Faceამბები
საზოგადოება

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ დაიწყო 14 წლის ასაკში კახელმა ბიჭმა ღვინის ჩამოსხმა
როგორ დაიწყო 14 წლის ასაკში კახელმა ბიჭმა ღვინის ჩამოსხმა

მე­ვე­ნა­ხე­ო­ბი­სა და მეღ­ვი­ნე­ო­ბი­სად­მი ინ­ტე­რე­სი მის მშობ­ლი­ურ სო­ფელს უკავ­შირ­დე­ბა. სო­ფე­ლი ტი­ბა­ა­ნი უგემ­რი­ე­ლე­სი ღვი­ნით არის ცნო­ბი­ლი.

მის­თვის ვაზი და ღვი­ნო დიდ შრო­მას­თან და ინ­ტე­რეს­თან ასო­ცირ­დე­ბა. მეღ­ვი­ნე­ო­ბა კი მისი ოჯა­ხის ტრა­დი­ცი­აა. ჯერ კი­დევ 4 წლის წინ, ახალ­გაზ­რდა მეღ­ვი­ნე ჯე­მალ ხა­ტი­აშ­ვი­ლი სულ რა­ღაც 14 წლის იყო, როცა სა­ო­ჯა­ხო საქ­მი­ა­ნო­ბის ბიზ­ნე­სად ქცე­ვის იდეა და­ე­ბა­და. რო­გორ მოხ­და ჯე­მალ ხა­ტი­აშ­ვი­ლის ამ სფე­რო­თი და­ინ­ტე­რე­სე­ბა და რო­გორ აპი­რებს მცი­რე ბიზ­ნე­სის გან­ვი­თა­რე­ბას - "ბიზ­ნესპრეს­ნი­უ­სი" ახალ­გაზ­რდა მეღ­ვი­ნეს ესა­უბ­რა.

"მეღ­ვი­ნე­ო­ბა და ღვი­ნი­სად­მი ინ­ტე­რე­სი ოჯა­ხურ ტრა­დი­ცი­ას უკავ­შირ­დე­ბა. ჩვე­ნი ვე­ნა­ხე­ბი სიღ­ნა­ღის რა­ი­ონ­ში, სო­ფელ ტი­ბა­ან­ში მდე­ბა­რე­ობს. ჩემი ოჯა­ხის მჭიდ­რო კავ­შირ­მა ვაზ­თან და ღვი­ნოს­თან, ჩემ­ში დიდი ინ­ტე­რე­სი გა­მო­იწ­ვია. 2011 წელს 14 წლის ასაკ­ში, სა­კუ­თა­რი ინი­ცი­ა­ტი­ვით პირ­ვე­ლად დავ­წუ­რე ღვი­ნო ჩემს მა­რან­ში და სა­კუ­თა­რი ტექ­ნო­ლო­გი­ით ვაძ­ვე­ლებ­დი და ვუვ­ლი­დი. ღვი­ნი­სად­მი ინ­ტე­რე­სი იმ­დე­ნად დიდი იყო, რომ ამ საქ­მე­ში გა­მოც­დი­ლი და კომ­პე­ტენ­ტუ­რი ახ­ლო­საც კი არ გა­ვი­კა­რე. ღვი­ნის ჩა­მოს­ხმის იდეა 2 წლის წინ გა­მიჩ­ნდა, ინ­ტერ­ნეტ­ში ვნა­ხე სტი­კე­რე­ბი და მეც გა­დავ­წყვი­ტე ღვი­ნო ჩა­მო­მეს­ხა. 4 წლის დაძ­ვე­ლე­ბით ჩა­მო­ვას­ხით ალა­დას­ტუ­რი ღვი­ნო "ხა­ტი­აშ­ვი­ლი", ეს არის ხა­ტი­აშ­ვი­ლე­ბის მე­ურ­ნე­ო­ბის ღვი­ნო, მისი სა­ხელ­წო­დე­ბაც სწო­რედ აქე­დან მომ­დი­ნა­რე­ობს. ღვი­ნოს გან­სა­კუ­თე­ბუ­ლი გემო აქვს, თან ბუ­ნებ­რი­ვად იყო გა­ფილტრუ­ლი ისე, რომ გა­და­ღე­ბაც კი არ დას­ჭირ­და. პირ­ვე­ლად რომ ჩა­მო­ვას­ხი, იმ­დე­ნად მო­მე­წო­ნა თვი­თონ პრო­ცე­სი, რომ გა­დავ­წყვი­ტე უფრო დიდი რა­ო­დე­ნო­ბით ჩა­მო­მეს­ხა", - გა­ნუ­ცხა­და "ბიზ­ნესპრეს­ნი­უსს" ჯე­მალ ხა­ტი­აშ­ვილ­მა.

რო­გორც ახალ­გაზ­რდა მეღ­ვი­ნე ამ­ბობს, ღვი­ნის მა­ღა­ზი­ებ­ში შე­ტა­ნას არ აპი­რებს და მხო­ლოდ კორ­პო­რა­ტი­ულ კომ­პა­ნი­ებს სთა­ვა­ზობს... გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

როგორ დაიწყო 14 წლის ასაკში კახელმა ბიჭმა ღვინის ჩამოსხმა

როგორ დაიწყო 14 წლის ასაკში კახელმა ბიჭმა ღვინის ჩამოსხმა

მევენახეობისა და მეღვინეობისადმი ინტერესი მის მშობლიურ სოფელს უკავშირდება. სოფელი ტიბაანი უგემრიელესი ღვინით არის ცნობილი.

მისთვის ვაზი და ღვინო დიდ შრომასთან და ინტერესთან ასოცირდება. მეღვინეობა კი მისი ოჯახის ტრადიციაა. ჯერ კიდევ 4 წლის წინ, ახალგაზრდა მეღვინე ჯემალ ხატიაშვილი სულ რაღაც 14 წლის იყო, როცა საოჯახო საქმიანობის ბიზნესად ქცევის იდეა დაებადა. როგორ მოხდა ჯემალ ხატიაშვილის ამ სფეროთი დაინტერესება და როგორ აპირებს მცირე ბიზნესის განვითარებას - "ბიზნესპრესნიუსი" ახალგაზრდა მეღვინეს ესაუბრა.

"მეღვინეობა და ღვინისადმი ინტერესი ოჯახურ ტრადიციას უკავშირდება. ჩვენი ვენახები სიღნაღის რაიონში, სოფელ ტიბაანში მდებარეობს. ჩემი ოჯახის მჭიდრო კავშირმა ვაზთან და ღვინოსთან, ჩემში დიდი ინტერესი გამოიწვია. 2011 წელს 14 წლის ასაკში, საკუთარი ინიციატივით პირველად დავწურე ღვინო ჩემს მარანში და საკუთარი ტექნოლოგიით ვაძველებდი და ვუვლიდი. ღვინისადმი ინტერესი იმდენად დიდი იყო, რომ ამ საქმეში გამოცდილი და კომპეტენტური ახლოსაც კი არ გავიკარე. ღვინის ჩამოსხმის იდეა 2 წლის წინ გამიჩნდა, ინტერნეტში ვნახე სტიკერები და მეც გადავწყვიტე ღვინო ჩამომესხა. 4 წლის დაძველებით ჩამოვასხით ალადასტური ღვინო "ხატიაშვილი", ეს არის ხატიაშვილების მეურნეობის ღვინო, მისი სახელწოდებაც სწორედ აქედან მომდინარეობს. ღვინოს განსაკუთებული გემო აქვს, თან ბუნებრივად იყო გაფილტრული ისე, რომ გადაღებაც კი არ დასჭირდა. პირველად რომ ჩამოვასხი, იმდენად მომეწონა თვითონ პროცესი, რომ გადავწყვიტე უფრო დიდი რაოდენობით ჩამომესხა", - განუცხადა "ბიზნესპრესნიუსს" ჯემალ ხატიაშვილმა.

როგორც ახალგაზრდა მეღვინე ამბობს, ღვინის მაღაზიებში შეტანას არ აპირებს და მხოლოდ კორპორატიულ კომპანიებს სთავაზობს... განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია