პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ყველაფრის უფლება აქვთ, დაგაბნელონ, შეგავიწროვონ..." - რა პრობლემებით მიმართავენ თბილისელები თბილისის მერიას
"ყველაფრის უფლება აქვთ, დაგაბნელონ, შეგავიწროვონ..." - რა პრობლემებით მიმართავენ თბილისელები თბილისის მერიას

ყო­ველ­დღი­უ­რად თბი­ლი­სის მე­რი­ას ათო­ბით მო­ქა­ლა­ქე აკი­თხავს სხვა­დას­ხვა პრობ­ლე­მით. თბი­ლი­სე­ლებს სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო, ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი, კო­მუ­ნა­ლუ­რი თუ მა­ტე­რი­ა­ლუ­რი სა­კი­თხე­ბი აწუ­ხებთ და მე­რი­ის შე­სა­ბა­მი­სი დე­პარ­ტა­მენ­ტე­ბი­დან დახ­მა­რე­ბას ითხო­ვენ. AMBEBI.GE და Palitratv.ge და­ინ­ტე­რეს­და, რა პრობ­ლე­მე­ბით აკი­თხა­ვენ ჩვე­ნი თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ქა­ლა­ქის მთა­ვარ უწყე­ბას და მე­რი­ა­ში, დახ­მა­რე­ბის მო­ლო­დინ­ში მყოფ მო­ქა­ლა­ქე­ებს გა­ე­სა­უბ­რა. რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, სა­კი­თხის გა­და­საჭ­რე­ლად აუ­ცი­ლე­ბე­ლი ვადა 5 დღი­დან იწყე­ბა და შე­საძ­ლე­ბე­ლია უსას­რუ­ლოდ გაგ­რძელ­დეს, ისე რო­გორც ჩვე­ნი ერთ-ერთი რეს­პონ­დენ­ტის შემ­თხვე­ვა­ში - ბა­ტო­ნი რო­ბინ­ზო­ნი ერთი და იმა­ვე პრობ­ლე­მის გა­და­წყვე­ტას თბი­ლი­სის მე­რი­ა­ში 25 წე­ლია ცდი­ლობს (!).

იხი­ლეთ რე­პორ­ტა­ჟი მე­რი­ი­დან

ქალ­ბა­ტონ ქუ­ბა­რას 14-სუ­ლი­ა­ნი ოჯა­ხი ჰყავს. 60 წლის ქა­ლის თქმით, ოჯა­ხი ორო­თა­ხი­ან ბი­ნა­ში ცხოვ­რობს და ახლა თა­ვი­სი­ვე მი­წა­ზე პა­ტა­რა მა­ღა­ზი­ის ასა­შე­ნებ­ლად ნე­ბარ­თვის მო­პო­ვე­ბას ცდი­ლობს: "ვი­თხოვ, რომ ჩემს პრი­ვა­ტი­ზი­რე­ბულ მი­წა­ზე, პა­ტა­რა მა­ღა­ზი­ის აშე­ნე­ბის უფ­ლე­ბა მომ­ცენ, რომ­ლის შე­სას­ვლე­ლიც ჩე­მი­ვე სახ­ლი­დან იქ­ნე­ბა და უფ­ლე­ბას არ მაძ­ლე­ვენ. პრი­ვა­ტი­ზა­ცი­ის უფ­ლე­ბა როცა მომ­ცეს თუ მა­შინ წი­თე­ლი ხაზი არ იყო, ეხლა რა­ნა­ი­რად აღ­მოჩ­ნდა იქ წი­თე­ლი ხაზი და რა­ტომ არ მაძ­ლე­ვენ აშე­ნე­ბის უფ­ლე­ბას?! ვე­ღარ გა­ვი­გე, სად უნდა მი­ვი­დე და ვის მივ­მარ­თო. უკვე მე­ო­თხედ შე­მაქვს დღეს გან­ცხა­დე­ბა მე­რი­ა­ში. 400 ლარი ისე წა­ვი­და ნა­ხა­ზებ­ში და აზომ­ვებ­ში და შე­დე­გი არ არის", - გვი­თხრა სა­უბ­რი­სას შუ­ახ­ნის ქალ­მა.

ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მძი­მე სო­ცი­ა­ლუ­რი პრობ­ლე­მა, რო­მე­ლიც გან­სა­კუთ­რე­ბით აწუ­ხებთ მცი­რე შე­მო­სავ­ლის მქო­ნე ადა­მი­ა­ნებს, წამ­ლე­ბია. მე­დი­კა­მენ­ტე­ბის სა­ყიდ­ლად სა­ჭი­რო თან­ხე­ბის თხოვ­ნით, მე­რი­ა­ში ყო­ველ­დღი­უ­რად უამ­რა­ვი მო­ქა­ლა­ქე მი­დის. მათ შო­რი­საა 70 წლის მა­ნა­ნა და 72 წლის ხა­თუ­ნა.

