საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

15

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ გაანადგურებენ ზღვის კურორტებზე წელს კოღოებს - მასშტაბური სადეზინსექციო სამუშაოები იწყება
როგორ გაანადგურებენ ზღვის კურორტებზე წელს კოღოებს - მასშტაბური სადეზინსექციო სამუშაოები იწყება

სა­ქარ­თვე­ლოს შავი ზღვის­პი­რა სა­კუ­რორ­ტო ზოლ­ში და­ა­ვა­დე­ბა­თა გა­დამ­ტა­ნი მწე­რე­ბის - კო­ღო­ე­ბის გავ­რცე­ლე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი სა­დე­ზინ­სექ­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბი იგეგ­მე­ბა.

ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით დღეს ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში სა­მუ­შაო შეხ­ვედ­რა გა­ი­მარ­თა, რო­მელ­საც სა­ქარ­თვე­ლოს შრო­მის, ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის მი­ნის­ტრი და­ვით სერ­გე­ენ­კო, სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის მი­ნის­ტრის პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლე ნო­დარ კე­რე­სე­ლი­ძე, და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რი ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძე და სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე მე­რაბ ლი­პარ­ტია ეს­წრე­ბოდ­ნენ.

და­გეგ­მი­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბი შავი ზღვის­პი­რა სა­კუ­რორ­ტო ზო­ნა­ში ანაკ­ლი­ი­დან სარ­ფამ­დე ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გა­ტა­რე­ბას გუ­ლის­ხმობს.

რო­გორც ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრმა ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას აღ­ნიშ­ნა, ორ­შა­ბა­თი­დან შავი ზღვის­პი­რა რე­გი­ო­ნებ­ში მას­შტა­ბუ­რი სა­მუ­შა­ო­ე­ბი და­ი­წყე­ბა, რომ­ლის ამო­ცა­ნა მწე­რის მიერ გა­დამ­ტა­ნი და­ა­ვა­დე­ბე­ბის პრო­ფი­ლაქ­ტი­კა და პრე­ვენ­ცია იქ­ნე­ბა.

წი­ნას­წარ შერ­ჩე­უ­ლი ე. წ. კრი­ტი­კუ­ლი ზო­ნე­ბი, შე­სა­ბა­მი­სი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბით და­მუ­შავ­დე­ბა. და­ვით სერ­გე­ენ­კოს გან­მარ­ტე­ბით, ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო შე­ნო­ბის შიდა არე­ა­ლებს ადა­მი­ა­ნის­თვის უსაფრ­თხო ნივ­თი­ე­რე­ბით და­ა­მუ­შა­ვებს, ხოლო სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტრო შე­სა­ბა­მის სა­მუ­შა­ო­ებს კო­ღო­ე­ბის გავ­რცე­ლე­ბი­სა და გამ­რავ­ლე­ბის მა­ღა­ლი რის­კის მქო­ნე არე­ა­ლებ­ში, ტყის­პი­რა ზო­ნებ­სა და წყალ­სა­ტე­ვებ­ში ჩა­ა­ტა­რებს.

სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის მი­ნის­ტრის პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლის, ნო­დარ კე­რე­სე­ლი­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტრო და სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში კო­ღოს სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ, აჭა­რის, გუ­რი­ი­სა და სა­მეგ­რე­ლოს რე­გი­ო­ნებ­ში 2 ათას ჰექტრამ­დე ტე­რი­ტო­რი­ის და­მუ­შა­ვე­ბას გეგ­მავს. და­მუ­შავ­დე­ბა წყალ­სა­ტე­ვე­ბი და ღია სივ­რცე­ე­ბი, წყალ­სა­ტე­ვე­ბი ბი­ოპ­რე­პა­რა­ტე­ბით, ხოლო ღია სივ­რცე­ე­ბი - "თერ­მუ­ლი ნის­ლის" მე­თო­დით.

და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რის, ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით კი, წელს სა­კუ­რორ­ტო ზოლ­ში ორ­ჯერ და­მუ­შავ­დე­ბა 3 მი­ლი­ონ 500 000 კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რის შე­ნო­ბე­ბის ფარ­თო­ბი ანუ ჯამ­ში 7 მი­ლი­ო­ნი კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი და არა­სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ფარ­თი.

ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­მუ­შავ­დე­ბა ასე­ვე სა­ო­ჯა­ხო სას­ტუმ­რო­ე­ბი, ბრენ­დუ­ლი სას­ტუმ­რო­ე­ბი კი თა­ვად უზ­რუნ­ველ­ყო­ფენ მსგავ­სი ტი­პის ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გა­ტა­რე­ბას.

მი­სი­ვე ცნო­ბით, შე­და­რე­ბით მცი­რე მას­შტა­ბით და­მუ­შავ­დე­ბა შე­ნო­ბე­ბი კა­ხე­თის რე­გი­ონ­ში - ყვა­რელ­ში, დე­დოფ­ლის­წყა­რო­სა და გურ­ჯა­ან­ში.

sponsored by ContentRoom

როგორ გაანადგურებენ ზღვის კურორტებზე წელს კოღოებს - მასშტაბური სადეზინსექციო სამუშაოები იწყება

როგორ გაანადგურებენ ზღვის კურორტებზე წელს კოღოებს - მასშტაბური სადეზინსექციო სამუშაოები იწყება

საქართველოს შავი ზღვისპირა საკურორტო ზოლში დაავადებათა გადამტანი მწერების - კოღოების გავრცელების საწინააღმდეგო ფართომასშტაბიანი სადეზინსექციო სამუშაოები იგეგმება.

ამასთან დაკავშირებით დღეს ჯანდაცვის სამინისტროში სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე და სურსათის ეროვნული სააგენტოს დირექტორის მოადგილე მერაბ ლიპარტია ესწრებოდნენ.

დაგეგმილი სამუშაოები შავი ზღვისპირა საკურორტო ზონაში ანაკლიიდან სარფამდე ღონისძიებების გატარებას გულისხმობს.

როგორც ჯანდაცვის მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ორშაბათიდან შავი ზღვისპირა რეგიონებში მასშტაბური სამუშაოები დაიწყება, რომლის ამოცანა მწერის მიერ გადამტანი დაავადებების პროფილაქტიკა და პრევენცია იქნება.

წინასწარ შერჩეული ე. წ. კრიტიკული ზონები, შესაბამისი ტექნოლოგიებით დამუშავდება. დავით სერგეენკოს განმარტებით, ჯანდაცვის სამინისტრო შენობის შიდა არეალებს ადამიანისთვის უსაფრთხო ნივთიერებით დაამუშავებს, ხოლო სოფლის მეურნეობის სამინისტრო შესაბამის სამუშაოებს კოღოების გავრცელებისა და გამრავლების მაღალი რისკის მქონე არეალებში, ტყისპირა ზონებსა და წყალსატევებში ჩაატარებს.

სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილის, ნოდარ კერესელიძის ინფორმაციით, სოფლის მეურნეობის სამინისტრო და სურსათის ეროვნული სააგენტო პროგრამის ფარგლებში კოღოს საწინააღმდეგოდ, აჭარის, გურიისა და სამეგრელოს რეგიონებში 2 ათას ჰექტრამდე ტერიტორიის დამუშავებას გეგმავს. დამუშავდება წყალსატევები და ღია სივრცეები, წყალსატევები ბიოპრეპარატებით, ხოლო ღია სივრცეები - „თერმული ნისლის" მეთოდით.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით კი, წელს საკურორტო ზოლში ორჯერ დამუშავდება 3 მილიონ 500 000 კვადრატული მეტრის შენობების ფართობი ანუ ჯამში 7 მილიონი კვადრატული მეტრი საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართი.

ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, დამუშავდება ასევე საოჯახო სასტუმროები, ბრენდული სასტუმროები კი თავად უზრუნველყოფენ მსგავსი ტიპის ღონისძიებების გატარებას.

მისივე ცნობით, შედარებით მცირე მასშტაბით დამუშავდება შენობები კახეთის რეგიონში - ყვარელში, დედოფლისწყაროსა და გურჯაანში.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