პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მესმის ახალგაზრდა კაცის ხმა - ადექი, წადი"- სასწაულები, რომელზეც ფიზიკა-მათემატიკურ მეცნიერებათა დოქტორი გვიყვება
"მესმის ახალგაზრდა კაცის ხმა - ადექი, წადი"- სასწაულები, რომელზეც ფიზიკა-მათემატიკურ მეცნიერებათა დოქტორი გვიყვება

ფი­ზი­კა-მა­თე­მა­ტი­კურ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი ზუ­რაბ ხვე­დე­ლი­ძე სა­კუ­თა­რი ცხოვ­რე­ბის რამ­დე­ნი­მე ეპი­ზო­დის შე­სა­ხებ, რომ­ლებ­საც სას­წა­უ­ლად მი­იჩ­ნევს.

პირ­ვე­ლი სი­ტყვე­ბი

- და­ახ­ლო­ე­ბით წლი­ნა­ხევ­რი­სა ვი­ყა­ვი, როცა წი­თე­ლა-ბა­ტო­ნე­ბი შემ­ხვდა. ყვე­ლა­ფე­რი ნორ­მა­ლუ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, თუმ­ცა ერთხელ მამა, სახ­ლში საკ­მა­ოდ ნას­ვა­მი მო­ვი­და. ალ­ბათ, ბა­ტო­ნე­ბი გან­რის­ხდნენ და ორი კვი­რის მან­ძილ­ზე ისე ცუ­დად ვი­ყა­ვი და იმ­ხე­ლა სი­ცხე მქონ­და, თვა­ლი არ გა­მი­ხე­ლია. ექი­მე­ბის თვალ­ყუ­რი და სოფ­ლის მო­ხუ­ცი ქალ­ბა­ტო­ნე­ბის ლოც­ვე­ბი არ მომ­კლე­ბია, მაგ­რამ შე­დე­გი არ ჩან­და. ერთ სა­ღა­მოს სამ­სა­ხუ­რი­დან დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი მამა, არა­ვის­თვის რომ არა­ფე­რი უთ­ქვამს, ბო­სელ­ში ისე შე­ვი­და. კი­სერ­ზე ურემ­ში შე­საბ­მე­ლი ხა­რე­ბის უღე­ლი და­იდ­გა, და­ი­ჩო­ქა და სახ­ლს გარ­შე­მო სამ­ჯერ შე­მო­უ­ა­რა. ღმერ­თს სთხოვ­და, რომ მის­თვის მი­ე­ტე­ვე­ბი­ნა. მე­სა­მე შე­მოვ­ლის შემ­დეგ, როცა მამა კარ­ში გა­მოჩ­ნდა, თვა­ლი გა­ვა­ხი­ლე. ეს პირ­ვე­ლი სა­წა­უ­ლი იყო. გა­მოვ­კეთ­დი, მაგ­რამ დავ­მუნჯდი. ასე გაგ­რძელ­და თით­ქმის ორი წელი. დავ­რბო­დი, ვთა­მა­შობ­დი, მაგ­რამ ვერ ვლა­პა­რა­კობ­დი. თუ მა­გა­ლი­თად, წყა­ლი მინ­დო­და, ჩაფ­თან მი­ვი­დო­დი და ხე­ლით მი­ვა­ნიშ­ნებ­დი, სათ­ქმელს ასე ვა­გე­ბი­ნებ­დი. ოჯა­ხის წევ­რე­ბი ამ ამ­ბავს თით­ქმის შე­გუ­ე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ, რად­გან ბევ­რი რამ სცა­დეს და არა­ფე­რი გა­მო­დი­ო­და. კვი­რა დღე იყო, რაც მოხ­და ყვე­ლა­ფე­რი ზუს­ტად მახ­სოვს, კარ­გი ამინ­დი იდგა.

დი­ლაა, დედა ეზოს გვის, მა­მაც, და-ძმე­ბიც იქვე არი­ან. ჩვენს დიდ ეზოს ორი ჭიშ­კა­რი ჰქონ­და - ერთი ურ­მის­თვის, მე­ო­რე ხალ­ხის­თვის. უცებ, პა­ტა­რა ჭიშ­კა­რი გა­ი­ღო. დგას დიდი თხა-ვერ­ძი ლა­მა­ზი გა­და­წე­უ­ლი რქე­ბით, პა­ტა­რა წვე­რით. ეზო­ში გად­მოხ­ტა და პირ­და­პირ ჩემ­სკენ წა­მო­ვი­და. ყვე­ლა გა­ჩერ­და, არ იცი­ან რო­გორ მო­იქ­ცნენ. დე­დას, ცხა­დია შე­ე­შინ­და, თხამ არა­ფე­რი და­უ­შა­ვო­სო, თან ფიქ­რობს, აქ სა­ი­დან გაჩ­ნდა? თხა ჩემ­თან მო­ვი­და, წინა ფე­ხებ­ზე ჩა­ი­ჩო­ქა, თით­ქოს მთხოვ­და - შე­მა­ჯე­ქიო. მო­ვე­ფე­რე და ამ დროს ჭიშ­კარ­ში ბა­ბუა შე­მო­დის. მე და­ვიყ­ვი­რე, ბა­ბუა! სა­ნამ ბა­ტო­ნე­ბი და­მე­მარ­თე­ბო­და, ვლა­პა­რა­კობ­დი, ახლა კი, პირ­ვე­ლი სი­ტყვა ბა­ბუა ვთქვი. დედა იმ წუ­თას მეცა, აბა, კი­დევ თქვი რა­მეო. მა­მამ, ასე არ შე­იძ­ლე­ბაო, დედა და­ტუქ­სა. მერე ხელ­ში ამიყ­ვა­ნა, ცალ­კე დავ­სხე­დით, კარ­გა ხანს მე­ფე­რა და მი­თხრა: შვი­ლო, აბა კი­დევ თქვი რა­მეო. მე­ო­რე სი­ტყვა დედა ვთქვი. ნამ­დვი­ლად სას­წა­უ­ლი იყო. რა აღ­მოჩ­ნდა? თურ­მე, ბა­ბუ­ას ღამე და­ე­სიზ­მრა, რომ ჩვე­ნი სოფ­ლი­დან (რგა­ნი) 7-8 კმ-ის და­შო­რე­ბით სო­ფელ ნა­ვა­ზეთ­ში უნდა წა­სუ­ლი­ყო ერთ-ერთ გლეხ­თან, რო­მელ­საც ლა­მა­ზი თხა ჰყავ­და და ის უნდა ჩა­მო­ეყ­ვა­ნა. Bბა­ბუა ასეც მო­იქ­ცა, იმ ად­გილ­ზე მი­სუ­ლა თუ არა, თხა მა­შინ­ვე წა­მოყ­ვა, თო­კიც კი არ ჰქონ­და მობ­მუ­ლი. ენა რომ ამო­ვიდ­გი, სი­ტყვებს და­მა­ხინ­ჯე­ბით ვამ­ბობ­დი. სკო­ლა­ში წას­ვლამ­დე კი­თხვა მას­წავ­ლეს. ჩემი უფ­რო­სი და მა­ი­ძუ­ლებ­და ხმა­მაღ­ლა და ხში­რად მე­კი­თხა. ასე, რომ მე­ხუ­თე კლას­ში არა თუ მუნჯს, უკვე ჭყარ­ტა­ლას მე­ძახ­დნენ, იმ­დე­ნად ბევ­რს ვლა­პა­რა­კობ­დი.

მო­ჯა­დო­ე­ბუ­ლი ად­გი­ლი

- ჭი­ა­თუ­რი­დან ჩემს სოფ­ლამ­დე საკ­მა­ოდ დიდი მან­ძი­ლია, 10 კმ იქ­ნე­ბა. ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვა, ეს გზა ფე­ხით

გაგ­ვივ­ლია. ერთხელ, მე­ა­თე კლას­ში ვსწავ­ლობ­დი, კი­ნო­ფილ­მი გვი­ან დამ­თავ­რდა და ღა­მის 12 სა­ათ­ზე მო­მი­წია უკან დაბ­რუ­ნე­ბა, თა­ნაც მარ­ტო ვი­ყა­ვი. თა­ვი­სე­ბუ­რი შიში მქონ­და, რად­გან ზო­გი­ერთ ად­გილს მო­ჯა­დო­ე­ბულს ეძახ­დნენ. გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

"მესმის ახალგაზრდა კაცის ხმა - ადექი, წადი"- სასწაულები, რომელზეც ფიზიკა-მათემატიკურ მეცნიერებათა დოქტორი გვიყვება

"მესმის ახალგაზრდა კაცის ხმა - ადექი, წადი"- სასწაულები, რომელზეც ფიზიკა-მათემატიკურ მეცნიერებათა დოქტორი გვიყვება

ფიზიკა-მათემატიკურ მეცნიერებათა დოქტორი ზურაბ ხვედელიძე საკუთარი ცხოვრების რამდენიმე ეპიზოდის შესახებ, რომლებსაც სასწაულად მიიჩნევს.

პირველი სიტყვები

- დაახლოებით წლინახევრისა ვიყავი, როცა წითელა-ბატონები შემხვდა. ყველაფერი ნორმალურად მიმდინარეობდა, თუმცა ერთხელ მამა, სახლში საკმაოდ ნასვამი მოვიდა. ალბათ, ბატონები განრისხდნენ და ორი კვირის მანძილზე ისე ცუდად ვიყავი და იმხელა სიცხე მქონდა, თვალი არ გამიხელია. ექიმების თვალყური და სოფლის მოხუცი ქალბატონების ლოცვები არ მომკლებია, მაგრამ შედეგი არ ჩანდა. ერთ საღამოს სამსახურიდან დაბრუნებული მამა, არავისთვის რომ არაფერი უთქვამს, ბოსელში ისე შევიდა. კისერზე ურემში შესაბმელი ხარების უღელი დაიდგა, დაიჩოქა და სახლს გარშემო სამჯერ შემოუარა. ღმერთს სთხოვდა, რომ მისთვის მიეტევებინა. მესამე შემოვლის შემდეგ, როცა მამა კარში გამოჩნდა, თვალი გავახილე. ეს პირველი საწაული იყო. გამოვკეთდი, მაგრამ დავმუნჯდი. ასე გაგრძელდა თითქმის ორი წელი. დავრბოდი, ვთამაშობდი, მაგრამ ვერ ვლაპარაკობდი. თუ მაგალითად, წყალი მინდოდა, ჩაფთან მივიდოდი და ხელით მივანიშნებდი, სათქმელს ასე ვაგებინებდი. ოჯახის წევრები ამ ამბავს თითქმის შეგუებულები იყვნენ, რადგან ბევრი რამ სცადეს და არაფერი გამოდიოდა. კვირა დღე იყო, რაც მოხდა ყველაფერი ზუსტად მახსოვს, კარგი ამინდი იდგა.

დილაა, დედა ეზოს გვის, მამაც, და-ძმებიც იქვე არიან. ჩვენს დიდ ეზოს ორი ჭიშკარი ჰქონდა - ერთი ურმისთვის, მეორე ხალხისთვის. უცებ, პატარა ჭიშკარი გაიღო. დგას დიდი თხა-ვერძი ლამაზი გადაწეული რქებით, პატარა წვერით. ეზოში გადმოხტა და პირდაპირ ჩემსკენ წამოვიდა. ყველა გაჩერდა, არ იციან როგორ მოიქცნენ. დედას, ცხადია შეეშინდა, თხამ არაფერი დაუშავოსო, თან ფიქრობს, აქ საიდან გაჩნდა? თხა ჩემთან მოვიდა, წინა ფეხებზე ჩაიჩოქა, თითქოს მთხოვდა - შემაჯექიო. მოვეფერე და ამ დროს ჭიშკარში ბაბუა შემოდის. მე დავიყვირე, ბაბუა! სანამ ბატონები დამემართებოდა, ვლაპარაკობდი, ახლა კი, პირველი სიტყვა ბაბუა ვთქვი. დედა იმ წუთას მეცა, აბა, კიდევ თქვი რამეო. მამამ, ასე არ შეიძლებაო, დედა დატუქსა. მერე ხელში ამიყვანა, ცალკე დავსხედით, კარგა ხანს მეფერა და მითხრა: შვილო, აბა კიდევ თქვი რამეო. მეორე სიტყვა დედა ვთქვი. ნამდვილად სასწაული იყო. რა აღმოჩნდა? თურმე, ბაბუას ღამე დაესიზმრა, რომ ჩვენი სოფლიდან (რგანი) 7-8 კმ-ის დაშორებით სოფელ ნავაზეთში უნდა წასულიყო ერთ-ერთ გლეხთან, რომელსაც ლამაზი თხა ჰყავდა და ის უნდა ჩამოეყვანა. Bბაბუა ასეც მოიქცა, იმ ადგილზე მისულა თუ არა, თხა მაშინვე წამოყვა, თოკიც კი არ ჰქონდა მობმული. ენა რომ ამოვიდგი, სიტყვებს დამახინჯებით ვამბობდი. სკოლაში წასვლამდე კითხვა მასწავლეს. ჩემი უფროსი და მაიძულებდა ხმამაღლა და ხშირად მეკითხა. ასე, რომ მეხუთე კლასში არა თუ მუნჯს, უკვე ჭყარტალას მეძახდნენ, იმდენად ბევრს ვლაპარაკობდი.

მოჯადოებული ადგილი

- ჭიათურიდან ჩემს სოფლამდე საკმაოდ დიდი მანძილია, 10 კმ იქნება. ყოფილა შემთხვევა, ეს გზა ფეხით

გაგვივლია. ერთხელ, მეათე კლასში ვსწავლობდი, კინოფილმი გვიან დამთავრდა და ღამის 12 საათზე მომიწია უკან დაბრუნება, თანაც მარტო ვიყავი. თავისებური შიში მქონდა, რადგან ზოგიერთ ადგილს მოჯადოებულს ეძახდნენ. განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს