ბის­თვის ტექ­ნი­კუ­რი სა­მუ­შა­ო­ე­ბი იელ­ში ორი კვი­რის წინ და­ი­წყო. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბის გამო გა­და­თხრი­ლია დიდი ტე­რი­ტო­რია, გა­ი­კა­ფა ხე­ე­ბი. იე­ლის მკვიდ­რნი ირ­წმუ­ნე­ბი­ან, რომ სა­მუ­შა­ო­ე­ბის წარ­მო­ე­ბის მიზ­ნით კომ­პა­ნი­ამ გა­მო­ი­ყე­ნა გარ­კვე­უ­ლი ქი­მი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი.

"შე­ვიკ­რი­ბეთ მთე­ლი სვა­ნე­თი­დან, აქ არის სვა­ნე­თის ყვე­ლა სოფ­ლის მო­სახ­ლე­ო­ბა. ორი კვი­რის შე­მო­სუ­ლე­ბიც არ არი­ან და გა­და­თხრი­ლია მთე­ლი ტე­რი­ტო­რია, ტყე გა­კა­ფეს, ზოგ ად­გი­ლას 15 მეტ­რის სიღ­რმე­ზე აქვთ ორ­მო­ე­ბი ამო­თხრი­ლი. მთე­ლი სვა­ნე­თი ფეხ­ზე დგას, ჩვენ აქ სვა­ნე­თის სიყ­ვა­რუ­ლის გამო შე­ვიკ­რი­ბეთ. სო­ფელ იე­ლით და­ი­წყეს და მთელ სვა­ნეთ­ში ამ­გვა­რი სა­მუ­შა­ო­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბას გეგ­მა­ვენ. რი­გორც ვიცი, მათ არც ოქ­როს მო­პო­ვე­ბის­თვის სა­ჭი­რო ლი­ცენ­ზია გა­აჩ­ნი­ათ, აქვთ მხო­ლოდ სინ­ჯის აღე­ბის­თვის სა­ჭი­რო ლი­ცენ­ზია, რო­მე­ლიც 2005 წელს მი­ი­ღეს. იყე­ნე­ბენ ქი­მი­ურ ხსნა­რებს, რაც საფრ­თხეს უქ­მნის ბუ­ნე­ბას და ად­გი­ლობ­რივ მო­სახ­ლე­ო­ბას. ისე­თი სუ­ნია, რომ აქ გა­ჩე­რე­ბაც შე­უძ­ლე­ბე­ლია. ად­გილ­ზე რომ მო­ვე­დით, კომ­პა­ნი­ის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა და­უ­ყოვ­ნებ­ლივ და­ტო­ვეს ტე­რი­ტო­რია, ტექ­ნი­კაც გა­ვაყ­ვა­ნი­ნეთ და მათ შე­მოს­ვლას აღარ და­ვუშ­ვებთ", - გა­ნა­ცხა­და ხვი­ჩა ჩარ­თო­ლან­მა.

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ იმ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, სა­დაც "ნენ­სკრა-ჰესი" უნდა აშენ­დეს, სა­მუ­შა­ო­ე­ბის წარ­მო­ე­ბის დროს დიდი რა­ო­დე­ნო­ბით ოქ­როს მა­რა­გი აღ­მო­ა­ჩი­ნეს, რის გა­მოც ტე­რი­ტო­რია და­ი­ლუ­ქა და ჰე­სის მშე­ნებ­ლო­ბა შე­წყდა. "ესე­ნი მთელ ენ­გუ­რის ხე­ო­ბას მო­ე­დე­ბი­ან, "ნენ­სკრა ჰეს­ზეც" შე­წყვი­ტეს მუ­შა­ო­ბა, იმის გამო, რომ იქაც ოქრო უპო­ვი­ათ და და­ლუ­ქეს მთე­ლი ტე­რი­ტო­რია, ამ­ჟა­მად კი იქ ოქ­როს მო­პო­ვე­ბა­ზე წი­ლე­ბის გა­და­ნა­წი­ლე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს", - გა­ნა­ცხა­და ხვი­ჩა ჩარ­თო­ლან­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა, კომ­პა­ნია "ოპ­ტი­კალ სის­ტემსს", მათ წარ­მო­მად­გე­ნელ­თან და­კავ­ში­რე­ბა ვერ შევ­ძე­ლით. კომ­პა­ნი­ის შე­სა­ხებ სა­კონ­ტრაქ­ტო ინ­ფორ­მა­ცია სა­ჯა­რო რე­ესტრში არ მო­ი­პო­ვე­ბა და არც ად­გი­ლობ­რი­ვებს აქვთ მათ­თან წვდო­მა.

