პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

7

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 20:04-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 02:05-ზე – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, ახალი სასწავლო ციკლების დასაყენებლად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოების დღე. კარგია პურის გამოცხობა. შეიტანეთ კორექტირება ბიზნესში და გააფართოვეთ გავლენის სფეროები. ხელი მოაწერე ხელშეკრულებებს. კარგია თანამშრომლების დაქირავება, საჯარო ღონისძიებების ჩატარება. მიიღეთ ახალი ინფორმაცია, გაიუმჯობესეთ განათლება. იმუშავეთ გუნდში და განიხილეთ აქტუალური საკითხები კოლეგების ან თანამოაზრეების გარემოცვაში. აქტიური ორგანოებია: თეძოები, ვენები, საჯდომის ნერვი. ფაფა, ბოსტნეული და ხილი შეუცვლელია.
სამხედრო
Faceამბები
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ისე არ ვთამადობ, თუ ერთი უცხოელი მაინც არ ზის სუფრასთან" - მითი გელა ჩარკვიანზე და ნახატით გადმოცემული სათქმელი
"ისე არ ვთამადობ, თუ ერთი უცხოელი მაინც არ ზის სუფრასთან" - მითი გელა ჩარკვიანზე და ნახატით გადმოცემული სათქმელი

გელა ჩარ­კვი­ანს მსოფ­ლიო შე­მოვ­ლი­ლი აქვს, მაგ­რამ ფიქ­რობს, რომ სვა­ნეთ­ზე უკე­თე­სი მხა­რე არ უნა­ხავს; ეს ეხე­ბა რო­გორც ბუ­ნე­ბას, ასე­ვე ეთ­ნოგ­რა­ფი­ას, არ­ქი­ტექ­ტუ­რას, ხალ­ხიც სა­უ­კე­თე­სოა და ეა­მა­ყე­ბა, რომ მისი გვა­რი წარ­მო­შო­ბით ამ ულა­მა­ზე­სი კუ­თხი­და­ნაა.

სვა­ნუ­რი სა­წყი­სი

- ზოგ­ჯერ ვფიქ­რობ, - ჩვე­ნი, ჩარ­კვი­ა­ნე­ბის უშუ­ა­ლო წი­ნა­პა­რი სვა­ნე­თი­დან რა­ტომ გა­მო­იქ­ცა და თავი ლე­ჩხუმს შე­ა­ფა­რა?.. ჩვენ მა­ინც, ში­ნა­გა­ნად, ქვეც­ნო­ბი­ე­რად, სვა­ნუ­რი სა­წყი­სი გვაქვს. მეტ­საც გე­ტყვით, ჩემ­მა შვილ­მა, ირაკ­ლიმ თა­ვი­სი პირ­ვე­ლი ალ­ბო­მი გერ­მა­ნი­ა­ში ჩა­წე­რა და მას და­არ­ქვა "სვან სონ" ანუ სვა­ნის სიმ­ღე­რა. პირ­ველ ალ­ბომს ამას რომ და­არ­ქმევ, სვა­ნო­ბა აბა, სხვა რა არის?! მახ­სოვს, როცა ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში პირ­ვე­ლად გა­მოვ­ჩნდი, მა­შინ ერ­თა­დერ­თი არხი არ­სე­ბობ­და და ამი­ტომ, პი­როვ­ნე­ბის მი­მართ გარ­კვე­უ­ლი ინ­ტე­რე­სი უმალ ჩნდე­ბო­და. ახლა იმ­დე­ნი ტე­ლე­ვი­ზი­აა, შე­იძ­ლე­ბა, ვინ­მე ბევ­რჯერ გა­მოჩ­ნდეს, მაგ­რამ მა­ინც არ და­ი­მახ­სოვ­რონ. მა­შინ ჩემ­ზე ჭო­რიც გავ­რცელ­და, - ეს ბიჭი ერ­თმა ენათ­მეც­ნი­ერ­მა სვა­ნე­თის მთებ­ში, სა­დღაც მიყ­რუ­ე­ბულ სო­ფელ­ში აღ­მო­ა­ჩი­ნა, მო­უს­მი­ნა და თქვა: ეს ვუნ­დერ­კინ­დი და სუ­პერსვა­ნია, ამი­ტომ თბი­ლის­ში წა­მო­იყ­ვა­ნა. სამ თვე­ში ბიჭი შექ­სპირს უკვე ინ­გლი­სუ­რად კი­თხუ­ლობ­და და კი­დეც თარ­გმნი­დაო. აი, ასე­თი მითი შე­იქ­მნა... ინ­გლი­სურ­მა, რა თქმა უნდა, ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში უდი­დე­სი როლი ითა­მა­შა და დიდი სარ­გე­ბე­ლიც მო­მი­ტა­ნა. უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­მა­და გავ­ხდი. ამას რა­ტომ ვამ­ბობ? ისე არ ვთა­მა­დობ, თუ ერთი უცხო­ე­ლი მა­ინც არ ზის სუფ­რას­თან. ერთხელ, ჯერ კი­დევ შე­ვარ­დნა­ძის დროს, ლი­კან­ში ვის­ვე­ნებ­დი და ბრი­ტა­ნე­თის ელჩმა და­მი­რე­კა (შოტ­ლან­დი­ე­ლი კაცი იყო, ზოგ­ჯერ კილტსაც იც­ვამ­და და გუ­დასტვირ­ზეც უკ­რავ­და): გელა, შენ­თან სა­თხო­ვა­რი მაქვს. მარ­თა­ლია, ახლა ის­ვე­ნებ, მაგ­რამ ჩემი ქა­ლიშ­ვი­ლის ქორ­წილ­ში უნდა ითა­მა­დოო. ვი­ცო­დი, რომ მისი ქა­ლიშ­ვი­ლი, აი­ო­ნა სვან ილოს მიჰ­ყვე­ბო­და ცო­ლად. - ჩემ გარ­და, თა­მა­და ვე­რა­ვინ ნახე-მეთ­ქი? - ბევ­რი ვი­ფიქ­რე, მაგ­რამ შენ­ნა­ი­რი ვე­რა­ვინ ვი­პო­ვე. ჯერ ერთი, თა­ნამ­დე­ბო­ბა გაქვს, მე­ო­რე - სვა­ნი ხარ და მე­სა­მე - ინ­გლი­სუ­რი იციო. რა თქმა უნდა, ქორ­წილ­ში წა­ვე­დი და ვი­თა­მა­დე. მინ­და, აი­ო­ნა­სა და ილოს კი­დევ ერთხელ ვუ­სურ­ვო ბედ­ნი­ე­რე­ბა. ვიცი, რომ კარ­გად და ჯან­მრთე­ლად არი­ან.

