მსოფლიო
სამართალი

11

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 23:24-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – შეინარჩუნეთ ბალანსი. კარგია ვარჯიში. სასარგებლოა ყველაფრის გაწმენდა, მოწესრიგება. დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. კარგია მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების, სოკოსა და პარკოსნების მიღება.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცესკო-ს თავმჯდომარემ ორ წელიწადში ანაზღაურების სახით 329 520.55 ლარი მიიღო - საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელთა ხელფასები და პრემიები
ცესკო-ს თავმჯდომარემ ორ წელიწადში ანაზღაურების სახით 329 520.55 ლარი მიიღო - საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელთა ხელფასები და პრემიები

ცეს­კო-ს თავ­მჯდო­მა­რეს თა­მარ ჟვა­ნი­ას 2013 წლის სექ­ტემ­ბრი­დან 2015 წლის ნო­ემ­ბრის ჩათ­ვლით ანა­ზღა­უ­რე­ბის სა­ხით მი­ღე­ბუ­ლი აქვს 329 520.55 ლარი.

"სა­მარ­თლი­ა­ნი არ­ჩევ­ნე­ბი­სა და დე­მოკ­რა­ტი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბამ" 2011-15 წლებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ცენ­ტრა­ლუ­რი სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის წევრთა და თა­ნამ­შრო­მელ­თა საქ­მი­ა­ნო­ბის ანა­ზღა­უ­რე­ბა­ზე გა­წე­უ­ლი ხარ­ჯე­ბის მო­ნი­ტო­რინ­გის ან­გა­რი­შის პრე­ზენ­ტა­ცია გა­მარ­თა.

"სა­მარ­თლი­ან­მა არ­ჩევ­ნებ­მა" ცეს­კო-დან გა­მო­თხო­ვილ სა­ჯა­რო ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­ფუძ­ველ­ზე კო­მი­სი­ის ხელ­მძღვა­ნელ პი­რებ­ზე, წევ­რებ­სა თუ საშ­ტა­ტო თა­ნამ­შრომ­ლებ­ზე გა­ცე­მუ­ლი ხელ­ფა­სე­ბის, პრე­მი­ე­ბი­სა და და­ნა­მა­ტე­ბის ოდე­ნო­ბა შე­ის­წავ­ლა, რო­მე­ლიც დღეს მე­დი­ას "სა­მარ­თლი­ა­ნი არ­ჩევ­ნე­ბის" ხელ­მძღვა­ნელ­მა მი­ხე­ილ ბე­ნი­ძემ წა­რუდ­გი­ნა. მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სტა­ტის­ტი­კის შეს­წავ­ლის პრო­ცეს­ში რამ­დე­ნი­მე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ტენ­დენ­ცია გა­მო­იკ­ვე­თა, კერ­ძოდ, ცეს­კო-ს თავ­მჯდო­მა­რე­ე­ბის მიერ მი­ღე­ბუ­ლი პრე­მი­ი­სა და და­ნა­მა­ტე­ბის ჯა­მუ­რი ოდე­ნო­ბა მათ თა­ნამ­დე­ბობ­რივ სარ­გოს უტოლ­დე­ბა. მა­გა­ლი­თად, ზუ­რაბ ხა­რა­ტიშ­ვილს 2011 წლის იან­ვრი­დან 2013 წლის სექ­ტემ­ბრამ­დე ანა­ზღა­უ­რე­ბის სა­ხით 320 271 ლარი აქვს აღე­ბუ­ლი, აქე­დან თა­ნამ­დე­ბობ­რი­ვი სარ­გო არის 168 156 ლარი, პრე­მია - 82 322 ლარი, ხოლო სა­ხელ­ფა­სო და­ნა­მა­ტი 69 793 ლარი. აღ­ნიშ­ნულ პე­რი­ოდ­ში ცეს­კო-ს თავ­მჯდო­მა­რის მიერ მი­ღე­ბულ­მა პრე­მი­ამ და და­ნა­მატ­მა ჯამ­ში თა­ნამ­დე­ბობ­რი­ვი სარ­გოს 90,5% შე­ად­გი­ნა.