ლაშა ჯა­ფა­რი­ძე

AMBEBi.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

"მთელი სვანეთი ფეხზე დგას" - სოფელ იელში სვანები ოქროს მომპოვებელი კომპანიის წინააღმდეგ გამოდიან

"მთელი სვანეთი ფეხზე დგას" - სოფელ იელში სვანები ოქროს მომპოვებელი კომპანიის წინააღმდეგ გამოდიან

სვანეთში, სოფელ იელში, ჩინური კომპანია "ოპტიკალ სისტემსის" წარმომადგენლობამ, ოქროს მოპოვებისთვის ტექნიკური სამუშაოები დაიწყო, რამაც ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტი გამოიწვია. სოფელში აქცია გაიმართა, ადგილობრივებმა სამუშაოების დაუყოვნებლივ შეწყვეტა მოითხოვეს და კომპანიის თანამშრომლებს ტერიტორია დაატოვებინეს. როგორც AMBEBI.GE-ს აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ხვიჩა ჩართოლანმა განუცხადა, კომპანიამ, რომელიც სამუშაოებს აწარმოებს, სინჯის აღებისთვის ლიცენზია 2005 წელს მიიღო. მისივე თქმით, აღნიშნულ კომპანიას არ გააჩნია მოპოვებითი სამუშაოებისთვის საჭირო ლიცენზია. ოქროს მოპოვებისთვის ტექნიკური სამუშაოები იელში ორი კვირის წინ დაიწყო. ადგილობრივები აცხადებენ, რომ ჩატარებული სამუშაოების გამო გადათხრილია დიდი ტერიტორია, გაიკაფა ხეები. იელის მკვიდრნი ირწმუნებიან, რომ სამუშაოების წარმოების მიზნით კომპანიამ გამოიყენა გარკვეული ქიმიური ნივთიერებები.

"შევიკრიბეთ მთელი სვანეთიდან, აქ არის სვანეთის ყველა სოფლის მოსახლეობა. ორი კვირის შემოსულებიც არ არიან და გადათხრილია მთელი ტერიტორია, ტყე გაკაფეს, ზოგ ადგილას 15 მეტრის სიღრმეზე აქვთ ორმოები ამოთხრილი. მთელი სვანეთი ფეხზე დგას, ჩვენ აქ სვანეთის სიყვარულის გამო შევიკრიბეთ. სოფელ იელით დაიწყეს და მთელ სვანეთში ამგვარი სამუშაოების ჩატარებას გეგმავენ. რიგორც ვიცი, მათ არც ოქროს მოპოვებისთვის საჭირო ლიცენზია გააჩნიათ, აქვთ მხოლოდ სინჯის აღებისთვის საჭირო ლიცენზია, რომელიც 2005 წელს მიიღეს. იყენებენ ქიმიურ ხსნარებს, რაც საფრთხეს უქმნის ბუნებას და ადგილობრივ მოსახლეობას. ისეთი სუნია, რომ აქ გაჩერებაც შეუძლებელია. ადგილზე რომ მოვედით, კომპანიის თანამშრომლებმა დაუყოვნებლივ დატოვეს ტერიტორია, ტექნიკაც გავაყვანინეთ და მათ შემოსვლას აღარ დავუშვებთ", - განაცხადა ხვიჩა ჩართოლანმა.

ადგილობრივები აცხადებენ, რომ იმ ტერიტორიაზე, სადაც "ნენსკრა-ჰესი" უნდა აშენდეს, სამუშაოების წარმოების დროს დიდი რაოდენობით ოქროს მარაგი აღმოაჩინეს, რის გამოც ტერიტორია დაილუქა და ჰესის მშენებლობა შეწყდა. "ესენი მთელ ენგურის ხეობას მოედებიან, "ნენსკრა ჰესზეც" შეწყვიტეს მუშაობა, იმის გამო, რომ იქაც ოქრო უპოვიათ და დალუქეს მთელი ტერიტორია, ამჟამად კი იქ ოქროს მოპოვებაზე წილების გადანაწილება მიმდინარეობს", - განაცხადა ხვიჩა ჩართოლანმა.

რაც შეეხება, კომპანია "ოპტიკალ სისტემსს", მათ წარმომადგენელთან დაკავშირება ვერ შევძელით. კომპანიის შესახებ საკონტრაქტო ინფორმაცია საჯარო რეესტრში არ მოიპოვება და არც ადგილობრივებს აქვთ მათთან წვდომა.

ლაშა ჯაფარიძე

AMBEBi.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია