პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

3

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 13:13-ზე, მთვარე ქალწულშია – დღეს დაწყებული და დაგეგმილი ყველაფერი გაცილებით ნელა მიმდინარეობს, ვიდრე ჩვენ გვსურს. შესაძლებელია მოვლენების მოულოდნელი შემობრუნება, კონფლიქტები და საგანგებო სიტუაციები. რეკომენდებულია კრეატიული მიდგომები ძველი პროექტების განსახორციელებლად. მოაგვარეთ მხოლოდ მცირე ფინანსური საკითხები. მოძებნეთ ახალი პარტნიორები. ინდივიდუალურად იმუშავეთ. შეზღუდეთ კოლექტიური მუშაობა. შეგიძლიათ დაიცვათ მარხვა, შესაფერისია მსუბუქი საკვები, მარცვლეული და თევზი. ალკოჰოლი და ნიკოტინი უკუნაჩვენებია.
სამართალი
სპორტი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სულხან წულაძე, რომელიც "ფორუმზე" ამერიკის ელჩზე გაკეთებული განცხადების გამო დააკავეს, თავისუფალია
სულხან წულაძე, რომელიც "ფორუმზე" ამერიკის ელჩზე გაკეთებული განცხადების გამო დააკავეს, თავისუფალია

სულ­ხან წუ­ლა­ძე, მეტ­სა­ხე­ლად "სპლიყ­ვი" სა­სა­მარ­თლო დარ­ბა­ზი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლდა.რო­გორც AMBEBI.GE-ს მის­მა ძმამ გი­ორ­გი წუ­ლა­ძემ გა­ნუ­ცხა­და, სა­სა­მარ­თლომ მი­ი­ღო სულ­ხან წუ­ლა­ძის ად­ვო­კა­ტე­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა აღ­მკვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის, პა­ტიმ­რო­ბის 10 000 ლა­რი­ა­ნი გი­რა­ო­თი შეც­ვლის თა­ო­ბა­ზე, რა­საც სა­ხელ­მწი­ფო ბრალ­მდე­ბე­ლი არ შე­წი­ნა­აღ­მდგე­ბია. სა­სა­მარ­თლომ მხა­რე­თა პო­ზი­ცი­ე­ბის მოს­მე­ნის შემ­დეგ ად­ვო­კა­ტე­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა და­აკ­მა­ყო­ფი­ლა. გი­ორ­გი წუ­ლა­ძემ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი ძმის ფოტო ფე­ის­ბუ­ქის პი­რად გვერ­დზე გა­ნა­თავ­სა.

გი­ორ­გი წუ­ლა­ძის თქმით, ად­ვო­კა­ტებ­მა სა­სა­მარ­თლოს შუ­ამ­დგომ­ლო­ბით მას შემ­დეგ მი­მარ­თეს, რაც ახა­ლი გა­რე­მო­ე­ბა, ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნა და­ი­დო. ექ­სპერ­ტი­ზამ შე­ა­მოწ­მა სულ­ხან წუ­ლა­ძის სა­ტე­ლე­ფო­ნო და კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ჩა­ნა­წე­რე­ბი და დად­გინ­და, რომ შე­მოწ­მე­ბის შე­დე­გად და­ნა­შა­უ­ლის ნიშ­ნე­ბი არ გა­მოვ­ლე­ნი­ლა.

სულ­ხან წუ­ლა­ძის 10 000 ლა­რი­ა­ნი გი­რა­ო­თი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოც ადას­ტუ­რებს.

"თბი­ლი­სის ფო­რუ­მის" ერთ-ერთი მომ­ხმა­რე­ბე­ლი სულ­ხან წუ­ლა­ძე ამე­რი­კის ელ­ჩის მი­სა­მარ­თით ინ­ტერ­ნე­ტფო­რუმ­ზე გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბის გამო და­ა­კა­ვეს და წი­ნას­წა­რი პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­დეს. მას ბრა­ლად ედე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 326-ე მუხ­ლით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლი, რაც სა­ერ­თა­შო­რი­სო დაც­ვით მო­სარ­გებ­ლე პირ­ზე ან და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ზე თავ­დას­ხმას გუ­ლის­ხმობს.

ასე­ვე და­გა­ინ­ტე­რე­სებთ: ვინ არის სულ­ხან წუ­ლა­ძე, ვი­საც აშშ-ს ელჩზე შე­საძ­ლო თავ­დას­ხმა­ზე ხუმ­რო­ბის­თვის სა­მუ­და­მო პა­ტიმ­რო­ბაც კი ემუქ­რე­ბა?

სულხან წულაძე, რომელიც "ფორუმზე" ამერიკის ელჩზე გაკეთებული განცხადების გამო დააკავეს, თავისუფალია

სულხან წულაძე, რომელიც "ფორუმზე" ამერიკის ელჩზე გაკეთებული განცხადების გამო დააკავეს, თავისუფალია

სულხან წულაძე, მეტსახელად "სპლიყვი" სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა.როგორც AMBEBI.GE-ს მისმა ძმამ გიორგი წულაძემ განუცხადა, სასამართლომ მიიღო სულხან წულაძის ადვოკატების შუამდგომლობა აღმკვეთის ღონისძიების, პატიმრობის 10 000 ლარიანი გირაოთი შეცვლის თაობაზე, რასაც სახელმწიფო ბრალმდებელი არ შეწინააღმდგებია. სასამართლომ მხარეთა პოზიციების მოსმენის შემდეგ ადვოკატების შუამდგომლობა დააკმაყოფილა. გიორგი წულაძემ გათავისუფლებული ძმის ფოტო ფეისბუქის პირად გვერდზე განათავსა.

გიორგი წულაძის თქმით, ადვოკატებმა სასამართლოს შუამდგომლობით მას შემდეგ მიმართეს, რაც ახალი გარემოება, ექსპერტიზის დასკვნა დაიდო. ექსპერტიზამ შეამოწმა სულხან წულაძის სატელეფონო და კომპიუტერული ჩანაწერები და დადგინდა, რომ შემოწმების შედეგად დანაშაულის ნიშნები არ გამოვლენილა.

სულხან წულაძის 10 000 ლარიანი გირაოთი გათავისუფლების შესახებ ინფორმაციას თბილისის საქალაქო სასამართლოც ადასტურებს.

"თბილისის ფორუმის" ერთ-ერთი მომხმარებელი სულხან წულაძე ამერიკის ელჩის მისამართით ინტერნეტფორუმზე გაკეთებული განცხადების გამო დააკავეს და წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. მას ბრალად ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 326-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, რაც საერთაშორისო დაცვით მოსარგებლე პირზე ან დაწესებულებაზე თავდასხმას გულისხმობს.

ასევე დაგაინტერესებთ: ვინ არის სულხან წულაძე, ვისაც აშშ-ს ელჩზე შესაძლო თავდასხმაზე ხუმრობისთვის სამუდამო პატიმრობაც კი ემუქრება?

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