ლევან როსტოშვილის განცხადებით, არ შეიძლება მას და მის მეგობარს ერთი და იგივე ბრალი ჰქონდეთ წარდგენილი ყოფილ ტელეწამყვანის ლევან როსტოშვილის განცხადებით, არ შეიძლება მას და მის მეგობარს ერთი და იგივე ბრალი ჰქონდეთ წარდგენილი, რადგან იმ დღეს, როცა მათი დაკავება მოხდა , ლაშა კურტანიძეს მანქანით გაუარა და სამსახურში უნდა წაეყვანა.
გამოძიების ინფორმაციით, ნარკოტიკული საშუალება ლევან როსტოშვილის ავტომანქანაში 2 ადგილას იქნა აღმოჩენილი, საბარგულსა და იმ სკამის ქვეშ, სადაც ლაშა კურტანიძე იჯდა.
როგორც როსტოშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე განაცხადა, შესაძლოა, იმ სკამზე მამამისი ან დედამისი მჯდარიყო და "მათაც იგივე ბრალი ხომ არ უნდა წაყენებოდათ?!".
როსტოშვილის თქმით, აქედან გამომდინარე არალოგიკურია, რომ მას და მის მეგობარს ერთი და იგივე ბრალი აქვთ წარდგენილი.
"გავუარე ლაშას და მიმყავდა სამსახურში. შეიძლება იმ სკამზე მამაჩემი ან დედაჩემი ყოფილიყო და მათაც იგივე ბრალი უნდა წაყენებოდათ?!", - განაცხადა პროცესზე როსტოშვილმა.
ლევან როსტოშვილს და ლაშა კურტანიძეს გამოძიება ნარკოტიკების შეძენა-შენახვას ედავება. ორივე ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ.
იხილეთ: "დაკავებისას ლევან როსტოშვილი "კოკაინის" ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა" - პროკურორი