პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

12

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:57-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 05:54 – კარგად შეძლებთ მნიშვნელოვანი ამოცანების დაგეგმვასა. იმ სამუშაოს შესრულებას, რომელიც მოითხოვს სიზუსტეს, მათემატიკურ გამოთვლებს და ინსტრუქციების მკაფიო დაცვას. ადამიანი ავლენს პასუხისმგებლობას, პრაქტიკულობას და მოვალეობის გრძნობას. რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. აქტიური ორგანოებია: მუხლები, ძვლები, სახსრები, კანი, სისხლის მიმოქცევის სისტემა. დაიცავით უმარილო დიეტა.
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გაუპატიურება დაუპირა და რადგან წინააღმდეგობა გაუწია, თავში ქვა ჩაარტყა" - რას ჰყვებიან წნორში მამაკაცზე, რომელსაც 58 წლის ქალის მკვლელობა ბრალდება
"გაუპატიურება დაუპირა და რადგან წინააღმდეგობა გაუწია, თავში ქვა ჩაარტყა" - რას ჰყვებიან წნორში მამაკაცზე, რომელსაც 58 წლის ქალის მკვლელობა ბრალდება

სიღ­ნა­ღის სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­დაც­ვის სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრო­მე­ლი, უფრო ზუს­ტად, წნო­რის ჯან­დაც­ვის ცენ­ტრის მედ­და 58 წლის ელზა გე­ლაშ­ვი­ლი 4 მა­ისს, და­ახ­ლო­ე­ბით 13:00 სა­ათ­ზე წნო­რის ცენ­ტრი­დან და­ი­კარ­გა. ორ­დღი­ა­ნი ძებ­ნის შემ­დეგ ქალი წნო­რი­დან მო­შო­რე­ბით, სო­ფელ ერი­სი­მე­დის მახ­ლობ­ლად, მდი­ნა­რის პი­რას მოკ­ლუ­ლი იპო­ვეს. ახ­ლობ­ლე­ბი ქა­ლის გა­უ­ჩი­ნა­რე­ბის შემ­დეგ ვა­რა­უ­დობ­დნენ, რომ ამის მი­ზე­ზი შე­საძ­ლოა ყა­ჩა­ღო­ბა გამ­ხდა­რი­ყო. მათი თქმით, ელზა გე­ლაშ­ვი­ლი ბან­კი­დან სეს­ხის აღე­ბას ან გან­ვა­დე­ბის გა­კე­თე­ბას აპი­რებ­და წყლის გა­მათ­ბობ­ლის შე­სა­ძე­ნად, თუმ­ცა და­კარ­გვის მო­მენ­ტის­თვის მას ბან­კი­დან თან­ხა აღე­ბუ­ლი არ ჰქონ­და, რად­გან სეს­ხი გან­ხილ­ვის პრო­ცეს­ში იყო.

ქა­ლის ძებ­ნა გა­უ­ჩი­ნა­რე­ბის სა­ღა­მოს­ვე და­ი­წყეს ახ­ლობ­ლებ­მა და ში­ნაგნ საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­საც მი­მარ­თეს. ოჯა­ხი ელზა გე­ლაშ­ვილს სიღ­ნაღ­სა და წნორს შო­რის ტყე­ში ეძებ­და, სწო­რედ ამ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე იპო­ვეს 5 მა­ისს ქა­ლის ფეხ­საც­მე­ლი.

ელზა გე­ლაშ­ვი­ლი, რო­გორც თა­ვი­სი საქ­მის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი და თბი­ლი ადა­მი­ა­ნი დიდი პა­ტი­ვის­ცე­მით სარ­გებ­ლობ­და წნო­რის მო­სახ­ლე­ო­ბა­ში, რომ­ლე­ბიც მომ­ხდა­რით შეძრწუ­ნე­ბუ­ლი არი­ან. ად­გი­ლობ­რი­ვი მცხოვ­რე­ბი, რომ­ლის სა­ხელ­სა და გვარს, მი­სი­ვე თხოვ­ნით, არ ვა­სა­ხე­ლებთ, მომ­ხდა­რის დე­ტა­ლებ­ზე გვე­სა­უბ­რე­ბა:

- ელზა ძა­ლი­ან თბი­ლი და საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნი იყო. მთე­ლი წნო­რი იც­ნობ­და და პა­ტივს სცემ­და, მშრო­მე­ლი ქალი, რო­გორც შე­ეძ­ლო მხარ­ში ედგა ოჯახ­სა და შვი­ლებს. თა­ვი­დან გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ქალი შე­საძ­ლოა და­ყა­ჩა­ღე­ბის მიზ­ნით გა­ე­ტა­ცე­ბი­ნათ, მაგ­რამ განა რა უნდა ჰქო­ნო­და უბ­რა­ლო მედ­დას, რომ ვინ­მე ამის გამო მკვლე­ლო­ბა­ზე წა­სუ­ლი­ყო. მკვლე­ლი და­კა­ვე­ბუ­ლია და რო­გორც ამ­ბო­ბენ უკვე აღი­ა­რა და­ნა­შა­უ­ლი. მან ქალს გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბა და­უ­პი­რა და რად­გან წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა გა­უ­წია, თავ­ში ქვა ჩა­არ­ტყა. ზოგი ადა­მი­ა­ნი კი არა მხე­ცი და მა­ნი­ა­კია, სწო­რედ ამის­თა­ნამ იმ­სხვერ­პლა სა­წყა­ლი ქალი.

ელზა ისე­ვე რო­გორც ბევ­რი სხვა, წნორ­ში სიღ­ნა­ღი­დან და­დი­ო­და სა­მუ­შა­ოდ. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, სიღ­ნა­ღი­დან წნორ­ში და პი­რი­ქი­თაც სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტი და­დის, მაგ­რამ ხში­რად ხდე­ბა, რომ სამ­სა­ხუ­რი­დან გა­მო­სუ­ლი უმან­ქა­ნო ხალ­ხს, რო­მე­ლიც გა­ჩე­რე­ბა­ზე ელო­დე­ბა სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ტრან­სპორ­ტს, უჩე­რე­ბენ მან­ქა­ნას და სიღ­ნაღ­ში გა­ი­ყო­ლე­ბენ ხოლ­მე. აქ ლა­მის ყვე­ლა

იც­ნობს ერ­თმა­ნეთს და აქამ­დე ენ­დო­ბოდ­ნენ კი­დეც.

გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

იხი­ლეთ ვი­დეო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"გაუპატიურება დაუპირა და რადგან წინააღმდეგობა გაუწია, თავში ქვა ჩაარტყა" - რას ჰყვებიან წნორში მამაკაცზე, რომელსაც 58 წლის ქალის მკვლელობა ბრალდება

"გაუპატიურება დაუპირა და რადგან წინააღმდეგობა გაუწია, თავში ქვა ჩაარტყა" - რას ჰყვებიან წნორში მამაკაცზე, რომელსაც 58 წლის ქალის მკვლელობა ბრალდება

სიღნაღის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის თანამშრომელი, უფრო ზუსტად, წნორის ჯანდაცვის ცენტრის მედდა 58 წლის ელზა გელაშვილი 4 მაისს, დაახლოებით 13:00 საათზე წნორის ცენტრიდან დაიკარგა. ორდღიანი ძებნის შემდეგ ქალი წნორიდან მოშორებით, სოფელ ერისიმედის მახლობლად, მდინარის პირას მოკლული იპოვეს. ახლობლები ქალის გაუჩინარების შემდეგ ვარაუდობდნენ, რომ ამის მიზეზი შესაძლოა ყაჩაღობა გამხდარიყო. მათი თქმით, ელზა გელაშვილი ბანკიდან სესხის აღებას ან განვადების გაკეთებას აპირებდა წყლის გამათბობლის შესაძენად, თუმცა დაკარგვის მომენტისთვის მას ბანკიდან თანხა აღებული არ ჰქონდა, რადგან სესხი განხილვის პროცესში იყო.

ქალის ძებნა გაუჩინარების საღამოსვე დაიწყეს ახლობლებმა და შინაგნ საქმეთა სამინისტროსაც მიმართეს. ოჯახი ელზა გელაშვილს სიღნაღსა და წნორს შორის ტყეში ეძებდა, სწორედ ამ ტერიტორიაზე იპოვეს 5 მაისს ქალის ფეხსაცმელი.

ელზა გელაშვილი, როგორც თავისი საქმის პროფესიონალი და თბილი ადამიანი დიდი პატივისცემით სარგებლობდა წნორის მოსახლეობაში, რომლებიც მომხდარით შეძრწუნებული არიან. ადგილობრივი მცხოვრები, რომლის სახელსა და გვარს, მისივე თხოვნით, არ ვასახელებთ, მომხდარის დეტალებზე გვესაუბრება:

- ელზა ძალიან თბილი და საყვარელი ადამიანი იყო. მთელი წნორი იცნობდა და პატივს სცემდა, მშრომელი ქალი, როგორც შეეძლო მხარში ედგა ოჯახსა და შვილებს. თავიდან გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქალი შესაძლოა დაყაჩაღების მიზნით გაეტაცებინათ, მაგრამ განა რა უნდა ჰქონოდა უბრალო მედდას, რომ ვინმე ამის გამო მკვლელობაზე წასულიყო. მკვლელი დაკავებულია და როგორც ამბობენ უკვე აღიარა დანაშაული. მან ქალს გაუპატიურება დაუპირა და რადგან წინააღმდეგობა გაუწია, თავში ქვა ჩაარტყა. ზოგი ადამიანი კი არა მხეცი და მანიაკია, სწორედ ამისთანამ იმსხვერპლა საწყალი ქალი.

ელზა ისევე როგორც ბევრი სხვა, წნორში სიღნაღიდან დადიოდა სამუშაოდ. რასაკვირველია, სიღნაღიდან წნორში და პირიქითაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი დადის, მაგრამ ხშირად ხდება, რომ სამსახურიდან გამოსული უმანქანო ხალხს, რომელიც გაჩერებაზე ელოდება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, უჩერებენ მანქანას და სიღნაღში გაიყოლებენ ხოლმე. აქ ლამის ყველა

იცნობს ერთმანეთს და აქამდე ენდობოდნენ კიდეც.

განაგრძეთ კითხვა

იხილეთ ვიდეო

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