სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მკვლელობა სიღნაღში – 58 წლის ქალი გაჩერებიდან გაიტაცეს და მოკლეს
მკვლელობა სიღნაღში – 58 წლის ქალი გაჩერებიდან გაიტაცეს და მოკლეს

სიღ­ნა­ღის სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­დაც­ვის სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრო­მე­ლი, 58 წლის ელზა გე­ლაშ­ვი­ლი მოკ­ლუ­ლი იპო­ვეს. ქალს 2 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ეძებ­დნენ. ის 4 მა­ისს, და­ახ­ლო­ე­ბით 13:00 სა­ა­თის­თვის წნო­რის ცენ­ტრი­დან და­ი­კარ­გა. პო­ლი­ცი­ამ გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით წარ­სულ­ში მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის­თვის ნა­სა­მარ­თლე­ვი მა­მა­კა­ცი და­ა­კა­ვა, რო­მე­ლიც სიღ­ნა­ღის რა­ი­ო­ნის მა­ცხოვ­რე­ბე­ლია.

4 მა­ისს, ვიდ­რე და­ი­კარ­გე­ბო­და, ელზა გე­ლაშ­ვი­ლი წნორ­ში, ცენ­ტრა­ლურ ქუ­ჩა­ზე, ჯერ გა­ჩე­რე­ბა­ზე, შემ­დეგ კი "მარ­შუტ­კა­ში" შე­ნიშ­ნეს.

"პირ­ვე­ლი სა­ა­თის­თვის გა­მო­სუ­ლა სამ­სა­ხუ­რი­დან. წნორ­ში, ცენ­ტრა­ლურ გზა­ზე, გა­ჩე­რე­ბა­ზე მდგა­რა და­ახ­ლო­ე­ბით 1:30-დან 14:00 სა­ა­თამ­დე პე­რი­ოდ­ში. ერთ-ერთი ტაქ­სის მძღოლ­მა, მე­ზო­ბელ­მა და­ა­ფიქ­სი­რა. 15 წუთ­ში რომ გა­მო­ვი­ა­რე, ვი­ფიქ­რე სახ­ლში წა­ვიყ­ვა­ნო, აღარ დახ­ვდა იქ. სა­ღა­მოს ახ­ლობ­ლებ­მა ძებ­ნა და­ი­წყეს. რომ და­ღამ­და და კი­დევ არ გა­მოჩ­ნდა, მერე პო­ლი­ცი­ა­ში გან­ვა­ცხა­დეთ", – ამ­ბობს მა­რი­ნე შა­იშ­მე­ლაშ­ვი­ლი, ელზა გე­ლაშ­ვი­ლის ნა­თე­სა­ვი.

"პო­ლი­ცია სამი სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში გვკი­თხავ­და. როცა გა­მოგ­ვიშ­ვეს და სიღ­ნაღ­ში ამო­ვე­დით, ოჯა­ხის ახ­ლო­ბელ­მა ბი­ჭებ­მა ძებ­ნა ჯგუფ – ჯგუ­ფად გა­ნაგ­რძეს. იმ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ეძებ­დნენ, სა­ი­და­ნაც გა­უ­ჩი­ნარ­და. პო­ლი­ცი­ა­ში გვი­თხრეს ჩვენც მოვ­ძებ­ნი­თო, მაგ­რამ ძებ­ნა არ და­უ­წყი­ათ, ჩვენ არ­სად შეგ­ვხვდნენ. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ჩვენ­მა ბი­ჭებ­მა ძებ­ნის შე­დე­გად ქა­ლის ტუფ­ლი იპო­ვეს, ვნა­ხეთ და და­ვა­დას­ტუ­რეთ, რომ ეს ელ­ზას ფეხ­საც­მე­ლი იყო, რო­მე­ლიც იმ დღეს ეცვა, როცა და­ი­კარ­გა", – გვი­თხრა ელე­ო­ნო­რა გე­ლაშ­ვილ­მა.

ფეხ­საც­მლის პოვ­ნის შე­სა­ხებ პო­ლი­ცი­ას აც­ნო­ბეს, მაგ­რამ რო­გორც სიღ­ნა­ღე­ლი ად­ვო­კა­ტი თენ­გიზ ბეჟაშ­ვი­ლი ამ­ბობს, პო­ლი­ცი­ა­ში გა­ნა­ცხა­დეს, რომ ვიდ­რე სამი დღე არ გა­ვი­დო­და საქ­მეს ვერ აღ­ძრავ­დნენ და ვერც ძებ­ნას და­ი­წყებ­დნენ.

"პირ­ვე­ლი აღ­შფო­თე­ბა რაც იყო, ქა­ლის ერთი ფეხ­საც­მე­ლი იყო ნა­პოვ­ნი და პო­ლი­ცი­ა­ში აცხა­დებ­დნენ, ვიდ­რე სამი დღეა არ გავა, ჩვენ საქ­მეს არ აღვძრავთ და ძებ­ნას არ და­ვი­წყებ­თო", – აღ­ნიშ­ნავს თენ­გიზ ბეჟაშ­ვი­ლი.

იხი­ლეთ სრუ­ლად: კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

მკვლელობა სიღნაღში – 58 წლის ქალი გაჩერებიდან გაიტაცეს და მოკლეს

მკვლელობა სიღნაღში – 58 წლის ქალი გაჩერებიდან გაიტაცეს და მოკლეს

სიღნაღის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის თანამშრომელი, 58 წლის ელზა გელაშვილი მოკლული იპოვეს. ქალს 2 დღის განმავლობაში ეძებდნენ. ის 4 მაისს, დაახლოებით 13:00 საათისთვის წნორის ცენტრიდან დაიკარგა. პოლიციამ განზრახ მკვლელობის ბრალდებით წარსულში მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევი მამაკაცი დააკავა, რომელიც სიღნაღის რაიონის მაცხოვრებელია.

4 მაისს, ვიდრე დაიკარგებოდა, ელზა გელაშვილი წნორში, ცენტრალურ ქუჩაზე, ჯერ გაჩერებაზე, შემდეგ კი "მარშუტკაში" შენიშნეს.

"პირველი საათისთვის გამოსულა სამსახურიდან. წნორში, ცენტრალურ გზაზე, გაჩერებაზე მდგარა დაახლოებით 1:30-დან 14:00 საათამდე პერიოდში. ერთ-ერთი ტაქსის მძღოლმა, მეზობელმა დააფიქსირა. 15 წუთში რომ გამოვიარე, ვიფიქრე სახლში წავიყვანო, აღარ დახვდა იქ. საღამოს ახლობლებმა ძებნა დაიწყეს. რომ დაღამდა და კიდევ არ გამოჩნდა, მერე პოლიციაში განვაცხადეთ", – ამბობს მარინე შაიშმელაშვილი, ელზა გელაშვილის ნათესავი.

"პოლიცია სამი საათის განმავლობაში გვკითხავდა. როცა გამოგვიშვეს და სიღნაღში ამოვედით, ოჯახის ახლობელმა ბიჭებმა ძებნა ჯგუფ – ჯგუფად განაგრძეს. იმ ტერიტორიაზე ეძებდნენ, საიდანაც გაუჩინარდა. პოლიციაში გვითხრეს ჩვენც მოვძებნითო, მაგრამ ძებნა არ დაუწყიათ, ჩვენ არსად შეგვხვდნენ. მოგვიანებით, ჩვენმა ბიჭებმა ძებნის შედეგად ქალის ტუფლი იპოვეს, ვნახეთ და დავადასტურეთ, რომ ეს ელზას ფეხსაცმელი იყო, რომელიც იმ დღეს ეცვა, როცა დაიკარგა", – გვითხრა ელეონორა გელაშვილმა.

ფეხსაცმლის პოვნის შესახებ პოლიციას აცნობეს, მაგრამ როგორც სიღნაღელი ადვოკატი თენგიზ ბეჟაშვილი ამბობს, პოლიციაში განაცხადეს, რომ ვიდრე სამი დღე არ გავიდოდა საქმეს ვერ აღძრავდნენ და ვერც ძებნას დაიწყებდნენ.

"პირველი აღშფოთება რაც იყო, ქალის ერთი ფეხსაცმელი იყო ნაპოვნი და პოლიციაში აცხადებდნენ, ვიდრე სამი დღეა არ გავა, ჩვენ საქმეს არ აღვძრავთ და ძებნას არ დავიწყებთო", – აღნიშნავს თენგიზ ბეჟაშვილი.

იხილეთ სრულად: კახეთის საინფორმაციო ცენტრი

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"