მსოფლიო
სამართალი

11

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:08-ზე, მთვარე მერწყულს ესტუმრება 21:19-ზე – რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. მოაწყვეთ კორპორაციული წვეულებები. არ არის რეკომენდებული მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრა. სერიოზული და ფართომასშტაბიანი მოლაპარაკებების წარმოება. ხელსაყრელი პერიოდია სამეცნიერო საქმიანობის, კვლევისთვის. ადამიანები ავლენენ დამოუკიდებლობას, ექსტრავაგანტურობას, კომუნიკაბელურობას, ექსპერიმენტებისადმი მიდრეკილებას და გამომგონებლობას. მნიშვნელოვანია მოამზადოთ რაიმე გემრიელი და უჩვეულო, ჩაატაროთ ექსპერიმენტები სამზარეულოში.
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
24 წლის მეფუტკრემ კარდენახში ყვავილის მტვრის წარმოება დაიწყო
 24 წლის მეფუტკრემ კარდენახში ყვავილის მტვრის წარმოება დაიწყო

გურ­ჯა­ა­ნის რა­ი­ო­ნის სო­ფელ კარ­დე­ნახ­ში, ახალ­გაზ­რდა მე­ფუტკრე ავ­თან­დილ ბე­დე­ნაშ­ვილ­მა სამი თვეა ყვა­ვი­ლის მტვრის წარ­მო­ე­ბა და­ი­წყო. მისი თქმით, ყვა­ვი­ლის მტვე­რი სამ­კურ­ნა­ლო თვი­სე­ბე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა და კი­ლოგ­რა­მი 100-დან 150 ლა­რამ­დე ღირს. ამ ეტაპ­ზე მე­ფუტკრეს სა­რე­ა­ლი­ზა­ცი­ოდ სა­ჭი­რო რა­ო­დე­ნო­ბა არ აქვს, თუმ­ცა მე­ურ­ნე­ო­ბის გა­ფარ­თო­ე­ბა­ზე მუ­შა­ობს. ავ­თან­დილ ბე­დე­ნაშ­ვი­ლი ფუტკრის დე­დის რძის წარ­მო­ე­ბის და­წყე­ბა­საც გეგ­მავს.

"ფუტ­კა­რი ყვა­ვი­ლის მტვერს იღ­ლი­ებ­ში იგ­რო­ვებს, ანერ­წყვი­ა­ნებს რომ არ ჩა­მოს­ცვივ­დეს და შემ­დეგ ბარ­ტყს აჭ­მევს. ჩვენ სკა გვაქვს ისე მო­წყო­ბი­ლი, რომ რო­დე­საც ფუტ­კა­რი სკა­ში შე­საფ­რე­ნად მო­დის, შიგ­ნით "სეტ­კე­ბი" ხვდე­ბა, რო­მელ­შიც უნდა აძ­ვრეს, რომ ყვა­ვი­ლის მტვე­რი აი­ტა­ნოს, აძ­რო­მის დროს იღ­ლი­ე­ბი­დან ეს მტვე­რი სცვი­ვა და უჯ­დებ­ში ცვივ­დე­ბა. ამას ვი­ღებთ ჩვენ. კვი­რა­ში ერთხელ 200-300 გრა­მამ­დე გა­მო­დის. ახლა 20 სკა მყავს, მაგ­რამ მხო­ლოდ 2 სკაა ისე­თი, რო­მე­ლიც ფუტკრის მტვერს მო­ი­პო­ვებს. ყვა­ვი­ლის მტვე­რი ერთ-ერთი უნი­კა­ლუ­რი პრე­პა­რა­ტია, რო­მე­ლიც ბევრ და­ა­ვა­დე­ბას შვე­ლის, პირ­ვე­ლი წა­მა­ლია ფილ­ტვე­ბის, ბრონ­ხე­ბის, ალერ­გი­ის დროს. ჯერ იმ­დე­ნი არ მაქვს, რომ რე­ა­ლი­ზა­ცია გა­ვუ­კე­თო. ძი­რი­თა­დად ოჯა­ხის და ახ­ლობ­ლე­ბის­თვის მაქვს, რა­ო­დე­ნო­ბა რომ მექ­ნე­ბა, გავ­ყი­დი. აფ­თი­ა­ქებ­შიც იყი­დე­ბა ამ­პუ­ლე­ბით, მაგ­რამ ის ხა­რის­ხი არ არის, რა ხა­რისხსაც ცოტა ხან­ში მომ­ხმა­რე­ბელს შევ­თა­ვა­ზებ", - გა­ნუ­ცხა­და კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრს ავ­თან­დილ ბე­დე­ნაშ­ვილ­მა.

იხი­ლეთ ვრცლად

კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?

24 წლის მეფუტკრემ კარდენახში ყვავილის მტვრის წარმოება დაიწყო

 24 წლის მეფუტკრემ კარდენახში ყვავილის მტვრის წარმოება დაიწყო

გურჯაანის რაიონის სოფელ კარდენახში, ახალგაზრდა მეფუტკრე ავთანდილ ბედენაშვილმა სამი თვეა ყვავილის მტვრის წარმოება დაიწყო. მისი თქმით, ყვავილის მტვერი სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა და კილოგრამი 100-დან 150 ლარამდე ღირს. ამ ეტაპზე მეფუტკრეს სარეალიზაციოდ საჭირო რაოდენობა არ აქვს, თუმცა მეურნეობის გაფართოებაზე მუშაობს. ავთანდილ ბედენაშვილი ფუტკრის დედის რძის წარმოების დაწყებასაც გეგმავს.

"ფუტკარი ყვავილის მტვერს იღლიებში იგროვებს, ანერწყვიანებს რომ არ ჩამოსცვივდეს და შემდეგ ბარტყს აჭმევს. ჩვენ სკა გვაქვს ისე მოწყობილი, რომ როდესაც ფუტკარი სკაში შესაფრენად მოდის, შიგნით "სეტკები" ხვდება, რომელშიც უნდა აძვრეს, რომ ყვავილის მტვერი აიტანოს, აძრომის დროს იღლიებიდან ეს მტვერი სცვივა და უჯდებში ცვივდება. ამას ვიღებთ ჩვენ. კვირაში ერთხელ 200-300 გრამამდე გამოდის. ახლა 20 სკა მყავს, მაგრამ მხოლოდ 2 სკაა ისეთი, რომელიც ფუტკრის მტვერს მოიპოვებს. ყვავილის მტვერი ერთ-ერთი უნიკალური პრეპარატია, რომელიც ბევრ დაავადებას შველის, პირველი წამალია ფილტვების, ბრონხების, ალერგიის დროს. ჯერ იმდენი არ მაქვს, რომ რეალიზაცია გავუკეთო. ძირითადად ოჯახის და ახლობლებისთვის მაქვს, რაოდენობა რომ მექნება, გავყიდი. აფთიაქებშიც იყიდება ამპულებით, მაგრამ ის ხარისხი არ არის, რა ხარისხსაც ცოტა ხანში მომხმარებელს შევთავაზებ", - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს ავთანდილ ბედენაშვილმა.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა