ეს ბინა მოსკოვის ცენტრში მდებარეობს და მისი ფასი, არც მეტი არც ნაკლები, 216 მილიონია (დაახლოებით 3 300 000 დოლარი). თუმცა არა, ეს ბინა კი არა, ალადინის სასახლეა.
ბინის ფართობი სულ რაღაც 200კვ. მ-ია. ერთადერთი ნივთი, რომელსაც "გემოვნებიანი" დიზაინერის ხელი არ შეხებია ამ სახლში, ძველებური ტელეფონია. უბრალო თეთრი ტელეფონი ნიანგის ტყავის ეფექტის მქონე შპალერზე კიდია საცოდავად. ის ძალიან სადად, მოშიშვლებულად გამოიყურება მთლიანი სახლის თვალისმომჭრელი დიზაინის ფონზე, პირდაპირ მოითხოვს რამდენიმე სვაროვსკის თვალის მიწებებას.
პირდაპირ გადავიდეთ სახლის ცენტრზე, ეს არის მისაღები ოთახი. ოქროს გამათბობლები, მარმარილოს იატაკი, შუშის, ყვავილებიანი სკამები. ეს მოსკოვის ყველაზე გლამურული სახლია, ეს ტიტული კი გარკვეულ საფასურს მოითხოვს. მერე რა, რომ სამზარეულოში სკამები არცთუ მოხერხებულია, მერე რა, რომ დაავიწყდათ გაეთვალისწინებინათ ტელევიზორისთვის ადგილის გამოყოფა და ის უბრალოდ ფანჯრის რაფაზე მოათავსეს. მთავარია, რომ "რადიატორი" ვარდისფრად არის შეღებილი. ამით ყველაფერი ნათქვამია დაათვალიერეთ ფოტოები