საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მოგზაურობა ბუტაპეშტსა და ვენაში - "პალიტრა L"-ის გათამაშების ერთ-ერთი მთავარი პრიზი
მოგზაურობა ბუტაპეშტსა და ვენაში - "პალიტრა L"-ის გათამაშების ერთ-ერთი მთავარი პრიზი

ერ­თკვი­რი­ა­ნი საგ­ზუ­რი ევ­რო­პა­ში "პა­ლიტ­რა L"-ის გა­თა­მა­შე­ბის ერთ-ერთი მთა­ვა­რი პრი­ზია. ორ პერ­სო­ნა­ზე გათ­ვლი­ლი ტუ­რის­ტუ­ლი პა­კე­ტის მფლო­ბე­ლი 29 მა­ისს გა­მოვ­ლინ­დე­ბა. გრან­დი­ო­ზუ­ლი გა­თა­მა­შე­ბის ერთ-ერთი გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ბუ­და­პეშტსა და ვე­ნა­ში გა­ემ­გზავ­რე­ბა.

ტუ­რის­ტუ­ლი კომ­პა­ნია "08 თრე­ვე­ლი" "პა­ლიტ­რა L"-ის გა­თა­მა­შე­ბა­ში გა­მარ­ჯვე­ბუ­ლის მოგ­ზა­უ­რო­ბა­სა და დას­ვე­ნე­ბას უზ­რუნ­ველ­ყოფს. AMBEBI.GE და­ინ­ტე­რეს­და, რა ელის საგ­ზუ­რის იღ­ბლი­ან მფლო­ბელს ტუ­რის ფარ­გლებ­ში:

მაკო მჭედ­ლი­ძე, "08 თრე­ვე­ლის" ტურ-ოპე­რა­ტო­რი: "08 თრე­ვე­ლი" სა­ერ­თა­შო­რი­სო ტუ­რის­ტუ­ლი კომ­პა­ნი­აა, რომ­ლის უპი­რა­ტე­სო­ბაა მომ­ხმა­რებ­ლებს მსოფ­ლი­ოს ნე­ბის­მი­ე­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით შეს­თა­ვა­ზოს რო­გორც და­ბალ­ბი­უ­ჯე­ტი­ა­ნი, ასე­ვე მა­ღალ მო­თხოვ­ნებ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბი. ჩვენ­თან გა­მოც­დი­ლი და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი ემ­სა­ხუ­რე­ბი­ან მომ­ხმა­რებ­ლებს. "08 თრე­ვე­ლი" "პა­ლიტ­რა L"- ის გა­თა­მა­შე­ბა­ში გა­მარ­ჯვე­ბულს სა­ჩუქ­რად გა­დას­ცემს 7-დღი­ან სა­მოგ­ზა­უ­რო პა­კეტს ევ­რო­პის ორ ულა­მა­ზეს ქა­ლაქ­ში - ბუ­და­პეშტსა და ვე­ნა­ში, რო­მე­ლიც ტუ­რის­ტე­ბის­თვის თა­ვი­სი ღირ­სშე­სა­ნიშ­ნა­ო­ბე­ბით ძა­ლი­ან მიმ­ზიდ­ვე­ლია. მა­გა­ლი­თად, ბუ­და­პეშ­ტში მო­ი­ნა­ხუ­ლე­ბენ ბუ­დას ციხე-სი­მაგ­რეს, ვა­როშ­ლი­გე­ტის პარკს, რო­მე­ლიც ქა­ლა­ქის მთა­ვარ სი­ლა­მა­ზეს წარ­მო­ად­გენს. ასე­ვე, ძა­ლი­ან ლა­მა­ზი არ­ქი­ტექ­ტუ­რით გა­მო­ირ­ჩე­ვა ვენა, სა­დაც ჩვენს გა­მარ­ჯვე­ბულს ვთა­ვა­ზობთ მოგ­ზა­უ­რო­ბას. ტუ­რის­ტე­ბი ნა­ხა­ვენ შონბ­რუ­ნის სა­სახ­ლეს, ეროვ­ნულ ბიბ­ლი­ო­თე­კას, პარ­ლა­მენტს და სხვა. პა­კე­ტი მო­ი­ცავს სრულ მომ­სა­ხუ­რე­ბას და მას­ში შე­დის ორ­მხრი­ვი ავი­ა­ბი­ლე­თი, შიდა გა­და­ად­გი­ლე­ბა, სას­ტუმ­რო სა­უზ­მით.

გა­თა­მა­შე­ბის პი­რო­ბე­ბის თა­ნახ­მად, წიგ­ნის მა­ღა­ზი­ა­თა ქსელ "ბიბ­ლუს­ში" და კი­დევ 24 სხვა მა­ღა­ზი­ა­ში გა­მომ­ცემ­ლო­ბა "პა­ლიტ­რა L"-ის წიგ­ნებ­ზე, ყო­ველ 20 ლა­რი­ან შე­ნა­ძენ­ზე მომ­ხმა­რე­ბე­ლი ად­გილ­ზე გა­თა­მა­შე­ბის ერთ ბი­ლეთს მი­ი­ღებს, შე­სა­ბა­მი­სი ვე­ლის გა­და­ფხე­კის შემ­დეგ კი, ყვე­ლა შემ­თხვე­ვა­ში გა­რან­ტი­რე­ბულ პრიზს, წიგნს მო­ი­გებს. ამის შემ­დეგ მკი­თხვე­ლი ამა­ვე ბი­ლე­თით გრან­დი­ო­ზულ გა­თა­მა­შე­ბა­ში ერ­თვე­ბა, რო­მე­ლიც 29 მა­ისს გა­ი­მარ­თე­ბა. გა­თა­მა­შე­ბა­ში 4 მთა­ვა­რი პრი­ზი: ავ­ტო­მო­ბი­ლი, ორ პერ­სო­ნა­ზე ერთ კვი­რი­ა­ნი საგ­ზუ­რი ევ­რო­პა­ში, 3000 ლა­რი­ა­ნი ავე­ჯის ვა­უ­ჩე­რი და iPhone 6s გა­თა­მაშ­დე­ბა.

გა­თა­მა­შე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­ძი­ე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია რო­გორც სპე­ცი­ა­ლურ ვებგ­ვერ­დზე - www.palitral.ge/lottery, ასე­ვე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ჰეშ­ტე­გით #იკი­თხე­და­მო­ი­გებ.

გა­თა­მა­შე­ბა გა­ი­მარ­თე­ბა 29 მა­ისს, 18:00 სა­ათ­ზე, ტე­ლე­კომ­პა­ნია PalitraNews-ისა და "რა­დიო პა­ლიტ­რის" პირ­და­პირ ეთერ­ში.

ნა­ტა­ლია და­დი­ა­ნი

Ambebi.ge

ასე­ვე წა­ი­კი­თხეთ: "ეს არის წიგ­ნი­ე­რი თა­მა­ში... ბი­ლეთს გა­და­ფხეკ და იქ აუ­ცი­ლებ­ლად დაგ­ხვდე­ბა წიგ­ნი - დიდი სუ­ლი­ე­რი სა­ჩუ­ქა­რი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

მოგზაურობა ბუტაპეშტსა და ვენაში - "პალიტრა L"-ის გათამაშების ერთ-ერთი მთავარი პრიზი

მოგზაურობა ბუტაპეშტსა და ვენაში - "პალიტრა L"-ის გათამაშების ერთ-ერთი მთავარი პრიზი

ერთკვირიანი საგზური ევროპაში "პალიტრა L"-ის გათამაშების ერთ-ერთი მთავარი პრიზია. ორ პერსონაზე გათვლილი ტურისტული პაკეტის მფლობელი 29 მაისს გამოვლინდება. გრანდიოზული გათამაშების ერთ-ერთი გამარჯვებული ბუდაპეშტსა და ვენაში გაემგზავრება.

ტურისტული კომპანია "08 თრეველი" "პალიტრა L"-ის გათამაშებაში გამარჯვებულის მოგზაურობასა და დასვენებას უზრუნველყოფს. AMBEBI.GE დაინტერესდა, რა ელის საგზურის იღბლიან მფლობელს ტურის ფარგლებში:

მაკო მჭედლიძე, "08 თრეველის" ტურ-ოპერატორი: "08 თრეველი" საერთაშორისო ტურისტული კომპანიაა, რომლის უპირატესობაა მომხმარებლებს მსოფლიოს ნებისმიერი მიმართულებით შესთავაზოს როგორც დაბალბიუჯეტიანი, ასევე მაღალ მოთხოვნებზე ორიენტირებული პროდუქტები. ჩვენთან გამოცდილი და პროფესიონალი თანამშრომლები ემსახურებიან მომხმარებლებს. "08 თრეველი" "პალიტრა L"- ის გათამაშებაში გამარჯვებულს საჩუქრად გადასცემს 7-დღიან სამოგზაურო პაკეტს ევროპის ორ ულამაზეს ქალაქში - ბუდაპეშტსა და ვენაში, რომელიც ტურისტებისთვის თავისი ღირსშესანიშნაობებით ძალიან მიმზიდველია. მაგალითად, ბუდაპეშტში მოინახულებენ ბუდას ციხე-სიმაგრეს, ვაროშლიგეტის პარკს, რომელიც ქალაქის მთავარ სილამაზეს წარმოადგენს. ასევე, ძალიან ლამაზი არქიტექტურით გამოირჩევა ვენა, სადაც ჩვენს გამარჯვებულს ვთავაზობთ მოგზაურობას. ტურისტები ნახავენ შონბრუნის სასახლეს, ეროვნულ ბიბლიოთეკას, პარლამენტს და სხვა. პაკეტი მოიცავს სრულ მომსახურებას და მასში შედის ორმხრივი ავიაბილეთი, შიდა გადაადგილება, სასტუმრო საუზმით.

გათამაშების პირობების თანახმად, წიგნის მაღაზიათა ქსელ "ბიბლუსში" და კიდევ 24 სხვა მაღაზიაში გამომცემლობა "პალიტრა L"-ის წიგნებზე, ყოველ 20 ლარიან შენაძენზე მომხმარებელი ადგილზე გათამაშების ერთ ბილეთს მიიღებს, შესაბამისი ველის გადაფხეკის შემდეგ კი, ყველა შემთხვევაში გარანტირებულ პრიზს, წიგნს მოიგებს. ამის შემდეგ მკითხველი ამავე ბილეთით გრანდიოზულ გათამაშებაში ერთვება, რომელიც 29 მაისს გაიმართება. გათამაშებაში 4 მთავარი პრიზი: ავტომობილი, ორ პერსონაზე ერთ კვირიანი საგზური ევროპაში, 3000 ლარიანი ავეჯის ვაუჩერი და iPhone 6s გათამაშდება.

გათამაშების შესახებ ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია როგორც სპეციალურ ვებგვერდზე - www.palitral.ge/lottery, ასევე სოციალურ ქსელში ჰეშტეგით #იკითხედამოიგებ.

გათამაშება გაიმართება 29 მაისს, 18:00 საათზე, ტელეკომპანია PalitraNews-ისა და "რადიო პალიტრის" პირდაპირ ეთერში.

ნატალია დადიანი

Ambebi.ge

ასევე წაიკითხეთ: "ეს არის წიგნიერი თამაში... ბილეთს გადაფხეკ და იქ აუცილებლად დაგხვდება წიგნი - დიდი სულიერი საჩუქარი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია