საზოგადოება
Faceამბები

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კონფლიქტები
პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ალეკო ელისაშვილის დაკავების კადრები და მანქანაზე გაწოლილი ნატა ფერაძე - რა ბედი ელით "პანორამა თბილისის" აქციაზე დაკავებულებს
ალეკო ელისაშვილის დაკავების კადრები და მანქანაზე გაწოლილი ნატა ფერაძე - რა ბედი ელით "პანორამა თბილისის" აქციაზე დაკავებულებს

გა­ნახ­ლე­ბუ­ლი| "პა­ნო­რა­მა თბი­ლი­სის" სა­წი­ნა­აღ­მდე­გო აქ­ცი­ა­ზე და­კა­ვე­ბუ­ლებს თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში გა­და­იყ­ვა­ნენ, - ამის შე­სა­ხებ ახალ­გაზ­რდა ად­ვო­კატ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის იუ­რის­ტმა ნონა ქურ­დო­ვა­ნი­ძემ გა­ნა­ცხა­და , რო­მე­ლიც შს სა­მი­ნის­ტროს შე­ნო­ბა­ში და­კა­ვე­ბუ­ლებს შეხ­ვდა.

რო­გორც ნონა ქურ­დო­ვა­ნი­ძემ აღ­ნიშ­ნა, ამ დრო­ის­თვის შსს-ს შე­ნო­ბა­ში არის 5 და­კა­ვე­ბუ­ლი, ხოლო მე­ექ­ვსე, ალე­კო ელი­საშ­ვი­ლი სა­სა­მარ­თლო­შია გა­დაყ­ვა­ნი­ლი.

რო­გორც ად­ვო­კატ­მა აღ­ნიშ­ნა, ხუთ და­კა­ვე­ბულს ბრა­ლი ედე­ბა ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექ­სის 173-ე მუხ­ლის თა­ნახ­მად, რაც პო­ლი­ცი­ის მო­თხოვ­ნი­სად­მი და­უ­მორ­ჩი­ლებ­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს.

"მე­ექ­ვსე და­კა­ვე­ბულს ვერ შევ­ხვდი. ალე­კო ელი­საშ­ვი­ლი სა­სა­მარ­თლო­შია გა­დაყ­ვა­ნი­ლი. ხუთი მათ­გა­ნიც იქ გა­და­ყავთ. ამი­ტომ ჩვენ ახლა სა­სა­მარ­თლო­ში მი­ვე­მარ­თე­ბით", - გა­ნა­ცხა­და ნონა ქურ­დო­ვა­ნი­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, ამ ეტაპ­ზე უც­ნო­ბია, თუ რო­დის გა­ი­მარ­თე­ბა სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი. მი­სი­ვე თქმით, მა­სა­ლე­ბი უნდა გა­და­იგ­ზავ­ნოს სა­სა­მარ­თლო­ში და უკვე სა­სა­მარ­თლო თა­ვად გან­სა­ზღვრავს რო­დის ჩა­ი­ნიშ­ნე­ბა პრო­ცე­სი.

ქურ­დო­ვა­ნი­ძის გან­მარ­ტე­ბით, აღ­ნიშ­ნუ­ლი მუხ­ლი ჯა­რი­მას 250-დან 2 000 ლა­რამ­დე ან ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ პა­ტიმ­რო­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს პრეს­სამ­სა­ხუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 6 პირი და­კა­ვე­ბუ­ლია ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექ­სის 166-ე მუხ­ლით, რაც წვრილ­მან ხუ­ლიგ­ნო­ბას და ასე­ვე 173-ე მუხ­ლით, რაც პო­ლი­ცი­ე­ლის­თვის წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გა­წე­ვას გუ­ლის­ხმობს.

სა­მი­ნის­ტროს პრეს­სამ­სა­ხუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, დღეს­ვე აქ­ცი­ა­ზე და­ზი­ან­და სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის ავ­ტო­მან­ქა­ნა და აღ­ნიშ­ნულ ფაქ­ტზე და­ი­წყო გა­მო­ძი­ე­ბა.

"აქ­ცი­ა­ზე და­ზი­ან­და სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის ავ­ტო­მან­ქა­ნა და აღ­ნიშ­ნულ ფაქ­ტზე და­ი­წყო გა­მო­ძი­ე­ბა სსსკ-ის 187-ე მუხ­ლით, რაც სხვი­სი ნივ­თის და­ზი­ა­ნე­ბას გუ­ლის­ხმობს", - აცხა­დე­ბენ შს სა­მი­ნის­ტრო­ში.

იხი­ლეთ ვი­დეო

ალეკო ელისაშვილის დაკავების კადრები და მანქანაზე გაწოლილი ნატა ფერაძე - რა ბედი ელით "პანორამა თბილისის" აქციაზე დაკავებულებს

ალეკო ელისაშვილის დაკავების კადრები და მანქანაზე გაწოლილი ნატა ფერაძე - რა ბედი ელით "პანორამა თბილისის" აქციაზე დაკავებულებს

განახლებული| „პანორამა თბილისის“ საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებულებს თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაიყვანენ, - ამის შესახებ ახალგაზრდა ადვოკატთა ასოციაციის იურისტმა ნონა ქურდოვანიძემ განაცხადა , რომელიც შს სამინისტროს შენობაში დაკავებულებს შეხვდა.

როგორც ნონა ქურდოვანიძემ აღნიშნა, ამ დროისთვის შსს-ს შენობაში არის 5 დაკავებული, ხოლო მეექვსე, ალეკო ელისაშვილი სასამართლოშია გადაყვანილი.

როგორც ადვოკატმა აღნიშნა, ხუთ დაკავებულს ბრალი ედება ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის თანახმად, რაც პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

„მეექვსე დაკავებულს ვერ შევხვდი. ალეკო ელისაშვილი სასამართლოშია გადაყვანილი. ხუთი მათგანიც იქ გადაყავთ. ამიტომ ჩვენ ახლა სასამართლოში მივემართებით“, - განაცხადა ნონა ქურდოვანიძემ.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე უცნობია, თუ როდის გაიმართება სასამართლო პროცესი. მისივე თქმით, მასალები უნდა გადაიგზავნოს სასამართლოში და უკვე სასამართლო თავად განსაზღვრავს როდის ჩაინიშნება პროცესი.

ქურდოვანიძის განმარტებით, აღნიშნული მუხლი ჯარიმას 250-დან 2 000 ლარამდე ან ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, 6 პირი დაკავებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით, რაც წვრილმან ხულიგნობას და ასევე 173-ე მუხლით, რაც პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.

სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, დღესვე აქციაზე დაზიანდა საპატრულო პოლიციის ავტომანქანა და აღნიშნულ ფაქტზე დაიწყო გამოძიება.

”აქციაზე დაზიანდა საპატრულო პოლიციის ავტომანქანა და აღნიშნულ ფაქტზე დაიწყო გამოძიება სსსკ-ის 187-ე მუხლით, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს”, - აცხადებენ შს სამინისტროში.

იხილეთ ვიდეო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია