"პანამის დოკუმენტებში" 85 ქართველია მოხსენიებული, რომელთა შორისაც რამდენიმე ქალბატონია. "ბიზნესპრესნიუსი" შეეცადა გაერკვია, ვინ არიან ოფშორში რეგისტრირებულ კომპანიებთან დაკავშირებული ქართველი ქალები.
ერთ-ერთი, ვისი გვარსახელიც ამ ნუსხაში გხვდება, ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილის ქალიშვილი, ნათია ჩხარტიშვილია. საქართველოში არსებული კომპანიებიდან მის სახელს უკავშირდება შპს "ენ ეს გალერი", შპს "სმარტ გრუპი","პრინცი", საქართველოს საინვესტიციო ჯგუფი, "მზერა ტვ" და სხვა. ნათია ჩხარტიშვილის ბიზნესსაქმიანობა ალბათ ნაკლებად, მაგრამ საზოგადოებას დღემდე ახსოვს მის სახელთან დაკავშირებული რამდენიმე სკანდალი.
რამდენიმე წლის წინ მოულოდნელად გავრცელდა ცნობა, რომ ნათია ჩხარტიშვილი ბორისპოლის აეროპორტიდან უკრაინის უსაფრთხოების სამსახურისა და ტარიელ ვასაძის დაცვამ გაიტაცა. გავრცელებული ინფორმაციით, ნათია თავის საქმროსთან შიდა ქართლის პოლიციის მაშინდელ ხელმძღვანელთან დავით ტაბუცაძესთან ერთად აპირებდა თბილისში დაბრუნებას. მოგვიანებით გაჩნდა მოსაზრება, რომ გატაცების ორგანიზატორი ვანო ჩხარტიშვილი იყო, ის სწორედ ამ ფორმით შეეწინააღმდეგა მისი ქალიშვილის და დავით ტაბუცაძის დაქორწინებას განაგრძეთ კითხვა