სალომბარდო სესხებზე საპროცენტო განაკვეთი 90%-ს აღემატება. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ლომბარდები ნაძარცვი ნივთების თავშესაფარია. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, ხელისუფლება კი მხოლოდ ონლაინ სესხეის რეგულირებას ყაბულდება. სპეციალისტები მთავრობას მოუწოდებენ საფინანსო სფეროში შეიქმნას თამაშის ერთიანი წესები, სადაც მევახშეობის ყველა სახეობა მოექცევა.
ონლაინ-სესხებზე დაწყებულმა ანტიკამპანიამ პირველი შედეგი უკვე გამოიღო. ბალტიის ქვეყნების გამოცდილებით, მთავრობა სპეციალურ კანონპროექტზე მუშაობს. ჯერჯერობით ცნობილი არის მხოლოდ ის, რომ ონლაინსესხების გამცემი კომპანიები ეროვნული ბანკის რეგულირების ქვეშ მოექცევიან.
არანაკლებ სახიფათოა, მომრავლებული ლომბარდები და საკრედიტო ორგანიზაციები, რომლებიც მომხმარებელზე სესხებს, უძრავი ქონების გარანტიით, კოლოსალურად დიდი პროცენტით გასცემენ. უფრო მეტიც, ასეთი კომპანიების წარმომადგენლები, მეგაფონებით აღჭურვილები, უბნებში დადიან და მოსახლეობას სესხებს "მაცდუნებელი წინადადებებით" სთავაზობენ.
ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ საქართველოში საინფორმაციო გაუნათლებლობის მწვავე პრობლემა დგას. "ონლაინ სესხების" დარეგულირების საკითხი სწორედ ამიტომ გადაწყდა. სპეციალისტების განცხადებით კი, რეგულაციის ქვეშ სესხის გამცემი ყველა ტიპის ორგანიზაცია უნდა მოექცეს, ვინაიდან თუ მთავრობას "გაუნათლებელი" ადამიანების მხარდაჭერა სურს, ისინი არც ლომბარდებში არიან დაცულნი.
"რეზონანსი" ცოტა ხნის წინ მკითხველს სალომბარდო კომპანია "მოგოს" კლიენტის ისტორიას უყვებოდა. ეს იყო ნათელი მაგალითი, ასეთ კომპანიები კლიენტისთვის დაკისრებულმა ფინანსურმა ვალდებულებებმა თუ როგორ შეიძლება მიაღწიოს წარმოუდგენელ მასშტაბებს განაგრძეთ კითხვა