"წამ­ლე­ბი მჭირ­დე­ბა, ბევ­რი წა­მა­ლი. ჩიყ­ვი მაქვს და ყვე­ლა ორ­გა­ნო და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი მაქვს, ორი­ვე თვალ­ზე გლა­უ­კო­მა. მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში დავ­წე­რე გან­ცხა­დე­ბა და ერთი თვის მერე მი­თხრეს უარი. ახლა მე­რი­ა­ში მო­ვი­ტა­ნე სა­ბუ­თე­ბი, გან­ცხა­დე­ბა უნდა დავ­წე­რო და დიდი იმე­დი მაქვს, და­მი­ფი­ნან­სე­ბენ" - გვე­უბ­ნე­ბა პენ­სი­ო­ნე­რი ქალი.

"სამ­ჯერ ინ­ფარ­ქტგა­და­ტა­ნი­ლი ვარ, 1994 წლი­დან დღემ­დე წამ­ლებ­ზე ვარ, ძა­ლი­ან ბევ­რი წამ­ლის ყიდ­ვა მჭირ­დე­ბა. სახ­ლში ერ­თა­დერ­თი შე­მო­სა­ვა­ლი ჩემს შვილს შე­მო­აქვს, მძღო­ლად მუ­შა­ობს. მო­ვე­დი, იქ­ნებ და­მი­ფი­ნან­სონ რამე. იმე­დი მაქვს, ცო­ტა­ო­დენ თან­ხას მა­ინც მომ­ცე­მენ, რომ რამე წა­მა­ლი ვი­ყი­დო", - ამ­ბობს 72 წლის ხა­თუ­ნა.

სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო პრობ­ლე­მე­ბის გარ­და თბი­ლი­სე­ლებს ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი სა­კი­თხე­ბიც აწუ­ხებთ, რომ­ლე­ბიც მა­თი­ვე თქმით, უად­გი­ლო ად­გი­ლას და­წყე­ბულ მშე­ნებ­ლო­ბებს უკავ­შირ­დე­ბა. 43 წლის ლელა, ვა­კე­ში ტა­ბი­ძის ქუ­ჩა­ზე მისი სახ­ლის მახ­ლობ­ლად და­წყე­ბუ­ლი მრა­ვალ­სარ­თუ­ლი­ა­ნი კორ­პუ­სის მშე­ნებ­ლო­ბას აპ­რო­ტეს­ტებს და მე­რი­ა­ში მისი და მე­ზობ­ლე­ბის მიერ ხელ­მო­წე­რი­ლი გან­ცხა­დე­ბით მი­ვი­და: "ტა­ბი­ძის ქუ­ჩა­ზე შენ­დე­ბა რვა­სარ­თუ­ლი­ა­ნი კორ­პუ­სი, და­შო­რე­ბა კორ­პუ­სებს შო­რის არის ძა­ლი­ან მცი­რე. ტა­ბი­ძის ქუჩა ისე­დაც ვიწ­როა და კი­დევ ამ კორ­პუ­სის აშე­ნე­ბა, რო­მელ­ზეც კი­დევ რა და­არ­ტყამთ თავ­ში და რას და­ა­შე­ნე­ბენ ზე­მო­დან, სრუ­ლი­ად მა­რაზ­მია.

ქუჩა გახ­დე­ბა სრუ­ლად, მჭიდ­როდ და­სახ­ლე­ბუ­ლი, რაც პი­რა­დად მე უამ­რავ პრობ­ლე­მას მიქ­მნის - მი­ფა­რავს ხედს, მზეს, სი­ნათ­ლეს. ჰა­ე­რის უკ­მა­რი­სო­ბის შეგ­რძნე­ბა მაქვს უკვე. გვი­თხრეს რომ წი­თე­ლი ხა­ზი­დან 3 მეტ­რი იქ­ნე­ბო­და და­შო­რე­ბა, მაგ­რამ მოყ­ვა­ტყუ­ეს. შე­მო­ვი­ტა­ნეთ გან­ცხა­დე­ბა მე­რი­ა­ში და აქ გვე­უბ­ნე­ბი­ან, რომ ამის უფ­ლე­ბა აქვთ მშე­ნებ­ლებს. ერ­თა­დერ­თი რაც შეგ­ვიძ­ლია, შე­ვი­ტა­ნოთ სარ­ჩე­ლი სა­სა­მარ­თლო­ში, მაგ­რამ რა აზრი აქვს მე­რი­ის სა­სი­კე­თოდ გა­მო­ი­ტა­ნენ გა­ნა­ჩენს, ყვე­ლა­ფე­რი მა­გა­თია. ყვე­ლაფ­რის უფ­ლე­ბა აქვთ, და­გაბ­ნე­ლონ, შე­გა­ვიწ­რო­ვონ. რაც უნ­დათ ყვე­ლა­ფერს აკე­თე­ბენ" - გვე­უბ­ნე­ბა ტა­ბი­ძის ქუ­ჩის მცხოვ­რე­ბი.

ბა­ტო­ნი რო­ბინ­ზო­ნის შემ­თხვე­ვა კი, რო­გორც ზე­მო­თაც მო­გახ­სე­ნეთ, ყვე­ლას­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლია - 65 წლის მა­მა­კა­ცი უკვე 25 წე­ლია ერთი და იმა­ვე პრობ­ლე­მით მი­მარ­თავს ქა­ლა­ქის მთავ­რო­ბას, თუმ­ცა სა­კი­თხი ვერც ერთი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს ვერ მოგ­ვარ­და: "ამ­ხა­ნა­გუ­რი ბი­ნე­ბის შე­სა­ხებ დავ­დი­ვართ 25 წე­ლია, ფული ჩა­რი­ცხუ­ლი მაქვს ბო­ლომ­დე, გა­და­სას­ვლელ ხიდ­თან უნდა აშე­ნე­ბუ­ლი, სა­ფუძ­ვე­ლიც არ არის ჩაყ­რი­ლი. ხან რას დაგვპირ­დნენ, ხან რას, დავ­დი­ვართ აქ ამ­დე­ნი წე­ლია და ნორ­მა­ლუ­რი პა­სუ­ხიც ვერ მი­ვი­ღეთ. პრე­მი­ე­რი გა­მო­ვი­და და თქვა, კონ­პენ­სა­ცი­ებს მი­ი­ღე­ბე­ნო. იმე­დი მო­მე­ცა, მო­ვე­დი ეხლა მე­რი­ა­ში, რომ გა­ვი­გო ფუ­ლად კონ­პენ­სა­ცი­ას მა­ინც თუ მომ­ცე­მენ", - გვი­თხრა პენ­სი­ო­ნერ­მა მა­მა­კაც­მა.

მა­რი­ამ ლორ­თქი­ფა­ნი­ძე

AMBEBI.GE

"ყველაფრის უფლება აქვთ, დაგაბნელონ, შეგავიწროვონ..." - რა პრობლემებით მიმართავენ თბილისელები თბილისის მერიას

"ყველაფრის უფლება აქვთ, დაგაბნელონ, შეგავიწროვონ..." - რა პრობლემებით მიმართავენ თბილისელები თბილისის მერიას

ყოველდღიურად თბილისის მერიას ათობით მოქალაქე აკითხავს სხვადასხვა პრობლემით. თბილისელებს საყოფაცხოვრებო, ინფრასტრუქტურული, კომუნალური თუ მატერიალური საკითხები აწუხებთ და მერიის შესაბამისი დეპარტამენტებიდან დახმარებას ითხოვენ. AMBEBI.GE და Palitratv.ge დაინტერესდა, რა პრობლემებით აკითხავენ ჩვენი თანამოქალაქეები ქალაქის მთავარ უწყებას და მერიაში, დახმარების მოლოდინში მყოფ მოქალაქეებს გაესაუბრა. როგორც აღმოჩნდა, საკითხის გადასაჭრელად აუცილებელი ვადა 5 დღიდან იწყება და შესაძლებელია უსასრულოდ გაგრძელდეს, ისე როგორც ჩვენი ერთ-ერთი რესპონდენტის შემთხვევაში - ბატონი რობინზონი ერთი და იმავე პრობლემის გადაწყვეტას თბილისის მერიაში 25 წელია ცდილობს (!).

იხილეთ რეპორტაჟი მერიიდან

ქალბატონ ქუბარას 14-სულიანი ოჯახი ჰყავს. 60 წლის ქალის თქმით, ოჯახი ოროთახიან ბინაში ცხოვრობს და ახლა თავისივე მიწაზე პატარა მაღაზიის ასაშენებლად ნებართვის მოპოვებას ცდილობს: "ვითხოვ, რომ ჩემს პრივატიზირებულ მიწაზე, პატარა მაღაზიის აშენების უფლება მომცენ, რომლის შესასვლელიც ჩემივე სახლიდან იქნება და უფლებას არ მაძლევენ. პრივატიზაციის უფლება როცა მომცეს თუ მაშინ წითელი ხაზი არ იყო, ეხლა რანაირად აღმოჩნდა იქ წითელი ხაზი და რატომ არ მაძლევენ აშენების უფლებას?! ვეღარ გავიგე, სად უნდა მივიდე და ვის მივმართო. უკვე მეოთხედ შემაქვს დღეს განცხადება მერიაში. 400 ლარი ისე წავიდა ნახაზებში და აზომვებში და შედეგი არ არის", - გვითხრა საუბრისას შუახნის ქალმა.

