ლაგოდეხის რაიონის სოფელ მაწიმში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ძმამ ძმა მოკლა. როგორც „ამბები.გე“-ს შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე 108-ე მუხლითაა აღძრული, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
საგამოძიებო უწყებაში ასევე აცხადებენ, რომ მკვლელი დაკავებულია.