რაც შე­ე­ხე­ბა ცეს­კო-ს ამ­ჟა­მინ­დელ თავ­მჯდო­მა­რეს თა­მარ ჟვა­ნი­ას, 2013 წლის სექ­ტემ­ბრი­დან 2015 წლის ნო­ემ­ბრის ჩათ­ვლით, ანა­ზღა­უ­რე­ბის სა­ხით მი­ღე­ბუ­ლი აქვს 329 520.55 ლარი, აქე­დან თა­ნამ­დე­ბობ­რი­ვი სარ­გო არის 165,123.55 ლარი, პრე­მია - 66 762 ლარი, ხოლო სა­ხელ­ფა­სო და­ნა­მა­ტი 97 635 ლარი.

"სა­მარ­თლი­ა­ნი არ­ჩევ­ნე­ბის" გან­მარ­ტე­ბით, აღ­ნიშ­ნულ პე­რი­ოდ­ში ცეს­კო-ს თავ­მჯდო­მა­რის მიერ მი­ღე­ბულ­მა პრე­მი­ამ და და­ნა­მატ­მა ჯა­მუ­რად თა­ნამ­დე­ბობ­რი­ვი სარ­გოს 99,6% შე­ად­გი­ნა. არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ცნო­ბით, პრე­მი­ე­ბი­სა და და­ნა­მა­ტე­ბის გა­ცე­მის სის­ტე­მა მსგავ­სია ცეს­კო-ს სხვა თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბი­სა თუ წევ­რე­ბის შემ­თხვე­ვა­შიც.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

ცესკო-ს თავმჯდომარემ ორ წელიწადში ანაზღაურების სახით 329 520.55 ლარი მიიღო - საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელთა ხელფასები და პრემიები

ცესკო-ს თავმჯდომარემ ორ წელიწადში ანაზღაურების სახით 329 520.55 ლარი მიიღო - საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელთა ხელფასები და პრემიები

ცესკო-ს თავმჯდომარეს თამარ ჟვანიას 2013 წლის სექტემბრიდან 2015 წლის ნოემბრის ჩათვლით ანაზღაურების სახით მიღებული აქვს 329 520.55 ლარი.

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ” 2011-15 წლებში საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრთა და თანამშრომელთა საქმიანობის ანაზღაურებაზე გაწეული ხარჯების მონიტორინგის ანგარიშის პრეზენტაცია გამართა.

”სამართლიანმა არჩევნებმა” ცესკო-დან გამოთხოვილ საჯარო ინფორმაციის საფუძველზე კომისიის ხელმძღვანელ პირებზე, წევრებსა თუ საშტატო თანამშრომლებზე გაცემული ხელფასების, პრემიებისა და დანამატების ოდენობა შეისწავლა, რომელიც დღეს მედიას „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელმა მიხეილ ბენიძემ წარუდგინა. მისი ინფორმაციით, სტატისტიკის შესწავლის პროცესში რამდენიმე მნიშვნელოვანი ტენდენცია გამოიკვეთა, კერძოდ, ცესკო-ს თავმჯდომარეების მიერ მიღებული პრემიისა და დანამატების ჯამური ოდენობა მათ თანამდებობრივ სარგოს უტოლდება. მაგალითად, ზურაბ ხარატიშვილს 2011 წლის იანვრიდან 2013 წლის სექტემბრამდე ანაზღაურების სახით 320 271 ლარი აქვს აღებული, აქედან თანამდებობრივი სარგო არის 168 156 ლარი, პრემია - 82 322 ლარი, ხოლო სახელფასო დანამატი 69 793 ლარი. აღნიშნულ პერიოდში ცესკო-ს თავმჯდომარის მიერ მიღებულმა პრემიამ და დანამატმა ჯამში თანამდებობრივი სარგოს 90,5% შეადგინა.

რაც შეეხება ცესკო-ს ამჟამინდელ თავმჯდომარეს თამარ ჟვანიას, 2013 წლის სექტემბრიდან 2015 წლის ნოემბრის ჩათვლით, ანაზღაურების სახით მიღებული აქვს 329 520.55 ლარი, აქედან თანამდებობრივი სარგო არის 165,123.55 ლარი, პრემია - 66 762 ლარი, ხოლო სახელფასო დანამატი 97 635 ლარი.

”სამართლიანი არჩევნების” განმარტებით, აღნიშნულ პერიოდში ცესკო-ს თავმჯდომარის მიერ მიღებულმა პრემიამ და დანამატმა ჯამურად თანამდებობრივი სარგოს 99,6% შეადგინა. არასამთავრობო ორგანიზაციის ცნობით, პრემიებისა და დანამატების გაცემის სისტემა მსგავსია ცესკო-ს სხვა თანამდებობის პირებისა თუ წევრების შემთხვევაშიც.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."