პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სასამართლო ლევან როსტოშვილთან და ლაშა კურტანიძესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
სასამართლო ლევან როსტოშვილთან და ლაშა კურტანიძესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო ბრალ­დე­ბულ ლე­ვან როს­ტოშ­ვილ­თან და ლაშა კურ­ტა­ნი­ძეს­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს. გან­ცხა­დე­ბას "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი" უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

"თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს სა­გა­მო­ძი­ე­ბო და წი­ნა­სა­სა­მარ­თლო სხდო­მის კო­ლე­გი­ამ გა­ნი­ხი­ლა და და­აკ­მა­ყო­ფი­ლა სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის ლ.რ.-ს და ლ.კ.-ს მი­მართ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის

სა­ხით - პა­ტიმ­რო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის თა­ო­ბა­ზე.

მათ ბრა­ლად ედე­ბათ წი­ნას­წა­რი შე­თან­ხმე­ბით, ჯგუ­ფის მიერ, გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა, შე­ნახ­ვა. ასე­ვე, ბრალ­დე­ბულ ლ.კ.-ს დიდი ოდე­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა და შე­ნახ­ვა.

შუ­ამ­დგომ­ლო­ბის თა­ნახ­მად, ბრალ­დე­ბუ­ლებ­მა წი­ნას­წა­რი შე­თან­ხმე­ბით, გა­მო­ძი­ე­ბით და­უდ­გე­ნელ დრო­სა და ვი­თა­რე­ბა­ში, შემ­დგომ­ში მოხ­მა­რე­ბის მიზ­ნით, უკა­ნო­ნოდ შე­ი­ძი­ნეს და შე­ი­ნა­ხეს 42,9524 გრა­მი გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა მდმა. ბრალ­დე­ბულ­მა ლ.კ.-მ, ასე­ვე გა­მო­ძი­ე­ბით და­უდ­გე­ნელ დრო­სა და ვი­თა­რე­ბა­ში უკა­ნო­ნოდ შე­ი­ძი­ნა და შე­ი­ნა­ხა 0,0857 გრა­მი დიდი ოდე­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა მდმა.

ღია სა­სა­მარ­თლო სხდო­მა­ზე, აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის კონ­კრე­ტუ­ლი სა­ხის შერ­ჩე­ვი­სას სა­სა­მარ­თლომ მხედ­ვე­ლო­ბა­ში მი­ი­ღო ის გა­რე­მო­ე­ბა, რომ ბრალ­დე­ბუ­ლებს ბრა­ლად ედე­ბათ გან­ზრა­ხი, ჯგუ­ფუ­რი, გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე კა­ტე­გო­რი­ის და­ნა­შა­უ­ლე­ბე­ბის შე­საძ­ლო ჩა­დე­ნა. ამას­თან ბრალ­დე­ბულ ლ.რ-ს ნარ­კო­ლო­გი­უ­რი გა­მოკ­ვლე­ვის ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნის თა­ნახ­მად, და­უდ­გინ­და ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის ექი­მის და­ნიშ­ნუ­ლე­ბის გა­რე­შე უკა­ნო­ნოდ მოხ­მა­რე­ბის ფაქ­ტი. ბრა­ლად შე­რა­ცხუ­ლი ქმე­დე­ბის, ხა­სი­ა­თის, სპე­ცი­ფი­კის და გავ­რცე­ლე­ბუ­ლო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, არ­სე­ბობს და­სა­ბუ­თე­ბუ­ლი ვა­რა­უ­დის სტან­დარ­ტით ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის მხრი­დან და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი საქ­მი­ა­ნო­ბის გაგ­რძე­ლე­ბის საფრ­თხე­ე­ბი და გარ­კვე­უ­ლი რის­კე­ბი.

ასე­ვე სა­სა­მარ­თლომ მი­იჩ­ნია, რომ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბი­სა­გან თა­ვის არი­დე­ბის მიზ­ნით, არ­სე­ბობს ბრალ­დე­ბულ­თა მხრი­დან მი­მალ­ვის, სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნო­ებ­სა და სა­სა­მარ­თლოს­თვის თა­ვის არი­დე­ბის საფრ­თხე, გა­მომ­დი­ნა­რე იქე­დან, რომ ბრა­ლად შე­რა­ცხუ­ლი ქმე­დე­ბე­ბი სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად ით­ვა­ლის­წი­ნებს 8 დან 20 წლამ­დე და მათ შო­რის უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას.

ასე­ვე სა­სა­მარ­თლო­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლი მა­სა­ლე­ბით დას­ტურ­დე­ბა, რომ ბრალ­დე­ბუ­ლებს აქვთ გარ­კვე­უ­ლი კავ­ში­რე­ბი ქვეყ­ნის ფარ­გლებს გა­რეთ და მათ არა­ერ­თხელ გა­დაკ­ვე­თეს სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვა­რი", - ნათ­ქვა­მია სა­სა­მარ­თლოს გან­ცხა­დე­ბა­ში.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ზე წი­ნა­სა­სა­მარ­თლო სხდო­მა 22 ივ­ნისს 16 სა­ათ­ზე გა­ი­მარ­თე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

სასამართლო ლევან როსტოშვილთან და ლაშა კურტანიძესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

სასამართლო ლევან როსტოშვილთან და ლაშა კურტანიძესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

თბილისის საქალაქო სასამართლო ბრალდებულ ლევან როსტოშვილთან და ლაშა კურტანიძესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადებას "ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ:

"თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიამ განიხილა და დააკმაყოფილა საქართველოს მთავარი პროკურატურის შუამდგომლობა ბრალდებულების ლ.რ.-ს და ლ.კ.-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების

სახით - პატიმრობის გამოყენების თაობაზე.

მათ ბრალად ედებათ წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა. ასევე, ბრალდებულ ლ.კ.-ს დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა.

შუამდგომლობის თანახმად, ბრალდებულებმა წინასწარი შეთანხმებით, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, შემდგომში მოხმარების მიზნით, უკანონოდ შეიძინეს და შეინახეს 42,9524 გრამი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება მდმა. ბრალდებულმა ლ.კ.-მ, ასევე გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა და შეინახა 0,0857 გრამი დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება მდმა.

ღია სასამართლო სხდომაზე, აღკვეთის ღონისძიების კონკრეტული სახის შერჩევისას სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ ბრალდებულებს ბრალად ედებათ განზრახი, ჯგუფური, განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულებების შესაძლო ჩადენა. ამასთან ბრალდებულ ლ.რ-ს ნარკოლოგიური გამოკვლევის ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარების ფაქტი. ბრალად შერაცხული ქმედების, ხასიათის, სპეციფიკის და გავრცელებულობის გათვალისწინებით, არსებობს დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით ბრალდებულების მხრიდან დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების საფრთხეები და გარკვეული რისკები.

ასევე სასამართლომ მიიჩნია, რომ პასუხისმგებლობისაგან თავის არიდების მიზნით, არსებობს ბრალდებულთა მხრიდან მიმალვის, საგამოძიებო ორგანოებსა და სასამართლოსთვის თავის არიდების საფრთხე, გამომდინარე იქედან, რომ ბრალად შერაცხული ქმედებები სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს 8 დან 20 წლამდე და მათ შორის უვადო თავისუფლების აღკვეთას.

ასევე სასამართლოში წარმოდგენილი მასალებით დასტურდება, რომ ბრალდებულებს აქვთ გარკვეული კავშირები ქვეყნის ფარგლებს გარეთ და მათ არაერთხელ გადაკვეთეს სახელმწიფო საზღვარი", - ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა 22 ივნისს 16 საათზე გაიმართება.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