საზოგადოება
მსოფლიო

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მეუფე დანიელი - როგორც კი რწმენა ოდნავ შეირყევა, უფალს ვცილდებით
მეუფე დანიელი - როგორც კი რწმენა ოდნავ შეირყევა, უფალს ვცილდებით

რო­გორც კი რწმე­ნა ოდ­ნავ მა­ინც შე­ირ­ყე­ვა, რო­გორც კი რწმე­ნა მერ­ყე­ო­ბას იწყებს, უფალს ვცილ­დე­ბით და იმ დიდ სიმ­დიდ­რეს ვკარ­გავთ, რო­მელ­საც ქვე­ყა­ნა­ზე ყვე­ლა ბო­რო­ტე­ბის და­მარ­ცხე­ბა შე­უძ­ლია, - ამის შე­სა­ხებ სა­მე­ბის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში ქა­და­გე­ბი­სას, ჭი­ა­თუ­რა-სა­ჩხე­რის მიტ­რო­პო­ლიტ­მა, მე­უ­ფე და­ნი­ელ­მა გა­ნა­ცხა­და.

მე­უ­ფე და­ნი­ე­ლის თქმით, ადა­მი­ა­ნე­ბი ხში­რად მერ­ყე­ო­ბენ და ეს არის მათი მცი­რედ მორ­წმუ­ნე­ო­ბა.

მე­უ­ფემ დღეს სა­ხა­რე­ბი­დან თომა მო­ცი­ქუ­ლის შე­სა­ხებ იქა­და­გა.

"დღე­ვან­დე­ლი დღე გა­მო­ირ­ჩე­ვა იმით, რომ ამ დღეს იკი­თხე­ბა სა­ხა­რე­ბა, რო­მე­ლიც მოგ­ვი­თხრობს იმ ეჭ­ვის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც თომა მო­ცი­ქულს გა­უჩ­ნდა. რო­დე­საც მო­წა­ფე­ებს აღ­დგო­მი­ლი მა­ცხო­ვა­რი გა­მო­ე­ცხა­და, იქ თომა არ იყო. მას ძა­ლი­ან უნ­დო­და თა­ვად ეხი­ლა უფა­ლი და თქვა: - ვიდ­რე მე არ ვი­ხი­ლავ და ჩემი ხე­ლით არ შე­ვე­ხე­ბი უფ­ლის სხე­ულ­ზე არ­სე­ბულ ჭრი­ლო­ბებს, გა­მი­ჭირ­დე­ბა ვირ­წმუ­ნო. და, აი დღე­ვან­დელ დღეს, აღ­დგო­მის სწორ­ზე შემ­დგომ კვი­რას უფა­ლი მო­წა­ფე­ებს კვლავ გა­მო­ე­ცა­და და მათ შო­რის იყო თო­მაც. უფალ­მა მი­მარ­თა თო­მას და უთხრა: - მო­ვედ თომა, შე­ე­ხე ჩემს ჭრი­ლო­ბებს და ნუ იქ­ნე­ბი ურ­წმუ­ნო, არა­მედ რწმე­ნით. ამ სი­ტყვე­ბის მოს­მე­ნი­სას თომა მუხ­ლებ­ზე და­ემ­ხო და შეჰ­ღა­ღა­და: - უფა­ლი ჩემი და ღმერ­თი ჩემი. ეს არის გან­კურ­ნე­ბა მცი­რედ მორ­წუ­ნე­ო­ბი­სა. შე­იძ­ლე­ბა ყო­ველ ადა­მი­ან­ში, რა­ღაც წამ­ში გაჩ­ნდეს მერ­ყე­ო­ბა სარ­წმუ­ნო­ე­ბა­ში, გაჩ­ნდეს ყოყ­მა­ნი და ჩვენ უნდა გვახ­სოვ­დეს, რომ უპირ­ვე­ლე­სი სა­ფუძ­ვე­ლი ჩვე­ნი ღმერ­თთან კავ­ში­რი­სა, ჩვე­ნი სუ­ლი­ე­რი ძა­ლე­ბით აღვსე­ბი­სა, ჩვე­ნი ცოდ­ვა­ზე გა­მარ­ჯვე­ბი­სა, ჩვენ­ში სათ­ნო­ე­ბა­თა სრულ­ყო­ფი­სა, არის კავ­ში­რი ღმერ­თთან, ხოლო ეს კავ­ში­რი მყარ­დე­ბა რწმე­ნით", - გა­ნა­ცხა­და მე­უ­ფე და­ნი­ელ­მა.

მას ასე­ვე მრევლს მი­მარ­თა, რომ რწმე­ნით მკვიდ­რდე­ბა მად­ლი აღ­დო­მი­სა, ხოლო აღ­დგო­მა ეს არის სი­ცო­ცხლის გა­მარ­ჯვე­ბა სიკ­ვდილ­ზე, სი­კე­თის - ბო­რო­ტე­ბა­ზე, სიყ­ვა­რუ­ლის - სი­ძულ­ვილ­ზე.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მანანა
1

ჩვენი ეკლესია,სამწუხაროდ,ერთადერთია,რომელმაც გაწირა თავისი ხალხი სიკვდილისთვის! ვარ ქრისტიანი,მაგრამ არ მჯერა იმ სასულიერო პირების,რომლებიც ჯიპებით დადიან,ატარებენ ძვირფას ჯვრებს,არიან ფარისევლები,დიახ,პატრიარქი ვეღარ აკონტროლებს მათ საოცარ გაუმაძღრობას!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი

მეუფე დანიელი - როგორც კი რწმენა ოდნავ შეირყევა, უფალს ვცილდებით

მეუფე დანიელი - როგორც კი რწმენა ოდნავ შეირყევა, უფალს ვცილდებით

როგორც კი რწმენა ოდნავ მაინც შეირყევა, როგორც კი რწმენა მერყეობას იწყებს, უფალს ვცილდებით და იმ დიდ სიმდიდრეს ვკარგავთ, რომელსაც ქვეყანაზე ყველა ბოროტების დამარცხება შეუძლია, - ამის შესახებ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას, ჭიათურა-საჩხერის მიტროპოლიტმა, მეუფე დანიელმა განაცხადა.

მეუფე დანიელის თქმით, ადამიანები ხშირად მერყეობენ და ეს არის მათი მცირედ მორწმუნეობა.

მეუფემ დღეს სახარებიდან თომა მოციქულის შესახებ იქადაგა.

"დღევანდელი დღე გამოირჩევა იმით, რომ ამ დღეს იკითხება სახარება, რომელიც მოგვითხრობს იმ ეჭვის შესახებ, რომელიც თომა მოციქულს გაუჩნდა. როდესაც მოწაფეებს აღდგომილი მაცხოვარი გამოეცხადა, იქ თომა არ იყო. მას ძალიან უნდოდა თავად ეხილა უფალი და თქვა: - ვიდრე მე არ ვიხილავ და ჩემი ხელით არ შევეხები უფლის სხეულზე არსებულ ჭრილობებს, გამიჭირდება ვირწმუნო. და, აი დღევანდელ დღეს, აღდგომის სწორზე შემდგომ კვირას უფალი მოწაფეებს კვლავ გამოეცადა და მათ შორის იყო თომაც. უფალმა მიმართა თომას და უთხრა: - მოვედ თომა, შეეხე ჩემს ჭრილობებს და ნუ იქნები ურწმუნო, არამედ რწმენით. ამ სიტყვების მოსმენისას თომა მუხლებზე დაემხო და შეჰღაღადა: - უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი. ეს არის განკურნება მცირედ მორწუნეობისა. შეიძლება ყოველ ადამიანში, რაღაც წამში გაჩნდეს მერყეობა სარწმუნოებაში, გაჩნდეს ყოყმანი და ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ უპირველესი საფუძველი ჩვენი ღმერთთან კავშირისა, ჩვენი სულიერი ძალებით აღვსებისა, ჩვენი ცოდვაზე გამარჯვებისა, ჩვენში სათნოებათა სრულყოფისა, არის კავშირი ღმერთთან, ხოლო ეს კავშირი მყარდება რწმენით", - განაცხადა მეუფე დანიელმა.

მას ასევე მრევლს მიმართა, რომ რწმენით მკვიდრდება მადლი აღდომისა, ხოლო აღდგომა ეს არის სიცოცხლის გამარჯვება სიკვდილზე, სიკეთის - ბოროტებაზე, სიყვარულის - სიძულვილზე.

კლანური დაპირისპირება აფხაზ "პოლიტიკოსებს" შორის და პანდემიის ფონზე გამძაფრებული ეკონომიკური კრიზისი - აფხაზეთი სოციალური აფეთქების ზღვარზეა

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა

"წაღებული აქვს მილიონ 350 ათასი დოლარი" -  მშენებლობასთან დაკავშირებულ შესაძლო თაღლითურ სქემაში მონაწილეობაში სინოდის წევრს ადანაშაულებენ