მრევლს სამების საკათედრო ტაძარში კვირაცხოვლობის დღესასწაული საქართველოს-კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მიულოცა.
"ეს დღესასწაული იმდენად დიდია – ეს კვირიაკე, რომ მას ბერძნულად ანტიპასხო -პასექის აღდგომის თანატოლი დღესასწაული ეწოდება. ღმერთმა დაგლოცოთ და მშვიდობა მოგცეთ თქვენ და საქართველოს", - ბრძანა პატრიარქმა.
პატრიარქმა დღეს რამდენიმე გვარი დალოცა: ზუმბაძეები, ტყებუჩავები, ოხანაშვილები, ფიფიები, დალაქიშვილები, ქაცარიძეები, შვანგირაძეები და კეშელავები.
ილია მეორემ ასევე დალოცა სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ბატალიონი და მისი მეთაური სერგო ძაგნიძე, ასევე საქველმოქმედო ფონდი "სავსე გულით", რომელიც პატიმრებისა და ემიგრანტების ოჯახების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას ემსახურება.
გარდა ამისა, როგორც პატრიარქმა აღნიშნა, დღეს ათასზე მეტი ბავშვი მოინათლება, ნათლობა 16.00 საათზე დაიწყება.