ერთ-ერთი ყველაზე მძიმე სოციალური პრობლემა, რომელიც განსაკუთრებით აწუხებთ მცირე შემოსავლის მქონე ადამიანებს, წამლებია. მედიკამენტების საყიდლად საჭირო თანხების თხოვნით, მერიაში ყოველდღიურად უამრავი მოქალაქე მიდის. მათ შორისაა 70 წლის მანანა და 72 წლის ხათუნა.

"წამლები მჭირდება, ბევრი წამალი. ჩიყვი მაქვს და ყველა ორგანო დაზიანებული მაქვს, ორივე თვალზე გლაუკომა. მუნიციპალიტეტში დავწერე განცხადება და ერთი თვის მერე მითხრეს უარი. ახლა მერიაში მოვიტანე საბუთები, განცხადება უნდა დავწერო და დიდი იმედი მაქვს, დამიფინანსებენ" - გვეუბნება პენსიონერი ქალი.

"სამჯერ ინფარქტგადატანილი ვარ, 1994 წლიდან დღემდე წამლებზე ვარ, ძალიან ბევრი წამლის ყიდვა მჭირდება. სახლში ერთადერთი შემოსავალი ჩემს შვილს შემოაქვს, მძღოლად მუშაობს. მოვედი, იქნებ დამიფინანსონ რამე. იმედი მაქვს, ცოტაოდენ თანხას მაინც მომცემენ, რომ რამე წამალი ვიყიდო", - ამბობს 72 წლის ხათუნა.

საყოფაცხოვრებო პრობლემების გარდა თბილისელებს ინფრასტრუქტურული საკითხებიც აწუხებთ, რომლებიც მათივე თქმით, უადგილო ადგილას დაწყებულ მშენებლობებს უკავშირდება. 43 წლის ლელა, ვაკეში ტაბიძის ქუჩაზე მისი სახლის მახლობლად დაწყებული მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებს და მერიაში მისი და მეზობლების მიერ ხელმოწერილი განცხადებით მივიდა: "ტაბიძის ქუჩაზე შენდება რვასართულიანი კორპუსი, დაშორება კორპუსებს შორის არის ძალიან მცირე. ტაბიძის ქუჩა ისედაც ვიწროა და კიდევ ამ კორპუსის აშენება, რომელზეც კიდევ რა დაარტყამთ თავში და რას დააშენებენ ზემოდან, სრულიად მარაზმია.

ქუჩა გახდება სრულად, მჭიდროდ დასახლებული, რაც პირადად მე უამრავ პრობლემას მიქმნის - მიფარავს ხედს, მზეს, სინათლეს. ჰაერის უკმარისობის შეგრძნება მაქვს უკვე. გვითხრეს რომ წითელი ხაზიდან 3 მეტრი იქნებოდა დაშორება, მაგრამ მოყვატყუეს. შემოვიტანეთ განცხადება მერიაში და აქ გვეუბნებიან, რომ ამის უფლება აქვთ მშენებლებს. ერთადერთი რაც შეგვიძლია, შევიტანოთ სარჩელი სასამართლოში, მაგრამ რა აზრი აქვს მერიის სასიკეთოდ გამოიტანენ განაჩენს, ყველაფერი მაგათია. ყველაფრის უფლება აქვთ, დაგაბნელონ, შეგავიწროვონ. რაც უნდათ ყველაფერს აკეთებენ" - გვეუბნება ტაბიძის ქუჩის მცხოვრები.

ბატონი რობინზონის შემთხვევა კი, როგორც ზემოთაც მოგახსენეთ, ყველასგან განსხვავებულია - 65 წლის მამაკაცი უკვე 25 წელია ერთი და იმავე პრობლემით მიმართავს ქალაქის მთავრობას, თუმცა საკითხი ვერც ერთი ხელისუფლების დროს ვერ მოგვარდა: "ამხანაგური ბინების შესახებ დავდივართ 25 წელია, ფული ჩარიცხული მაქვს ბოლომდე, გადასასვლელ ხიდთან უნდა აშენებული, საფუძველიც არ არის ჩაყრილი. ხან რას დაგვპირდნენ, ხან რას, დავდივართ აქ ამდენი წელია და ნორმალური პასუხიც ვერ მივიღეთ. პრემიერი გამოვიდა და თქვა, კონპენსაციებს მიიღებენო. იმედი მომეცა, მოვედი ეხლა მერიაში, რომ გავიგო ფულად კონპენსაციას მაინც თუ მომცემენ", - გვითხრა პენსიონერმა მამაკაცმა.

მარიამ ლორთქიფანიძე

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია