პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე სასწორშია – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. კარგი დღეა მარხვისთვის. საკვები უნდა იყოს მარტივი და მსუბუქი. არ მიირთვათ ხელოვნური პროდუქტები, ნამცხვრები, სოკო და ხორცი. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება. პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება. ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. ეს დღე ყველაზე არახელსაყრელია ქორწინებისა და საქორწილო ღონისძიებებისთვის.
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვანო ჩხარტიშვილი, კობა ნაყოფია, დავით იაკობაშვილი და სხვები - ე.წ. პანამურ დოკუმენტებში 85 ქართველია მოხსენიებული
 ვანო ჩხარტიშვილი, კობა ნაყოფია, დავით იაკობაშვილი და სხვები - ე.წ. პანამურ დოკუმენტებში 85 ქართველია მოხსენიებული

გა­მომ­ძი­ე­ბელ ჟურ­ნა­ლის­ტთა სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­სორ­ცი­უ­მი ე.წ. პა­ნა­მუ­რი დო­კუ­მენ­ტე­ბის შემ­ცველ ახალ მო­ნა­ცე­მებს აქ­ვეყ­ნებს. დო­კუ­მენ­ტებ­ში 200 000-ზე მეტი ოფ­შო­რუ­ლი ან­გა­რი­შის შე­სა­ხებ არის და­მა­ტე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია.

ახა­ლი მო­ნა­ცე­მე­ბი გუ­შინ გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე ქარ­თულ მე­დი­ას პრო­ექ­ტის "ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი კრი­მი­ნა­ლი და კო­რუფ­ცი­ის კვლე­ვა" წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა, ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა ნინო ბაქ­რა­ძემ და დეივ ბლოს­მა გა­აც­ნეს.

ნა­ხეთ ვი­დეო| კი­დევ 85 ქარ­თუ­ლი გვა­რი ოფ­შო­რებ­ში - ე.წ. პა­ნა­მუ­რი დო­კუ­მენ­ტე­ბის სკან­და­ლუ­რი ბაზა გა­სა­ჯა­როვ­და

რო­გორც მათ გა­ნა­ცხა­დეს, "პა­ნა­მის დო­კუ­მენ­ტებ­ში" 85 ქარ­თვე­ლია მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლი, რო­მელ­თა შო­რი­საც არ­ჩილ კბი­ლაშ­ვი­ლი, ვანო ჩხარ­ტიშ­ვი­ლი, ზაზა ოქუ­აშ­ვი­ლი, კობა ნა­ყო­ფია და და­ვით ია­კო­ბაშ­ვი­ლი არი­ან. მა­თი­ვე გან­მარ­ტე­ბით, ქარ­თვე­ლე­ბის ნა­წი­ლი ოფ­შო­რებ­ში რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის წი­ლის მფლო­ბე­ლი, ნა­წი­ლი კი მფლო­ბე­ლე­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლია.

"თა­ვის­თა­ვად პრობ­ლე­მა არ არის ის და არც და­ნა­შა­უ­ლია ის, რომ ვი­ღაც ოფ­შო­რულ ზო­ნა­ში ფლობს კომ­პა­ნი­ას, თუმ­ცა, რო­გორც წესი, ოფ­შო­რულ ზო­ნა­ში ფლო­ბენ კომ­პა­ნი­ას იმი­ტომ, რომ და­მა­ლონ გა­და­სა­ხა­დე­ბი ან სხვა­დას­ხვა ფი­ნან­სუ­რი აქ­ტი­ვო­ბე­ბი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლონ ისე, რომ ეს ვერ აკონ­ტრო­ლოს ამა თუ იმ ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ. სი­ა­ში, რო­მე­ლიც გა­მოქ­ვეყ­ნდა, ძი­რი­თა­დად არი­ან მსხვი­ლი ქარ­თვე­ლი ბიზ­ნეს­მე­ნე­ბი, რომ­ლებ­საც სა­ქარ­თვე­ლო­ში დიდი ბიზ­ნე­სე­ბი აქვთ და სარ­გებ­ლო­ბენ ოფ­შო­რუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის მომ­სა­ხუ­რე­ბით. შე­და­რე­ბით უც­ნო­ბი გვა­რე­ბი კი არი­ან წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი - ძი­რი­თა­დად ესე­ნი არი­ან იუ­რის­ტე­ბი, რომ­ლებ­საც აქვთ მინ­დო­ბი­ლო­ბა და ახორ­ცი­ე­ლე­ბენ იუ­რი­დი­ულ საქ­მი­ა­ნო­ბას, თუმ­ცა თუ ნა­ხავთ ამ კომ­პა­ნი­ებს, ად­ვი­ლად გა­სარ­ჩე­ვია, ვის­თან აქვთ კავ­ში­რე­ბი და ვის შე­იძ­ლე­ბა წარ­მო­ად­გენ­დნენ სი­ნამ­დვი­ლე­ში", - გა­ნა­ცხა­და გუ­შინ გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე ჟურ­ნა­ლის­ტმა ნინო ბაქ­რა­ძემ.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, თავ­და­პირ­ვე­ლად ე.წ. პა­ნა­მის დო­კუ­მენ­ტებ­მა იუ­რი­დი­უ­ლი ფირ­მა მო­საკ ფონ­სე­კა­დან გა­ჟო­ნა. მათ­ში სა­უ­ბა­რია სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის ლი­დე­რე­ბის, ბიზ­ნეს­მე­ნე­ბი­სა და ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის მიერ გა­და­სა­ხა­დე­ბის­გან თა­ვის არი­დე­ბის ფაქ­ტებ­ზე.

ე.წ. პა­ნა­მურ დო­კუ­მენ­ტებ­ში ჩა­მოთ­ვლი­ლი ქარ­თვე­ლი ბიზ­ნეს­მე­ნე­ბის სრუ­ლი სია შე­გიძ­ლი­ათ იხი­ლოთ ბმულ­ზე: http://bit.ly/24IXr9i

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს

ვანო ჩხარტიშვილი, კობა ნაყოფია, დავით იაკობაშვილი და სხვები - ე.წ. პანამურ დოკუმენტებში 85 ქართველია მოხსენიებული

 ვანო ჩხარტიშვილი, კობა ნაყოფია, დავით იაკობაშვილი და სხვები - ე.წ. პანამურ დოკუმენტებში 85 ქართველია მოხსენიებული

გამომძიებელ ჟურნალისტთა საერთაშორისო კონსორციუმი ე.წ. პანამური დოკუმენტების შემცველ ახალ მონაცემებს აქვეყნებს. დოკუმენტებში 200 000-ზე მეტი ოფშორული ანგარიშის შესახებ არის დამატებული ინფორმაცია.

ახალი მონაცემები გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე ქართულ მედიას პროექტის "ორგანიზებული კრიმინალი და კორუფციის კვლევა" წარმომადგენლებმა, ჟურნალისტებმა ნინო ბაქრაძემ და დეივ ბლოსმა გააცნეს.

ნახეთ ვიდეო| კიდევ 85 ქართული გვარი ოფშორებში - ე.წ. პანამური დოკუმენტების სკანდალური ბაზა გასაჯაროვდა

როგორც მათ განაცხადეს, "პანამის დოკუმენტებში" 85 ქართველია მოხსენიებული, რომელთა შორისაც არჩილ კბილაშვილი, ვანო ჩხარტიშვილი, ზაზა ოქუაშვილი, კობა ნაყოფია და დავით იაკობაშვილი არიან. მათივე განმარტებით, ქართველების ნაწილი ოფშორებში რეგისტრირებული კომპანიების წილის მფლობელი, ნაწილი კი მფლობელების წარმომადგენელია.

"თავისთავად პრობლემა არ არის ის და არც დანაშაულია ის, რომ ვიღაც ოფშორულ ზონაში ფლობს კომპანიას, თუმცა, როგორც წესი, ოფშორულ ზონაში ფლობენ კომპანიას იმიტომ, რომ დამალონ გადასახადები ან სხვადასხვა ფინანსური აქტივობები განახორციელონ ისე, რომ ეს ვერ აკონტროლოს ამა თუ იმ ხელისუფლებამ. სიაში, რომელიც გამოქვეყნდა, ძირითადად არიან მსხვილი ქართველი ბიზნესმენები, რომლებსაც საქართველოში დიდი ბიზნესები აქვთ და სარგებლობენ ოფშორული კომპანიების მომსახურებით. შედარებით უცნობი გვარები კი არიან წარმომადგენლები - ძირითადად ესენი არიან იურისტები, რომლებსაც აქვთ მინდობილობა და ახორციელებენ იურიდიულ საქმიანობას, თუმცა თუ ნახავთ ამ კომპანიებს, ადვილად გასარჩევია, ვისთან აქვთ კავშირები და ვის შეიძლება წარმოადგენდნენ სინამდვილეში", - განაცხადა გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტმა ნინო ბაქრაძემ.

როგორც ცნობილია, თავდაპირველად ე.წ. პანამის დოკუმენტებმა იურიდიული ფირმა მოსაკ ფონსეკადან გაჟონა. მათში საუბარია სხვადასხვა ქვეყნის ლიდერების, ბიზნესმენებისა და ცნობილი ადამიანების მიერ გადასახადებისგან თავის არიდების ფაქტებზე.

ე.წ. პანამურ დოკუმენტებში ჩამოთვლილი ქართველი ბიზნესმენების სრული სია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: http://bit.ly/24IXr9i

გახარია სამთავრობო ცვლილებებზე - "წერილიც ბევრი იქნება, სიხარულიც, "დასპოილერებაც"

"ამ კითხვაზე და თვალის ჩაკვრაზე საავტორო უფლება ჩემია... ისე სიხარული მნებავს" - გახარიას პასუხი კითხვაზე, "წერილი თუ სიხარული?"

"მატყუარა, სამარცხვინო და ჭანჭიკი ხარ" - დაპირისპირება პარლამენტში, მდინარაძესა და ბოკუჩავას შორის