მო­წა­ფე­ე­ბის უც­ნა­უ­რო­ბა­ნი

- ბევ­რი სა­ხე­ლო­ვა­ნი მო­წა­ფე მყო­ლია, მათ შო­რის: მო­მა­ვა­ლი პრე­ზი­დენ­ტი, მი­ნის­ტრე­ბი, ელ­ჩე­ბი; ისი­ნი, ვინც დიდ წარ­მა­ტე­ბებს მი­აღ­წი­ეს და მათ ხში­რად ვიხ­სე­ნებ. ახლა ვი­სა­უბ­რებ უც­ნო­ბებ­ზე ანუ იმათ­ზე, ვი­საც გაკ­ვე­თი­ლე­ბის დროს, რა­ღაც ორი­გი­ნა­ლუ­რი ან უც­ნა­უ­რი აზრი გა­მო­უთ­ქვამთ. სა­ერ­თოდ, ყვე­ლა გაკ­ვე­თილ­ზე მხო­ლოდ ინ­გლი­სუ­რად ვლა­პა­რა­კობ­დი. თარ­გმანს ყო­ველ­თვის და­წე­რილს ვი­თხოვ­დი. ერ­თმა ბიჭ­მა გა­და­თარ­გმნი­ლი ტექ­სტი მო­მი­ტა­ნა, სა­დაც ინ­გლი­სუ­რი სა­შო­ბაო სუფ­რის აღ­წე­რა იყო გად­მო­ცე­მუ­ლი. მა­შინ მათ სუფ­რა­ზე ყო­ველ­თვის იყო ე.წ. "ფორქ ფაი" - ეს არის ღო­რის ხორ­ცის­გან მომ­ზა­დე­ბუ­ლი ღვე­ზე­ლი. იმა­ნაც, ტექ­სტი თარ­გმნა და ბო­ლოს, ასე და­ამ­თავ­რა: სუფ­რა­ზე იდო ხილი და ღო­რის "პონ­ჩი­კი". გა­მოთ­ქმა - "ღო­რის პონ­ჩი­კი" ძა­ლი­ან მო­მე­წო­ნა. ამის შემ­დეგ, სახ­ლში რა­ი­მეს ხორ­ცის­გან თუ მო­ვამ­ზა­დებ­დით, ყვე­ლა­ფერს "ღო­რის პონ­ჩიკს" ვე­ძახ­დით. იგი­ვე ბიჭი, ერთხელ ჩემ­თან ძა­ლი­ან აგ­ზნე­ბუ­ლი მო­ვი­და. ვფიქ­რობ, - ნე­ტავ, რა მო­უ­ვი­და-მეთ­ქი? - გელა მასწ., ახლა ერთი ფილ­მი ვნა­ხეო... ვთხო­ვე, ინ­გლი­სუ­რად ელა­პა­რა­კა, ის კი მა­ინც ქარ­თუ­ლად ამ­ბობს: გელა მასწ., რიო-დე-ჟა­ნე­ი­როს კარ­ნა­ვა­ლი ვნა­ხეო. მე ინ­გლი­სუ­რად ვე­კი­თხე­ბი: მერე, რა მო­გე­წო­ნა, მუ­სი­კა? ისევ ქარ­თუ­ლად მპა­სუ­ხობს: არა, არა, სხვა რამე მო­მე­წო­ნაო. მკაც­რად ვუ­თხა­რი, - მი­თხა­რი, რაც მო­გე­წო­ნა, ოღონდ - ინ­გლი­სუ­რად! და­ხა­რა თვა­ლე­ბი და, - გელა მასწ., "საჩ ე ტრაკ"!.. იმა­ვე ბიჭს ეხე­ბა შემ­დე­გი ამ­ბა­ვიც... ერთხელ ჩემი "ჩაჭ­რა" მო­ინ­დო­მა და მე­კი­თხე­ბა: თქვენ ხომ ყვე­ლა­ფე­რი იცით და აბა, მი­თხა­რით, რო­გორ იქ­ნე­ბა ინ­გლი­სუ­რად ან­ტი­ლო­პა გნუ? მივ­ხვდი, რომ ლექ­სი­კონ­ში წა­ი­კი­თხა ეს გნუ, მაგ­რამ "გ" ასო არ იკი­თხე­ბა და ვუ­თხა­რი, - ან­ტი­ლო­პა ნუ. გაბ­რაზ­და, რად­გან კოვ­ზი ნა­ცარ­ში ჩა­უ­ვარ­და. - კარ­გი, მა­შინ, სომ­ხუ­რად რო­გორ იქ­ნე­ბაო? ვე­უბ­ნე­ბი: ეგ რო­გორ არ იცი? სომ­ხუ­რად იქ­ნე­ბა ან­ტი­ლო­პა გნა-მეთ­ქი, - ასე გა­ვაგ­რძე­ლე ხუმ­რო­ბა. გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?

"ისე არ ვთამადობ, თუ ერთი უცხოელი მაინც არ ზის სუფრასთან" - მითი გელა ჩარკვიანზე და ნახატით გადმოცემული სათქმელი

"ისე არ ვთამადობ, თუ ერთი უცხოელი მაინც არ ზის სუფრასთან" - მითი გელა ჩარკვიანზე და ნახატით გადმოცემული სათქმელი

გელა ჩარკვიანს მსოფლიო შემოვლილი აქვს, მაგრამ ფიქრობს, რომ სვანეთზე უკეთესი მხარე არ უნახავს; ეს ეხება როგორც ბუნებას, ასევე ეთნოგრაფიას, არქიტექტურას, ხალხიც საუკეთესოა და ეამაყება, რომ მისი გვარი წარმოშობით ამ ულამაზესი კუთხიდანაა.

სვანური საწყისი

- ზოგჯერ ვფიქრობ, - ჩვენი, ჩარკვიანების უშუალო წინაპარი სვანეთიდან რატომ გამოიქცა და თავი ლეჩხუმს შეაფარა?.. ჩვენ მაინც, შინაგანად, ქვეცნობიერად, სვანური საწყისი გვაქვს. მეტსაც გეტყვით, ჩემმა შვილმა, ირაკლიმ თავისი პირველი ალბომი გერმანიაში ჩაწერა და მას დაარქვა "სვან სონ" ანუ სვანის სიმღერა. პირველ ალბომს ამას რომ დაარქმევ, სვანობა აბა, სხვა რა არის?! მახსოვს, როცა ტელევიზიაში პირველად გამოვჩნდი, მაშინ ერთადერთი არხი არსებობდა და ამიტომ, პიროვნების მიმართ გარკვეული ინტერესი უმალ ჩნდებოდა. ახლა იმდენი ტელევიზიაა, შეიძლება, ვინმე ბევრჯერ გამოჩნდეს, მაგრამ მაინც არ დაიმახსოვრონ. მაშინ ჩემზე ჭორიც გავრცელდა, - ეს ბიჭი ერთმა ენათმეცნიერმა სვანეთის მთებში, სადღაც მიყრუებულ სოფელში აღმოაჩინა, მოუსმინა და თქვა: ეს ვუნდერკინდი და სუპერსვანია, ამიტომ თბილისში წამოიყვანა. სამ თვეში ბიჭი შექსპირს უკვე ინგლისურად კითხულობდა და კიდეც თარგმნიდაო. აი, ასეთი მითი შეიქმნა... ინგლისურმა, რა თქმა უნდა, ჩემს ცხოვრებაში უდიდესი როლი ითამაშა და დიდი სარგებელიც მომიტანა. უპირველეს ყოვლისა, საერთაშორისო თამადა გავხდი. ამას რატომ ვამბობ? ისე არ ვთამადობ, თუ ერთი უცხოელი მაინც არ ზის სუფრასთან. ერთხელ, ჯერ კიდევ შევარდნაძის დროს, ლიკანში ვისვენებდი და ბრიტანეთის ელჩმა დამირეკა (შოტლანდიელი კაცი იყო, ზოგჯერ კილტსაც იცვამდა და გუდასტვირზეც უკრავდა): გელა, შენთან სათხოვარი მაქვს. მართალია, ახლა ისვენებ, მაგრამ ჩემი ქალიშვილის ქორწილში უნდა ითამადოო. ვიცოდი, რომ მისი ქალიშვილი, აიონა სვან ილოს მიჰყვებოდა ცოლად. - ჩემ გარდა, თამადა ვერავინ ნახე-მეთქი? - ბევრი ვიფიქრე, მაგრამ შენნაირი ვერავინ ვიპოვე. ჯერ ერთი, თანამდებობა გაქვს, მეორე - სვანი ხარ და მესამე - ინგლისური იციო. რა თქმა უნდა, ქორწილში წავედი და ვითამადე. მინდა, აიონასა და ილოს კიდევ ერთხელ ვუსურვო ბედნიერება. ვიცი, რომ კარგად და ჯანმრთელად არიან.

