მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

24

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 03:34-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 21:35-ზე – კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
წიგნები
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ბედი ეწია სომხურად გადაკეთებულ "ყვავილების ქვეყანას"
რა ბედი ეწია სომხურად გადაკეთებულ "ყვავილების ქვეყანას"

რო­გორც გახ­სოვთ, ამა წლის 20 იან­ვარს ინ­ტერ­ნეტ­ში გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ სომ­ხე­თი "ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე" მომ­ღე­რალ სე­რობ არ­ჯე­მი­ა­ნის ჰიტს Hayastan-ს აგ­ზავ­ნი­და, რომ­ლის მე­ლო­დი­აც გა­და­კე­თე­ბუ­ლი "ყვა­ვი­ლე­ბის ქვე­ყა­ნა" იყო. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ამ უკ­ვდა­ვი ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რის კომ­პო­ზი­ტო­რი მი­ხე­ილ ჩი­რი­ნაშ­ვი­ლია, ვი­დე­ორ­გოლ­ში მუ­სი­კის ავ­ტო­რად მა­ნუკ ხა­ჩა­ტუ­რი­ა­ნი გახ­ლდათ მი­თი­თე­ბუ­ლი.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ირ­კვა, რომ კომ­პო­ზი­ტორ ხა­ჩა­ტუ­რი­ა­ნის ნა­მუ­შე­ვა­რი, სომ­ხე­თის მხრი­დან "ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე" სა­კონ­კურ­სო სიმ­ღე­რად არ იყო წარ­დგე­ნი­ლი, თუმ­ცა იმ ფაქტს, რომ ქარ­თუ­ლი სომ­ხუ­რად იყო გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი, არა­ფე­რი ცვლი­და. ამი­ტომ, მი­ხე­ილ ჩი­რი­ნაშ­ვი­ლის მემ­კვიდ­რის, სან­დრო ჩი­რი­ნაშ­ვი­ლის მო­თხოვ­ნით, youtube-დან ეს სიმ­ღე­რა სომ­ხებ­მა აი­ღეს, ცოტა ხნის წინ კი ინე­ტერ­ნეტ­ში კვლავ გაჩ­ნდა.

სა­ინ­ტე­რე­სოა, სა­ხელ­მწი­ფოს რა მე­ქა­ნიზ­მი აქვს, და­იც­ვას ადა­მი­ა­ნი, როცა სხვა სა­ხელ­მწი­ფო­ში ირ­ღვე­ვა მისი სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბა. ამ სა­კი­თხზე სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბა­თა ასო­ცი­ა­ცი­ის თავ­მჯდო­მა­რეს გიგა კო­ბა­ლა­ძეს ვე­სა­უბ­რეთ:

"მემ­კვიდ­რე­სა და სო­მეხ კომ­პო­ზი­ტორს შო­რის სი­ტყვი­ე­რი შე­თან­ხმე­ბა მოხ­და, მხა­რე­ე­ბი შე­თან­ხმდნენ, რომ ად­გი­ლი ჰქონ­და გა­უ­გებ­რო­ბას და ორი ვა­რი­ან­ტი­დან ერთ-ერთი უნდა გა­კე­თე­ბუ­ლი­ყო, ან სა­ერ­თოდ ამო­ი­ღებ­და კომ­პო­ზი­ტო­რი სიმ­ღე­რი­დან იმ ნა­წილს, რაც ქარ­თუ­ლი­დან ჰქონ­და აღე­ბუ­ლი, ან ამ ნა­მუ­შევ­რის კომ­პო­ზი­ტო­რად ერ­თობ­ლი­ვად მი­ე­თი­თე­ბო­და რო­გორც სო­მე­ხი, ასე­ვე ქარ­თვე­ლი ავ­ტო­რი, ანუ რო­გორც ორი კომ­პო­ზი­ტო­რის ერ­თობ­ლი­ვი ნა­მუ­შე­ვა­რი. ვი­ნა­ი­დან მხა­რე­ებ­მა ამ შე­თან­ხმე­ბას მი­აღ­წი­ეს, სა­კი­თხი ჩვე­ნი და­რე­გუ­ლი­რე­ბის სფე­რო­დან გა­ვი­და, რად­გა­ნაც და­ნარ­ჩე­ნი მათი კერ­ძო ურ­თი­ერ­თო­ბა იყო.

- სა­ერ­თოდ, რის სა­ფუძ­ველ­ზე ჩა­ერ­თეთ ამ პრო­ცეს­ში?

- უფ­ლე­ბის დაც­ვის მიზ­ნით ავ­ტორ­მა მოგ­ვმარ­თა, რის შემ­დე­გაც მო­ვი­ძი­ეთ სო­მე­ხი კომ­პო­ზი­ტო­რი, ავუხ­სე­ნით მდგო­მა­რე­ო­ბა, ავუხ­სე­ნით ასე­ვე ბა­ტონ ჩი­რი­ნაშ­ვილ­საც, რისი უფ­ლე­ბა ჰქონ­და და რისი - არა. მოკ­ლედ, იმ შეხ­ვედ­რის შემ­დეგ მათი საქ­მე იყო, შე­თან­ხმე­ბუ­ლიყ­ვნენ, ხოლო თუ ეს შე­თან­ხმე­ბა არ გახ­და წე­რი­ლო­ბი­თი და არ შეს­რულ­და, ამ შემ­თხვე­ვა­ში, კი­დევ ჩა­ვერ­თვე­ბით. მაგ­რამ, რო­გორც ვი­ცით, ეს მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი კი­დევ მიმ­დი­ნა­რე­ობს და უნდა დას­რულ­დეს ისე, რო­გორც ით­ქვა.

- თა­ვი­დან კონ­კრე­ტუ­ლად რა მი­თი­თე­ბე­ბი მი­ე­ცით?

- სო­მეხ კომ­პო­ზი­ტორს ვუ­თხა­რით, - იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ და­დას­ტურ­დე­ბო­და, რომ ნამ­დვი­ლად იყო გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი "ყვა­ვი­ლე­ბის ქვეყ­ნის" მუ­სი­კა, შე­სა­ბა­მი­სად, მას კომ­პენ­სა­ცია უნდა მო­ე­თხო­ვა, დარ­ღვე­ვის გა­მოს­წო­რე­ბა. თუმ­ცა ამის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა აღარ დამ­დგა­რა, რად­გა­ნაც იმ კომ­პო­ზი­ტორ­მა სა­უ­ბარ­ში­ვე აღი­ა­რა, რომ გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ჰქონ­და მე­ლო­დია, მაგ­რამ არ იცო­და, რომ ქარ­თუ­ლი და კონ­კრე­ტუ­ლად, მი­ხე­ილ ჩი­რი­ნაშ­ვი­ლის ნა­წარ­მო­ე­ბი იყო. სა­ერ­თოდ ამო­ვი­ღებ, ან ვი­ტყვით, რომ ეს არის ორი კომ­პო­ზი­ტო­რის ერ­თობ­ლი­ვი ნა­მუ­შე­ვა­რიო.

ამის შემ­დეგ, უფ­ლე­ბა და სურ­ვი­ლიც არ გვაქვს, ამ საქ­მე­ში ჩა­ვე­რი­ოთ, რომ ბა­ტონ­მა ჩი­რი­ნაშ­ვილ­მა ჩვე­ნი კონ­კრე­ტუ­ლი მი­თი­თე­ბე­ბი შე­ას­რუ­ლოს, რად­გა­ნაც სა­მოქ­მე­დოდ სრუ­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბა აქვს და ნე­ბის­მი­ერ რა­მე­ზე შე­უძ­ლია შე­უ­თან­ხმდეს დამ­რღვევს ან გა­მომ­ყე­ნე­ბელს, უბ­რა­ლოდ, ჩვენ უნდა გან­ვუ­მარ­ტოთ, რისი უფ­ლე­ბა აქვს და რისი არა და შე­დეგს რო­გორ მი­აღ­წი­ოს.

სან­დრო ჩი­რი­ნაშ­ვი­ლი, მი­ხე­ილ ჩი­რი­ნაშ­ვი­ლის მემ­კვიდ­რე:

- ერთ-ერთ გა­და­ცე­მა­ში მოხ­და ჩემი და იმ პი­როვ­ნე­ბის სა­უ­ბა­რი, სა­დაც შეგ­ვპირ­და, რომ მუ­სი­კას გა­და­ა­კე­თებ­და ან ავ­ტორს, ჩი­რი­ნაშ­ვილს მი­უ­თი­თებ­და. ამის შემ­დეგ ვი­დეო "იუ­თუ­ბი­დან" აი­ღეს, მაგ­რამ ორ თვე­ში იგი­ვე ვა­რი­ან­ტი კვლავ აიტ­ვირ­თა, ოღონდ, არ ვიცი, ვის მიერ. შემ­დეგ კი სა­ავ­ტო­რო სა­ა­გენ­ტო­სა და საქპა­ტენ­ტის მეშ­ვე­ო­ბით მოხ­და მა­სა­ლის დაბ­ლოკ­ვა.

კარ­გი იქ­ნე­ბო­და, იმ პი­როვ­ნე­ბას კვლავ დავ­ლა­პა­რა­კე­ბო­დი, მაგ­რამ ამის შე­საძ­ლებ­ლო­ბა აღარ მო­მე­ცა და დი­დად არც მინ­და და­კავ­ში­რე­ბა იმი­ტომ, რომ ჩემს ინ­ტე­რეს­ში არ შე­დის მათი გა­პო­პუ­ლა­რუ­ლე­ბა და ვერც იმას გა­ვა­კონ­ტრო­ლებ, სო­მე­ხი მომ­ღერ­ლე­ბი ამ სიმ­ღე­რას სე­ვა­ნის ნა­პირ­ზე იმ­ღე­რე­ბენ, არა­რა­ტის მთა­ზე თუ ლე­ნი­ნა­კა­ნის რო­მე­ლი­მე რეს­ტო­რან­ში.

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

რა ბედი ეწია სომხურად გადაკეთებულ "ყვავილების ქვეყანას"

რა ბედი ეწია სომხურად გადაკეთებულ "ყვავილების ქვეყანას"

როგორც გახსოვთ, ამა წლის 20 იანვარს ინტერნეტში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სომხეთი "ევროვიზიაზე" მომღერალ სერობ არჯემიანის ჰიტს Hayastan-ს აგზავნიდა, რომლის მელოდიაც გადაკეთებული "ყვავილების ქვეყანა" იყო. მიუხედავად იმისა, რომ ამ უკვდავი ქართული სიმღერის კომპოზიტორი მიხეილ ჩირინაშვილია, ვიდეორგოლში მუსიკის ავტორად მანუკ ხაჩატურიანი გახლდათ მითითებული.

მოგვიანებით გაირკვა, რომ კომპოზიტორ ხაჩატურიანის ნამუშევარი, სომხეთის მხრიდან "ევროვიზიაზე" საკონკურსო სიმღერად არ იყო წარდგენილი, თუმცა იმ ფაქტს, რომ ქართული სომხურად იყო გამოცხადებული, არაფერი ცვლიდა. ამიტომ, მიხეილ ჩირინაშვილის მემკვიდრის, სანდრო ჩირინაშვილის მოთხოვნით, youtube-დან ეს სიმღერა სომხებმა აიღეს, ცოტა ხნის წინ კი ინეტერნეტში კვლავ გაჩნდა.

საინტერესოა, სახელმწიფოს რა მექანიზმი აქვს, დაიცვას ადამიანი, როცა სხვა სახელმწიფოში ირღვევა მისი საავტორო უფლება. ამ საკითხზე საავტორო უფლებათა ასოციაციის თავმჯდომარეს გიგა კობალაძეს ვესაუბრეთ:

"მემკვიდრესა და სომეხ კომპოზიტორს შორის სიტყვიერი შეთანხმება მოხდა, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ადგილი ჰქონდა გაუგებრობას და ორი ვარიანტიდან ერთ-ერთი უნდა გაკეთებულიყო, ან საერთოდ ამოიღებდა კომპოზიტორი სიმღერიდან იმ ნაწილს, რაც ქართულიდან ჰქონდა აღებული, ან ამ ნამუშევრის კომპოზიტორად ერთობლივად მიეთითებოდა როგორც სომეხი, ასევე ქართველი ავტორი, ანუ როგორც ორი კომპოზიტორის ერთობლივი ნამუშევარი. ვინაიდან მხარეებმა ამ შეთანხმებას მიაღწიეს, საკითხი ჩვენი დარეგულირების სფეროდან გავიდა, რადგანაც დანარჩენი მათი კერძო ურთიერთობა იყო.

- საერთოდ, რის საფუძველზე ჩაერთეთ ამ პროცესში?

- უფლების დაცვის მიზნით ავტორმა მოგვმართა, რის შემდეგაც მოვიძიეთ სომეხი კომპოზიტორი, ავუხსენით მდგომარეობა, ავუხსენით ასევე ბატონ ჩირინაშვილსაც, რისი უფლება ჰქონდა და რისი - არა. მოკლედ, იმ შეხვედრის შემდეგ მათი საქმე იყო, შეთანხმებულიყვნენ, ხოლო თუ ეს შეთანხმება არ გახდა წერილობითი და არ შესრულდა, ამ შემთხვევაში, კიდევ ჩავერთვებით. მაგრამ, როგორც ვიცით, ეს მოლაპარაკებები კიდევ მიმდინარეობს და უნდა დასრულდეს ისე, როგორც ითქვა.

- თავიდან კონკრეტულად რა მითითებები მიეცით?

- სომეხ კომპოზიტორს ვუთხარით, - იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდებოდა, რომ ნამდვილად იყო გამოყენებული "ყვავილების ქვეყნის" მუსიკა, შესაბამისად, მას კომპენსაცია უნდა მოეთხოვა, დარღვევის გამოსწორება. თუმცა ამის აუცილებლობა აღარ დამდგარა, რადგანაც იმ კომპოზიტორმა საუბარშივე აღიარა, რომ გამოყენებული ჰქონდა მელოდია, მაგრამ არ იცოდა, რომ ქართული და კონკრეტულად, მიხეილ ჩირინაშვილის ნაწარმოები იყო. საერთოდ ამოვიღებ, ან ვიტყვით, რომ ეს არის ორი კომპოზიტორის ერთობლივი ნამუშევარიო.

ამის შემდეგ, უფლება და სურვილიც არ გვაქვს, ამ საქმეში ჩავერიოთ, რომ ბატონმა ჩირინაშვილმა ჩვენი კონკრეტული მითითებები შეასრულოს, რადგანაც სამოქმედოდ სრული თავისუფლება აქვს და ნებისმიერ რამეზე შეუძლია შეუთანხმდეს დამრღვევს ან გამომყენებელს, უბრალოდ, ჩვენ უნდა განვუმარტოთ, რისი უფლება აქვს და რისი არა და შედეგს როგორ მიაღწიოს.

სანდრო ჩირინაშვილი, მიხეილ ჩირინაშვილის მემკვიდრე:

- ერთ-ერთ გადაცემაში მოხდა ჩემი და იმ პიროვნების საუბარი, სადაც შეგვპირდა, რომ მუსიკას გადააკეთებდა ან ავტორს, ჩირინაშვილს მიუთითებდა. ამის შემდეგ ვიდეო "იუთუბიდან" აიღეს, მაგრამ ორ თვეში იგივე ვარიანტი კვლავ აიტვირთა, ოღონდ, არ ვიცი, ვის მიერ. შემდეგ კი საავტორო სააგენტოსა და საქპატენტის მეშვეობით მოხდა მასალის დაბლოკვა.

კარგი იქნებოდა, იმ პიროვნებას კვლავ დავლაპარაკებოდი, მაგრამ ამის შესაძლებლობა აღარ მომეცა და დიდად არც მინდა დაკავშირება იმიტომ, რომ ჩემს ინტერესში არ შედის მათი გაპოპულარულება და ვერც იმას გავაკონტროლებ, სომეხი მომღერლები ამ სიმღერას სევანის ნაპირზე იმღერებენ, არარატის მთაზე თუ ლენინაკანის რომელიმე რესტორანში.

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია