საზოგადოება
მსოფლიო
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
33 წლის ქართველი დეკანოზი, რომელმაც აღდგომის ღამეს მაცხოვრის საფლავზე სახარება ქართულად წაიკითხა
33 წლის ქართველი დეკანოზი, რომელმაც აღდგომის ღამეს მაცხოვრის საფლავზე სახარება ქართულად წაიკითხა

33 წლის დე­კა­ნო­ზი გი­ორ­გი ბერ­ბე­რაშ­ვი­ლი თი­ა­ნეთ­ში, ღვთის­მშობ­ლის მი­ძი­ნე­ბის სა­ხე­ლო­ბის ტაძ­რის წი­ნამ­ძღვა­რია და 5 წე­ლია იქ მსა­ხუ­რობს. ახ­ლა­ხან მამა გი­ორ­გი ის­რა­ე­ლი­დან დაბ­რუნ­და, სა­დაც აღ­დგო­მის ღა­მეს იე­რუ­სა­ლი­მის პატ­რი­არ­ქთან ერ­თად თა­ნამ­წირ­ვე­ლი იყო. უწ­მინ­დეს­მა თე­ო­ფი­ლე III-მ მას კურ­თხე­ვა მის­ცა, სა­ხა­რე­ბა ქარ­თუ­ლად წა­ე­კი­თხა. წმინ­და მი­წა­ზე გან­ცდი­ლის შე­სა­ხებ დე­კა­ნო­ზი გი­ორ­გი ბერ­ბე­რაშ­ვი­ლი AMBEBI.GE-ს უამ­ბობს.

"ეს ჩემ­თვი­საც მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო. ის­რა­ელ­ში პირ­ვე­ლად ვი­ყა­ვი. სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქო­დან საშ­ვი მქონ­და წა­ღე­ბუ­ლი, ერ­თგვა­რი შე­თან­ხმე­ბა იე­რუ­სა­ლი­მის სა­პატ­რი­არ­ქოს­თან, რათა სხვა­დას­ხვა ტაძ­რებ­ში პა­რაკ­ლი­სე­ბი ჩა­მე­ტა­რე­ბი­ნა და წირ­ვა­ზე მემ­სა­ხუ­რა. აღ­დგო­მის ტა­ძარ­ში ღა­მის­თე­ვა­ზე რომ მი­ვე­დი, შე­სა­მო­სე­ლი აღარ შემ­ხვდა. სხვებ­მა და­ი­ტა­ცეს. მსა­ხუ­რე­ბის გა­რე­შე რომ არ დავ­რჩე­ნი­ლი­ყა­ვი, ჩემი სტი­ქა­რო­სა­ნი სას­ტუმ­რო­ში გა­იქ­ცა და შე­სა­მო­სე­ლი მო­მი­ტა­ნა. აღარც ვფიქ­რობ­დი, თუ წირ­ვა­ზე და­მა­ყე­ნებ­დნენ. ღვთის წყა­ლო­ბით ისე მოხ­და, რომ წირ­ვის დროს მო­ვიდ­ნენ და მკი­თხეს, წა­ი­კი­თხავ სა­ხა­რე­ბას ქარ­თუ­ლა­დო? ეს ძა­ლი­ან მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო.

ქარ­თუ­ლი სა­ხა­რე­ბა მათ ქონ­დათ. ჩემს გარ­და წირ­ვა­ზე კი­დევ ერთი ქარ­თვე­ლი მღვდელმსა­ხუ­რი იყო. მას ასა­მაღ­ლე­ბე­ლი ათ­ქმე­ვი­ნეს, სა­ხა­რე­ბის ქარ­თუ­ლად წა­სა­კი­თხად კი ჩემ­თან მო­ვიდ­ნენ. ძა­ლი­ან გან­ვიც­დი­დი, მაგ­რამ თავი ხელ­ში ავიყ­ვა­ნე და სა­ხა­რე­ბა ქარ­თუ­ლად წა­ვი­კი­თხე. ეს ძა­ლი­ან დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა. მე იქ სა­ქარ­თვე­ლოს წარ­მო­ვად­გენ­დი. ტა­ძარ­ში წირ­ვის დროს სულ ხუთ ენა­ზე ის­მო­და სა­ხა­რე­ბა, მათ შო­რის ქარ­თუ­ლად. ეს ფაქ­ტი იმ­დე­ნად გა­სა­ო­ცა­რია, მომ­ლოც­ველ­თა ჩვენ ჯგუფს თან ეპის­კო­პო­სიც კი არ გვახ­ლდა. ეპის­კო­პო­სი როცა არის, მა­შინ შე­იძ­ლე­ბა. რა თქმა უნდა, ეს ჩვე­ნი პატ­რი­არ­ქის ავ­ტო­რი­ტე­ტის გამო მოხ­და. წმინ­და და დიდი კრე­ბის­თვის მო­სამ­ზა­დე­ბელ შეხ­ვედ­რა­ზე უწ­მინ­დე­სი ისე მტკი­ცად იცავ­და მარ­თლმა­დი­დებ­ლო­ბას..."

იხი­ლეთ ემო­ცი­უ­რი კად­რე­ბი

- აღ­დგო­მის ტა­ძარ­ში, მა­ცხოვ­რის საფ­ლავ­ზე ღა­მისთვაზე თქვენ­თან ერ­თად რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი ქარ­თვე­ლი იყო. რო­გო­რი იყო მათი რე­აქ­ცია, რო­დე­საც სა­ხა­რე­ბას ქარ­თუ­ლად ის­მენ­დნენ?

- ტა­ძარ­ში ის­რა­ელ­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლე­ბიც იყ­ვნენ. მო­ნატ­რე­ბუ­ლე­ბი ჩვენ­თან ერ­თად იდ­გნენ წირ­ვა­ზე. წარ­მო­იდ­გი­ნეთ რამ­ხე­ლა სი­ხა­რუ­ლი იყო მათ­თვის, რომ სა­კუ­თარ ენა­ზე ის­მენ­დნენ სა­ხა­რე­ბას. მსა­ხუ­რე­ბის ბო­ლოს მე გოლ­გო­თა­ზე ამიყ­ვა­ნეს და იქ ვა­ზი­ა­რე მორ­წმუ­ნე­ე­ბი, სხვა­დას­ხვა ეროვ­ნე­ბის მარ­თლმა­დი­დებ­ლე­ბი. რო­გო­რი სიმ­ბო­ლუ­რია! ადრე გოლ­გო­თა ქარ­თვე­ლე­ბის იყო და დავ­კარ­გეთ. ეს ჩემ­თვის ძა­ლი­ან დიდი სი­ხა­რუ­ლი იყო. სხვა­თა შო­რის, ის­რა­ელ­ში გვი­თხრეს, რომ გა­სულ წელს აღ­დგო­მის ღა­მეს უფრო მეტი ქარ­თვე­ლე­ბი იყ­ვნენ ტა­ძარ­ში. წელს აე­რო­პორ­ტი­დან ასე­უ­ლო­ბით ქარ­თვე­ლი უკან გა­მო­უბ­რუ­ნე­ბი­ათ, მათ შო­რის სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბიც. იქა­ურ­მა ქარ­თვე­ლებ­მა გვი­თხრეს, რომ გა­სულ წელს ერთ სა­სუ­ლი­ე­რო პირ­თან ერ­თად 8 ადა­მი­ა­ნი იყო და სა­ქარ­თვე­ლო­ში უკან მარ­ტო სა­სუ­ლი­ე­რო პირი დაბ­რუნ­დაო.

- მსა­ხუ­რე­ბა­ზე მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ პატ­რი­არ­ქს თუ უამ­ბეთ?

- ჯერ არ მქო­ნია ამის შე­საძ­ლებ­ლო­ბა. ის­რა­ელ­ში სა­აღ­დგო­მოდ სა­პატ­რი­არ­ქო­დან დე­დე­ბი იყ­ვნენ წა­მო­სუ­ლი და მათ პატ­რი­არ­ქს ვი­დეო გად­მო­უგ­ზავ­ნეს. მი­თხრეს, რომ უწ­მინ­დესს ძა­ლი­ან გა­უ­ხარ­და. ეტყო­ბა ან­გე­ლო­ზი გა­მო­ე­ცხა­დაო, პატ­რი­არ­ქს უთ­ქვამს. ვა­პი­რებ, რომ მი­ვი­დე და ყვე­ლა­ფე­რი თა­ვად მო­ვუ­თხრო.

- რამ­დე­ნი დღით იყა­ვით ის­რა­ელ­ში და რა ად­გი­ლე­ბი მო­ი­ლო­ცეთ?

- რვა დღე ვი­ყა­ვით და ყვე­ლა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წმინ­და ად­გი­ლი მო­ვი­ლო­ცეთ. გეთ­სა­მა­ნი­ის ბაღ­ში წირ­ვა ქარ­თუ­ლად ჩა­ვა­ტა­რეთ. ეს ის ად­გი­ლია, სა­დაც ჯვარ­ცმამ­დე მა­ცხო­ვა­რი ლო­ცუ­ლობ­და და ოფლი სის­ხლის წვე­თე­ბად ჩა­მო­დი­ო­და. მას თან სამი მო­ცი­ქუ­ლი ახ­ლდა. იქ მა­რი­ამ მაგ­და­ლი­ნე­ლის სა­ხე­ლო­ბის რუ­სუ­ლი მო­ნას­ტე­რია. იმ ად­გილ­ზე გა­მოქ­ვა­ბუ­ლია და ტრა­პე­ზია მო­წყო­ბი­ლი. ჩვენ უფ­ლე­ბა მოგ­ვცეს წირ­ვა ქარ­თუ­ლად ჩაგ­ვე­ტა­რე­ბი­ნა. სხვა წმინ­და ად­გი­ლებ­ზე აღარ გვი­წი­რია, მხო­ლოდ პა­რაკ­ლი­სებს ვიხ­დი­დით.

- კი­დევ რას გა­იხ­სე­ნებ­დით, მამა გი­ორ­გი, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად კი­დევ რა და­გა­მახ­სოვ­რდათ?

- იცით რა და­მა­მახ­სოვ­რდა? ძა­ლი­ან უხა­რო­დათ, რო­დე­საც ქარ­თვე­ლე­ბი ვგა­ლობ­დით. რუ­სე­ბი ჩუმ­დე­ბოდ­ნენ და გვე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, რა ლა­მა­ზი ენა გაქ­ვთო. ტი­როდ­ნენ. ქარ­თუ­ლად "ქრის­ტე აღ­დგას" რომ და­ი­წყებ­დნენ დე­დე­ბი და გა­ლო­ბას რომ ვი­ტყო­დით, ყვე­ლა ჩვენ გვის­მენ­და: ბერ­ძნე­ბი, რუ­სე­ბი, სერ­ბე­ბი. ყველ­გან, სა­დაც კი ვგა­ლობ­დით, ყვე­ლა ჩუმ­დე­ბო­და და ჩვენ გვის­მენ­დნენ. ტი­როდ­ნენ, ვი­დე­ო­ზე იღებ­დნენ, გვე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, რომ კი­დევ გვე­გა­ლო­ბა. მა­ცხოვ­რის საფ­ლავ­ზეც ვი­გა­ლო­ბეთ. "ქრის­ტე აღ­დგა!" რომ და­ვი­ძა­ხე, პა­სუ­ხად ტა­ძარ­ში გა­ფან­ტუ­ლი ქარ­თვე­ლე­ბის შე­ძა­ხი­ლი ის­მო­და. იმ­ხე­ლა სი­ხა­რუ­ლი იყო, კი­დევ კარ­გად ვერ გა­ვი­აზ­რე. 33 წლის ვარ. ისე­თი სა­ჩუ­ქა­რი გა­მი­კე­თა უფალ­მა, ვერც წარ­მო­ვიდ­გენ­დი. თან ისეთ გა­ჭირ­ვე­ბულ რა­ი­ონ­ში ვმსა­ხუ­რებ, თი­ა­ნეთ­ში.

ეკა ბა­ხუ­ტაშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები

33 წლის ქართველი დეკანოზი, რომელმაც აღდგომის ღამეს მაცხოვრის საფლავზე სახარება ქართულად წაიკითხა

33 წლის ქართველი დეკანოზი, რომელმაც აღდგომის ღამეს მაცხოვრის საფლავზე სახარება ქართულად წაიკითხა

33 წლის დეკანოზი გიორგი ბერბერაშვილი თიანეთში, ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის წინამძღვარია და 5 წელია იქ მსახურობს. ახლახან მამა გიორგი ისრაელიდან დაბრუნდა, სადაც აღდგომის ღამეს იერუსალიმის პატრიარქთან ერთად თანამწირველი იყო. უწმინდესმა თეოფილე III-მ მას კურთხევა მისცა, სახარება ქართულად წაეკითხა. წმინდა მიწაზე განცდილის შესახებ დეკანოზი გიორგი ბერბერაშვილი AMBEBI.GE-ს უამბობს.

"ეს ჩემთვისაც მოულოდნელი იყო. ისრაელში პირველად ვიყავი. საქართველოს საპატრიარქოდან საშვი მქონდა წაღებული, ერთგვარი შეთანხმება იერუსალიმის საპატრიარქოსთან, რათა სხვადასხვა ტაძრებში პარაკლისები ჩამეტარებინა და წირვაზე მემსახურა. აღდგომის ტაძარში ღამისთევაზე რომ მივედი, შესამოსელი აღარ შემხვდა. სხვებმა დაიტაცეს. მსახურების გარეშე რომ არ დავრჩენილიყავი, ჩემი სტიქაროსანი სასტუმროში გაიქცა და შესამოსელი მომიტანა. აღარც ვფიქრობდი, თუ წირვაზე დამაყენებდნენ. ღვთის წყალობით ისე მოხდა, რომ წირვის დროს მოვიდნენ და მკითხეს, წაიკითხავ სახარებას ქართულადო? ეს ძალიან მოულოდნელი იყო.

ქართული სახარება მათ ქონდათ. ჩემს გარდა წირვაზე კიდევ ერთი ქართველი მღვდელმსახური იყო. მას ასამაღლებელი ათქმევინეს, სახარების ქართულად წასაკითხად კი ჩემთან მოვიდნენ. ძალიან განვიცდიდი, მაგრამ თავი ხელში ავიყვანე და სახარება ქართულად წავიკითხე. ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. მე იქ საქართველოს წარმოვადგენდი. ტაძარში წირვის დროს სულ ხუთ ენაზე ისმოდა სახარება, მათ შორის ქართულად. ეს ფაქტი იმდენად გასაოცარია, მომლოცველთა ჩვენ ჯგუფს თან ეპისკოპოსიც კი არ გვახლდა. ეპისკოპოსი როცა არის, მაშინ შეიძლება. რა თქმა უნდა, ეს ჩვენი პატრიარქის ავტორიტეტის გამო მოხდა. წმინდა და დიდი კრებისთვის მოსამზადებელ შეხვედრაზე უწმინდესი ისე მტკიცად იცავდა მართლმადიდებლობას..."

იხილეთ ემოციური კადრები

- აღდგომის ტაძარში, მაცხოვრის საფლავზე ღამისთვაზე თქვენთან ერთად რამდენიმე ათეული ქართველი იყო. როგორი იყო მათი რეაქცია, როდესაც სახარებას ქართულად ისმენდნენ?

- ტაძარში ისრაელში მცხოვრები ქართველებიც იყვნენ. მონატრებულები ჩვენთან ერთად იდგნენ წირვაზე. წარმოიდგინეთ რამხელა სიხარული იყო მათთვის, რომ საკუთარ ენაზე ისმენდნენ სახარებას. მსახურების ბოლოს მე გოლგოთაზე ამიყვანეს და იქ ვაზიარე მორწმუნეები, სხვადასხვა ეროვნების მართლმადიდებლები. როგორი სიმბოლურია! ადრე გოლგოთა ქართველების იყო და დავკარგეთ. ეს ჩემთვის ძალიან დიდი სიხარული იყო. სხვათა შორის, ისრაელში გვითხრეს, რომ გასულ წელს აღდგომის ღამეს უფრო მეტი ქართველები იყვნენ ტაძარში. წელს აეროპორტიდან ასეულობით ქართველი უკან გამოუბრუნებიათ, მათ შორის სასულიერო პირებიც. იქაურმა ქართველებმა გვითხრეს, რომ გასულ წელს ერთ სასულიერო პირთან ერთად 8 ადამიანი იყო და საქართველოში უკან მარტო სასულიერო პირი დაბრუნდაო.

- მსახურებაზე მომხდარის შესახებ პატრიარქს თუ უამბეთ?

- ჯერ არ მქონია ამის შესაძლებლობა. ისრაელში სააღდგომოდ საპატრიარქოდან დედები იყვნენ წამოსული და მათ პატრიარქს ვიდეო გადმოუგზავნეს. მითხრეს, რომ უწმინდესს ძალიან გაუხარდა. ეტყობა ანგელოზი გამოეცხადაო, პატრიარქს უთქვამს. ვაპირებ, რომ მივიდე და ყველაფერი თავად მოვუთხრო.

- რამდენი დღით იყავით ისრაელში და რა ადგილები მოილოცეთ?

- რვა დღე ვიყავით და ყველა მნიშვნელოვანი წმინდა ადგილი მოვილოცეთ. გეთსამანიის ბაღში წირვა ქართულად ჩავატარეთ. ეს ის ადგილია, სადაც ჯვარცმამდე მაცხოვარი ლოცულობდა და ოფლი სისხლის წვეთებად ჩამოდიოდა. მას თან სამი მოციქული ახლდა. იქ მარიამ მაგდალინელის სახელობის რუსული მონასტერია. იმ ადგილზე გამოქვაბულია და ტრაპეზია მოწყობილი. ჩვენ უფლება მოგვცეს წირვა ქართულად ჩაგვეტარებინა. სხვა წმინდა ადგილებზე აღარ გვიწირია, მხოლოდ პარაკლისებს ვიხდიდით.

- კიდევ რას გაიხსენებდით, მამა გიორგი, განსაკუთრებულად კიდევ რა დაგამახსოვრდათ?

- იცით რა დამამახსოვრდა? ძალიან უხაროდათ, როდესაც ქართველები ვგალობდით. რუსები ჩუმდებოდნენ და გვეუბნებოდნენ, რა ლამაზი ენა გაქვთო. ტიროდნენ. ქართულად "ქრისტე აღდგას" რომ დაიწყებდნენ დედები და გალობას რომ ვიტყოდით, ყველა ჩვენ გვისმენდა: ბერძნები, რუსები, სერბები. ყველგან, სადაც კი ვგალობდით, ყველა ჩუმდებოდა და ჩვენ გვისმენდნენ. ტიროდნენ, ვიდეოზე იღებდნენ, გვეუბნებოდნენ, რომ კიდევ გვეგალობა. მაცხოვრის საფლავზეც ვიგალობეთ. "ქრისტე აღდგა!" რომ დავიძახე, პასუხად ტაძარში გაფანტული ქართველების შეძახილი ისმოდა. იმხელა სიხარული იყო, კიდევ კარგად ვერ გავიაზრე. 33 წლის ვარ. ისეთი საჩუქარი გამიკეთა უფალმა, ვერც წარმოვიდგენდი. თან ისეთ გაჭირვებულ რაიონში ვმსახურებ, თიანეთში.

ეკა ბახუტაშვილი

AMBEBI.GE

"სხვათაშორის კახეთი, საიდანაც ხათუნაა, ე.წ. მწვანე ზონაა, ჩემი რაჭაც მწვანეა და პაატას გურიაც" - ამირან გამყრელიძე

"მეუღლე მიყვებოდა - პარკში ერთი ბავშვი მეორეს ჩაეხუტა, დედები ცდილობდნენ ისინი ერთმანეთს მოეწყვიტათ... ძნელი საყურებელია" - იმნაძე

როგორ და სად უნდა დაგეგმოთ ზაფხულში ბავშვებთან ერთად დასვენება - პაატა იმნაძის განმარტება კითხვაზე