"თავისუფალი დემოკრატების" წინასაარჩევნო გეგმები, ე.წ. კაბელების საქმე, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივა, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პოლიტიკოსთა მხრიდან გაჟღერებული განსხვავებული მოსაზრებები დღეს, ტელეკომპანია Palitra News-ის საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუ "360 გრადუსის" განხილვის ერთ-ერთი თემა იქნება.
საკითხის ირგვლივ მმართველი გუნდის წევრების მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს გადაცემის პირველ ბლოკში "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია შეაფასებს.
რაც შეეხება მეორე ბლოკს, გადაცემის სტუმრები იქნებიან "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" ექსპერტი ლაშა სენაშვილი იქნება, რომელიც კულტურის სამინისტროსთან დაკავშირებით ორგანიზაციის მიერ მომზადებულ იმ ანგარიშზე ისაუბრებს, რომელიც ინტერესთა შეუთავსებლობასა და კორუფციის რისკებს შეეხება; ასევე, "ბრავო რეკორდსის" პრეზიდენტი ზაზა შენგელია და "ალტერვიჟენ გრუპის" წარმომადგენელი დავით ცინცაძე, რომლებიც ამ საკითხზე თავიანთ პოზიციას დააფიქსირებენ.
მაყურებლებს შესაძლებლობა აქვთ გადაცემის სტუმრებს მათთვის სასურველი შეკითხვა დაუსვან, რასაც "360 გრადუსის" წამყვანი პირდაპირ ეთერში გააჟღერებს. შეკითხვების გაგზავნა დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ სოციალურ ქსელ "ფეისბუქის" გვერდზე "360 გრადუსი".
გადაცემა "360 გრადუსი" 21:00 საათზე დაიწყება.