კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ერთმანეთი გვიყვარდა, მაგრამ მე მას ჩამოვშორდი..." - როზალინდა ჩელენტანო მონიკა ბელუჩის სიყვარულსა და მამასთან ურთიერთობაზე
"ერთმანეთი გვიყვარდა, მაგრამ მე მას ჩამოვშორდი..." - როზალინდა ჩელენტანო მონიკა ბელუჩის სიყვარულსა და მამასთან ურთიერთობაზე

50 წლის რო­ზა­ლინ­და ჩე­ლენ­ტა­ნოს მსოფ­ლიო აღი­ა­რე­ბა 2004 წელს, მელ გიბ­სო­ნის გახ­მა­უ­რე­ბულ ფილმში - "ქრის­ტეს ვნე­ბან­ში" შეს­რუ­ლე­ბულ­მა სა­ტა­ნას როლ­მა მო­უ­ტა­ნა. ად­რი­ა­ნო ჩე­ლენ­ტა­ნო­სა და კლა­უ­დია მო­რის მომ­ღე­რა­ლი და მსა­ხი­ო­ბი ქა­ლიშ­ვი­ლი მშობ­ლე­ბის­გან და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას პა­ტა­რა ასა­კი­დან ცდი­ლობ­და ხში­რად ამ­ბობს, რომ არ უნდა ცნობ­დნენ მხო­ლოდ რო­გორც ად­რი­ა­ნო ჩე­ლენ­ტა­ნოს შვილს.

გთა­ვა­ზობთ ამო­ნა­რი­დებს მისი ერთ-ერთი ინ­ტერ­ვი­უ­დან, სა­დაც მა­მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე, ასე­ვე, მისი ახალ­გაზ­რდო­ბის დრო­ინ­დელ სიყ­ვა­რულ­ზე, მსოფ­ლიო სექსსიმ­ბო­ლო მო­ნი­კა ბე­ლუ­ჩი­ზე სა­უბ­რობს:

"რო­დე­საც სახ­ლი­დან წა­ვე­დი, ოჯა­ხის­გან ყო­ველ­გვარ მა­ტე­რი­ა­ლურ მხარ­და­ჭე­რა­ზე უარი ვთქვი და დღემ­დე მხო­ლოდ სა­კუ­თა­რი გა­მო­მუ­შა­ვე­ბუ­ლი ფუ­ლით ვცხოვ­რობ. ჩემ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ხალ­ხმა რო­გორც რო­ზა­ლინ­და და­მი­მახ­სოვ­როს. რა­ტომ უნდა ვი­სარ­გებ­ლო მა­მის დამ­სა­ხუ­რე­ბე­ბით?! თუმ­ცა, გვარ­ზე უარი არ მით­ქვამს. ადრე გული მწყდე­ბო­და, რო­დე­საც ვამ­ჩნევ­დი, ხალ­ხს მხო­ლოდ იმი­ტომ ვა­ინ­ტე­რე­სებ, რომ ად­რი­ა­ნოს შვი­ლი ვარ. ახლა უკვე მი­ვეჩ­ვიე. გარ­და ამი­სა, მშობ­ლებ­მა აღი­ა­რეს ჩემი ხმის უფ­ლე­ბა ხე­ლოვ­ნე­ბა­ში. რო­დე­საც მა­მამ ახა­ლი ალ­ბო­მი გა­მო­უშ­ვა, და­მი­რე­კა, რათა ჩემი აზრი გა­ე­გო. ის დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, ყვე­ლას­გან გან­სხვა­ვე­ბით, მე ობი­ექ­ტუ­რი ვიქ­ნე­ბი. ეს ძა­ლი­ან მსი­ა­მოვ­ნებს.

- მსოფ­ლიო აღი­ა­რე­ბა 2004 წელს გეწ­ვი­ათ, რო­დე­საც მელ გიბ­სონ­მა ფილმში "ქრის­ტეს ვნე­ბა­ნი" გა­და­გი­ღოთ სა­ტა­ნის როლ­ში. არ შე­გე­შინ­დათ ამ რო­ლის შეს­რუ­ლე­ბის?

- არა, არ შემ­ში­ნე­ბია. თი­თო­ე­ულ ჩვენ­თა­გან­ში არის რა­ღაც ღვთი­უ­რიც და სა­ტა­ნუ­რიც. ეს მხო­ლოდ რო­ლია, რო­მელ­შიც და­ვა­ნა­ხე ის ცუდი, რაც ადა­მი­ან­შია. აი, მშობ­ლე­ბი კი - ძა­ლი­ან რე­ლი­გი­უ­რი ადა­მი­ა­ნე­ბი - ჩემს გა­დარ­წმუ­ნე­ბას ცდი­ლობ­დნენ… მაგ­რამ რო­დე­საც მა­მამ ფილ­მი ნახა, მი­თხრა: "შენ პა­ტა­რა ტა­ლან­ტი ხარ!". ვფიქ­რობ, სამი ათა­სი წლი­საც რომ გავ­ხდე, მის­თვის მა­ინც პა­ტა­რა ვიქ­ნე­ბი.

მო­ნი­კა ბე­ლუ­ჩის­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე:

ახალ­გაზ­რდო­ბა­ში ერ­თმა­ნე­თი გვიყ­ვარ­და, მაგ­რამ მე მას ჩა­მოვ­შორ­დი. "ვიცი, რაც მოხ­დე­ბა: შენ ოდეს­მე ქმარ-შვი­ლი მო­გინ­დე­ბა. მე კი თავს მო­ვიკ­ლავ". ძა­ლი­ან ბევ­რს ვფიქ­რობ­დი მას­ზე. რო­დე­საც ახლა ერ­თმა­ნეთს ვხვდე­ბით, წარ­სულს ვიხ­სე­ნებთ. შე­სა­ნიშ­ნა­ვი არ­ჩე­ვა­ნი გა­ვა­კე­თეთ: მო­ნი­კას ჰყავს მა­მა­კა­ცი და შვი­ლე­ბი, მე - მა­მა­კა­ცე­ბი და ქა­ლე­ბი... წა­ი­კი­თხეთ ინ­ტერ­ვიუ ვრცლად და და­ათ­ვა­ლი­ე­რეთ ფო­ტო­ე­ბი დუ­და­ნას ბლოგ­ზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"ერთმანეთი გვიყვარდა, მაგრამ მე მას ჩამოვშორდი..." - როზალინდა ჩელენტანო მონიკა ბელუჩის სიყვარულსა და მამასთან ურთიერთობაზე

"ერთმანეთი გვიყვარდა, მაგრამ მე მას ჩამოვშორდი..." - როზალინდა ჩელენტანო მონიკა ბელუჩის სიყვარულსა და მამასთან ურთიერთობაზე

50 წლის როზალინდა ჩელენტანოს მსოფლიო აღიარება 2004 წელს, მელ გიბსონის გახმაურებულ ფილმში - "ქრისტეს ვნებანში" შესრულებულმა სატანას როლმა მოუტანა. ადრიანო ჩელენტანოსა და კლაუდია მორის მომღერალი და მსახიობი ქალიშვილი მშობლებისგან დამოუკიდებლობას პატარა ასაკიდან ცდილობდა ხშირად ამბობს, რომ არ უნდა ცნობდნენ მხოლოდ როგორც ადრიანო ჩელენტანოს შვილს.

გთავაზობთ ამონარიდებს მისი ერთ-ერთი ინტერვიუდან, სადაც მამასთან ურთიერთობაზე, ასევე, მისი ახალგაზრდობის დროინდელ სიყვარულზე, მსოფლიო სექსსიმბოლო მონიკა ბელუჩიზე საუბრობს:

"როდესაც სახლიდან წავედი, ოჯახისგან ყოველგვარ მატერიალურ მხარდაჭერაზე უარი ვთქვი და დღემდე მხოლოდ საკუთარი გამომუშავებული ფულით ვცხოვრობ. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ხალხმა როგორც როზალინდა დამიმახსოვროს. რატომ უნდა ვისარგებლო მამის დამსახურებებით?! თუმცა, გვარზე უარი არ მითქვამს. ადრე გული მწყდებოდა, როდესაც ვამჩნევდი, ხალხს მხოლოდ იმიტომ ვაინტერესებ, რომ ადრიანოს შვილი ვარ. ახლა უკვე მივეჩვიე. გარდა ამისა, მშობლებმა აღიარეს ჩემი ხმის უფლება ხელოვნებაში. როდესაც მამამ ახალი ალბომი გამოუშვა, დამირეკა, რათა ჩემი აზრი გაეგო. ის დარწმუნებულია, ყველასგან განსხვავებით, მე ობიექტური ვიქნები. ეს ძალიან მსიამოვნებს.

- მსოფლიო აღიარება 2004 წელს გეწვიათ, როდესაც მელ გიბსონმა ფილმში "ქრისტეს ვნებანი" გადაგიღოთ სატანის როლში. არ შეგეშინდათ ამ როლის შესრულების?

- არა, არ შემშინებია. თითოეულ ჩვენთაგანში არის რაღაც ღვთიურიც და სატანურიც. ეს მხოლოდ როლია, რომელშიც დავანახე ის ცუდი, რაც ადამიანშია. აი, მშობლები კი - ძალიან რელიგიური ადამიანები - ჩემს გადარწმუნებას ცდილობდნენ… მაგრამ როდესაც მამამ ფილმი ნახა, მითხრა: "შენ პატარა ტალანტი ხარ!". ვფიქრობ, სამი ათასი წლისაც რომ გავხდე, მისთვის მაინც პატარა ვიქნები.

მონიკა ბელუჩისთან ურთიერთობაზე:

ახალგაზრდობაში ერთმანეთი გვიყვარდა, მაგრამ მე მას ჩამოვშორდი. "ვიცი, რაც მოხდება: შენ ოდესმე ქმარ-შვილი მოგინდება. მე კი თავს მოვიკლავ". ძალიან ბევრს ვფიქრობდი მასზე. როდესაც ახლა ერთმანეთს ვხვდებით, წარსულს ვიხსენებთ. შესანიშნავი არჩევანი გავაკეთეთ: მონიკას ჰყავს მამაკაცი და შვილები, მე - მამაკაცები და ქალები... წაიკითხეთ ინტერვიუ ვრცლად და დაათვალიერეთ ფოტოები დუდანას ბლოგზე

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება