"ე.წ. ლიდერები ადამიანის სისხლს სვამენ - სექტის რიგითი წევრების სისხლს"

"ე.წ. ლიდერები ადამიანის სისხლს სვამენ - სექტის რიგითი წევრების სისხლს"

არცთუ დიდი ხნის წინ, თბილისში ტრაგედია დატრიალდა - 14 წლის გოგონა ხიდიდან გადახტა და თავი მოიკლა. მოზარდი უთენია გასულა შინიდან, ისე, რომ მშობლებს ვერც გაუგიათ, მერე კი ხევში გარდაცვლილი ნახეს. იმხანად ლამის მთელი ქალაქი ლაპარაკობდა, რომ მოზარდის თვითმკვლელობა შესაძლოა გარკვეულ სექტას უკავშირდებოდა, რომელსაც გოგონა ბოლო ხანს დაუახლოვდა. ჰყვებოდნენ იმასაც, გოგონას თანაკლასელები დაკრძალვის დღეს სადარბაზოს შესასვლელთან დარაჯად როგორ დადგნენ და ამ ჯგუფის წარმომადგენლებს სამძიმარზე შესვლის საშუალება არ მისცეს.

ამ ორიოდე დღის წინ კი ერთ-ერთმა "ფეისბუკმომხმარებელმა" დაწერა სტატუსი, რომელშიც ჰყვებოდა, რომ მისი მეგობრის მოზარდი ბიძაშვილი მოწამლული ნახეს. ის ფსიქოტროპული წამლებით იკლავდა თავს. ბავშვი გადაარჩინეს, თუმცა, ახლობლებმა მიაკვლიეს სექტას, რომელშიც ძირითადად 14-16 წლის ბავშვები არიან გაწევრებული. მისი სტატუსის მიხედვით, ოჯახი ბავშვის თვითმკვლელობის მცდელობას სწორედ ამ სექტას უკავშირებდა. ჩვენ მოვახერხეთ დავკავშირებოდით ადამიანს, რომელიც ამტკიცებს, რომ მოახერხა და შეხვდა სექტის ლიდერებს. სესილი ასანიძეს (გვარ-სახელი რესპონდენტის თხოვნით შეცვლილია) ეჭვი არ ეპარება, რომ ეს სატანისტური სექტაა.

- თავდაპირველად გავიგეთ, რომ რაღაც სექტაში ჩემი ახლობლის ბავშვი იყო ჩართული. იმდენი მოვახერხეთ, რომ შევხვდით მათ, ასე ვთქვათ, ხელმძღვანელებს, ადამიანებს, რომლებიც სექტის ლიდერებად მიიჩნევენ თავს და "შავ სამუშაოს" სხვებს ასრულებინებენ. სექტის წევრები აწამებენ კატებს, ძაღლებს, ჩიტებს... როცა ვკითხე, რატომ აკეთებდნენ ამას? - ამ ე.წ. ლიდერებმა მიპასუხეს, რომ ცხოველებს თვითონ აღარ აწამებენ, ამას მხოლოდ პატარები სჩადიან, რათა დაამტკიცონ, რომ მათ ასეთი რაღაცეების კეთება შეუძლიათ.

- ქალბატონო სესილი, ჯგუფის წვერები ცხოველების სისხლს სვამენ?

- ე.წ. ლიდერები ადამიანის სისხლს სვამენ - სექტის რიგითი წევრების სისხლს და ამბობენ, რომ ეს მათ ძალას მატებს. მოზარდები, ხელს იჭრიან და ე.წ. ლიდერები იქიდან გამოსულ სისხლს სვამენ. ამ ყველაფერს მშვიდი სახით თვითონ ერთ-ერთი ლიდერი გვიყვებოდა, ისე, თითქოს ეს ჩვეულებრივი მოვლენა იყო. ეს ლიდერი 22 წლის, სამხატვრო აკადემიის სტუდენტია. გოგონას, ვინც მათთან მიგვიყვანა, ხელზე აქვს ჭრილობის კვალი, რომელიც სპეციალურად სისხლის გამოსასვლელად დაისერა.

- რას ამბობენ, ვის ან რას ემსახურებიან ამ ქმედებით?

- ამბობენ, რომ სწავლობენ ბიბლიის მეორე მხარეს. მათ ცოტნე დადიანის გამზირზე აქვთ ბინა ნაქირავები, სადაც ასევე ვიყავით მისული. ბინაში აბსოლუტურად ყველაფერი იყო შავი, მართლა ელდა მეცა, რომ შევედი, შეშინებულმა, ვითომდა ხუმრობით ვკითხე - რამე ფოტოსტუდია გაქვთ და ფონია ასეთი - მეთქი? - მიპასუხეს, - არა, აქ ბიბლიის მეორე მხარეს ვსწავლობთო.

- ბევრი ადამიანია ამ ჯგუფის წევრი?

- რამდენადაც ვიცი საკმაოდ ბევრნი არიან. იქ დედმამიშვილებიც იყვნენ. ორი და და მათი პატარა ძმა, რომელიც სულ მთლად ბავშვი იყო, სადღაც 9 წლის.

კიდევ უფრო დიდი საშინელებაა, რომ ბავშვები შეიძლება ითქვას, კანალიზაციაში სხედან. ესაა ადგილი "რედისონის" დაბლა, სადაც საშინელი ანტისანიტარიაა. სხვათა შორის, ვისაც მოვუყევი ყველამ თქვა, - აა, ვიცი, ნაგავი რომ ყრია და ბავშვები დადიანო, მაგრამ ეს არაა ის ადგილი. ამათი თავშეყრის ადგილი ძალიან დაბლაა, რომ მივდიოდი ქვევით და ქვევით, მეგონა, აღარ დასრულდებოდა. სწორედ იქ ხდება ცხოველების წამება, ხელების დასერვა და სხვა. ძალიან დიდი შანსია, რომ ინფექცია შეეჭრათ და სერიოზულად დაავადდნენ. ამ ქვესკნელში იმიტომ იკრიბებიან, რომ უნდათ უცხო თვალისაგან დაცული იყვნენ. ამ ადგილს მორგს ეძახიან. იმ ბინაში კი, რომელზეც ზემოთ მოგახსენეთ რიტუალებს აწყობენ და როგორც ამბობენ, სწავლობენ ბიბლიის მეორე მხარეს.

გაგრძელება

რას ამბობს ხათუნა ზახაშვილი სადაზღვევო კომპანია "უნისონის" თანამშრომელზე, რომელსაც COVID-19 დაუდგინდა

"თეგეტა მოტორსის" თანამშრომელს COVID-19 დაუდასტურდა - "მას შესაძლო კონტაქტი ჰქონდა საბურთალოს კლასტერთან"

"მინდა დავამშვიდო აბიტურიენტები - პირბადე მათზე უარყოფითად არ იმოქმედებს" - ამირან გამყრელიძე