მსოფლიოში გაბარიტებით ყველაზე დიდი მწერი ჰუანსი ჩჟუანის მთებში, ჩინეთის ჩრდილო დასავლეთ ავტონომიურ რაიონში აღმოაჩინეს. ნაპოვნი ეგზემპლარი 62,4 სანტიმეტრი სიგრძისაა. დღემდე რეკორდსმენად ფობაეიკუს ჩანი ითვლებოდა, რომელიც მალაიზიის ჯუნგლებში აღმოაჩინეს 2008 წელს. მისი სიგრძე 56.7 სანტიმეტრი იყო. მისი ჩინური "ანალოგი" ენტომოლოგმა ჩჟაო ლიმ აღმოაჩინა. "მაღალმთიან რეგიონში მწერებს ვეძებდი და უცებ შევამჩნიე რაღაც, რაც ხის ტოტს გავდა. გავოგნდი, როდესაც გიგანტური მწერი დავინახე, რომლის კიდურებიც ისეთივე სიგრძის იყო, როგორც სხეული", - იხსენებს მეცნიერი.
ჩჟაომ აიღო მწერის ექვსი კვერცხი, დაელოდა მისი შთამომავლების გამოჩეკვას და მათგან ყველაზე პატარა მწერი გაზომა. მისი სხეულის სიგრძე 26 სანტიმეტრი აღმოჩნდა. ახალმა სახეობამ სახელწოდება მისი აღმომჩენის პატივსაცემად მიიღო და დაერქვა ფრიგანისტრა ჩინესის ჩჟაო.
მომზადებულია topnews.ru-ს მიხედვით.