მოწაფეების უცნაურობანი

- ბევრი სახელოვანი მოწაფე მყოლია, მათ შორის: მომავალი პრეზიდენტი, მინისტრები, ელჩები; ისინი, ვინც დიდ წარმატებებს მიაღწიეს და მათ ხშირად ვიხსენებ. ახლა ვისაუბრებ უცნობებზე ანუ იმათზე, ვისაც გაკვეთილების დროს, რაღაც ორიგინალური ან უცნაური აზრი გამოუთქვამთ. საერთოდ, ყველა გაკვეთილზე მხოლოდ ინგლისურად ვლაპარაკობდი. თარგმანს ყოველთვის დაწერილს ვითხოვდი. ერთმა ბიჭმა გადათარგმნილი ტექსტი მომიტანა, სადაც ინგლისური საშობაო სუფრის აღწერა იყო გადმოცემული. მაშინ მათ სუფრაზე ყოველთვის იყო ე.წ. "ფორქ ფაი" - ეს არის ღორის ხორცისგან მომზადებული ღვეზელი. იმანაც, ტექსტი თარგმნა და ბოლოს, ასე დაამთავრა: სუფრაზე იდო ხილი და ღორის "პონჩიკი". გამოთქმა - "ღორის პონჩიკი" ძალიან მომეწონა. ამის შემდეგ, სახლში რაიმეს ხორცისგან თუ მოვამზადებდით, ყველაფერს "ღორის პონჩიკს" ვეძახდით. იგივე ბიჭი, ერთხელ ჩემთან ძალიან აგზნებული მოვიდა. ვფიქრობ, - ნეტავ, რა მოუვიდა-მეთქი? - გელა მასწ., ახლა ერთი ფილმი ვნახეო... ვთხოვე, ინგლისურად ელაპარაკა, ის კი მაინც ქართულად ამბობს: გელა მასწ., რიო-დე-ჟანეიროს კარნავალი ვნახეო. მე ინგლისურად ვეკითხები: მერე, რა მოგეწონა, მუსიკა? ისევ ქართულად მპასუხობს: არა, არა, სხვა რამე მომეწონაო. მკაცრად ვუთხარი, - მითხარი, რაც მოგეწონა, ოღონდ - ინგლისურად! დახარა თვალები და, - გელა მასწ., "საჩ ე ტრაკ"!.. იმავე ბიჭს ეხება შემდეგი ამბავიც... ერთხელ ჩემი "ჩაჭრა" მოინდომა და მეკითხება: თქვენ ხომ ყველაფერი იცით და აბა, მითხარით, როგორ იქნება ინგლისურად ანტილოპა გნუ? მივხვდი, რომ ლექსიკონში წაიკითხა ეს გნუ, მაგრამ "გ" ასო არ იკითხება და ვუთხარი, - ანტილოპა ნუ. გაბრაზდა, რადგან კოვზი ნაცარში ჩაუვარდა. - კარგი, მაშინ, სომხურად როგორ იქნებაო? ვეუბნები: ეგ როგორ არ იცი? სომხურად იქნება ანტილოპა გნა-მეთქი, - ასე გავაგრძელე ხუმრობა. განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია