მიხეილ სააკაშვილი - ლევან ვარშალომიძე უნდა დაბრუნდეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ

მიხეილ სააკაშვილი - ლევან ვარშალომიძე უნდა დაბრუნდეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ

8 ოქტომბრის საპარლამენტო და აჭარის რეგიონალურ არჩევნებში "ნაციონალური მოძრაობის" გამარჯვების შემდეგ ლევან ვარშალომიძე უნდა დაბრუნდეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ და გააგრძელოს რეგიონის აღმშენებლობის საქმე, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" საკუთარ გვერდზე წერს და ლევან ვარშალომიძესთან შეხვედრის ამსახველ ვიდეომასალას ავრცელებს.

მიხეილ სააკაშვილმა 12 წლის წინ აჭარაში განვითარებული მოვლენებიც გაიხსენა.

"დღეს 6 მაისია. 12 წლის წინ ადგილობრივი სეპარატისტი ფეოდალი, თვითგამოცხადებული ავტონომიის მეთაური ასლან აბაშიძე, რუსი გენერლის ნეტკაჩიოვის და ბათუმის რუსული სამხედრო ბაზის მხარდაჭერით ღიად აღარ ემორჩილებოდა საქართველოს ხელისუფლებას; მისმა კერძო არმიამ ნეტკაჩოვის მეთაურობით არ გამატარა უკანონო საბაჟო გამშვებ პუნქტზე ადმინისტრაციულ საზღვართან, მაგრამ აბაშიძე იძულებული გახდა გაქცეულიყო ბათუმიდან . 6 მაისსვე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაში შეყვანილი იქნა საქართველოს სამხედრო შენაერთები", -აცხადებს სააკაშვილი.

იხილეთ ვიდეო

მიხეილ სააკაშვილი წერს, რომ პირველივე დღიდან აჭარის ახალი ხელმძღვანელობა ლევან ვარშალომიძის მეთაურობით შეუდგა რეგიონის ინტენსიურ განვითარებას. "რამდენიმე მილიარდიანი ინვესტიციის შედეგად აჭარა ევროპის ყველაზე სწრაფად განვითარებად რეგიონად იქცა. მისი წასვლის შემდეგ ლევანის პროექტების უმრავლესობა შეჩერდა და არ დაწყებულა პრაქტიკულად არცერთი ახალი მასშტაბური პროექტი. როიალ კარრიბიანის პორტის, ხელვაჩაურის ინდუსტრიული ზონის, ამერიკული ტექნოლოგიური უნივერსიტეტის, ხულოს სათხილამურო კურორტის შემდგომი განვითარების, მერიაში აეროპორტის გადატანის, გონიოს ხიდისა და ბათუმის ბულვარის ორჯერ გაგრძელების პროექტი, ასეულობით ტურისტული ობიექტის მშენებლობის შეჩერების შედეგად დაიკარგა ათობით ათასი სამუშაო ადგილი. ჩვენ ძალიან ბევრი დრო დავკარგეთ…

დღეს, ლევანი ჩემთანაა სტუმრად. 8 ოქტომბრის საპარლამენტო და აჭარის რეგიონალურ არჩევნებში ნაციონალური მოძრაობის გამარჯვების შემდეგ ლევან ვარშალომიძე უნდა დაბრუნდეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ და გააგრძელოს რეგიონის აღმშენებლობის საქმე", - წერს სააკაშვილი.

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

LIVE - ეთერშია გადაცემა "რეზიუმე"

"დებატორი მხარეების შეპირისპირება ხშირად დემაგოგიაში მიდის“, - რით არის გამოწვეული პოლიტიკური დებატების დაბალი კულტურა საქართველოში?