პოლიტიკა

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამართალი
მოზაიკა
სპორტი
მსოფლიო
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიორგი გოცირიძეს 4 ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა - უახლესი ინფორმაცია "კომედი შოუს" მსახიობის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე
გიორგი გოცირიძეს 4 ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა - უახლესი ინფორმაცია "კომედი შოუს" მსახიობის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე

"კო­მე­დი შოუს" მსა­ხი­ობს გი­ორ­გი გო­ცი­რი­ძეს, რო­მელ­საც რამ­დე­ნი­მე დღის წინ ავ­ტო­მო­ბი­ლი და­ე­ჯა­ხა, ქი­რურ­გი­ის ეროვ­ნულ ცენ­ტრში ოთხი ურ­თუ­ლე­სი ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და. 27 წლის პა­ცი­ენტს ოპე­რა­ცი­ე­ბი მუც­ლის ღრუს ორ­გა­ნო­ებ­ზე და ქვე­და კი­დუ­რებ­ზე ჩა­უ­ტარ­და. ამ­ჟა­მად მისი მდგო­მა­რე­ო­ბა მძი­მეა, მსა­ხი­ო­ბი მარ­თვით სუნ­თქვა­ზე იმ­ყო­ფე­ბა. ინ­ფორ­მა­ცია გო­ცი­რი­ძის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ AMBEBI.GE-ს ერის­თა­ვის სა­ხე­ლო­ბის ქი­რურ­გი­ის ეროვ­ნულ ცენ­ტრში მი­ა­წო­დეს.

"ავა­რი­ის შე­დე­გად მოხ­ვედ­რილ პა­ცი­ენტს ჩა­უ­ტარ­და ურ­თუ­ლე­სი ოპე­რა­ცია მუც­ლის ღრუს ორ­გა­ნო­ებ­ზე, რო­მე­ლიც ქი­რურ­გმა შოთა ძა­გა­ნი­ამ ჩა­ა­ტა­რა. ასე­ვე, პა­ცი­ენტს და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ჰქონ­და ორი­ვე კი­დუ­რი და ურ­თუ­ლე­სი ტრავ­მა­ტო­ლო­გი­უ­რი ოპე­რა­ცია ჩა­ა­ტა­რა წვი­ვებ­ზე ტრამ­ვა­ტო­ლოგ­მა ზურა ორაგ­ვე­ლი­ძემ. პა­ცი­ენ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბა კვლავ მძი­მეა, იმ­ყო­ფე­ბა კრი­ტი­კუ­ლი მე­დი­ცი­ნის დე­პარ­ტა­მენ­ტში აპა­რა­ტუ­რულ სუნ­თქვა­ზე" - გან­გვი­ცხა­დეს სა­ა­ვად­მყო­ფო­ში.

გი­ორ­გი გო­ცი­რი­ძეს 27 აპ­რილს, ბე­ლი­აშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე, გვი­ან ღა­მით ავ­ტო­მო­ბი­ლი და­ე­ჯა­ხა. იგი სას­წრა­ფო-სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­დამ სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში შო­კურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი გა­და­იყ­ვა­ნა.

ასე­ვე იხი­ლეთ: "ხელ­ში ავი­ღე მისი ფეხი და დავ­დე" - რას ჰყვე­ბა თვითმხილ­ვე­ლი "კო­მე­დი შოუს" მსა­ხი­ო­ბის ავა­რი­ა­ზე და რო­გო­რია მისი მდგო­მა­რე­ო­ბა

გიორგი გოცირიძეს 4 ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა - უახლესი ინფორმაცია "კომედი შოუს" მსახიობის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე

გიორგი გოცირიძეს 4 ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა - უახლესი ინფორმაცია "კომედი შოუს" მსახიობის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე

"კომედი შოუს" მსახიობს გიორგი გოცირიძეს, რომელსაც რამდენიმე დღის წინ ავტომობილი დაეჯახა, ქირურგიის ეროვნულ ცენტრში ოთხი ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა. 27 წლის პაციენტს ოპერაციები მუცლის ღრუს ორგანოებზე და ქვედა კიდურებზე ჩაუტარდა. ამჟამად მისი მდგომარეობა მძიმეა, მსახიობი მართვით სუნთქვაზე იმყოფება. ინფორმაცია გოცირიძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ AMBEBI.GE-ს ერისთავის სახელობის ქირურგიის ეროვნულ ცენტრში მიაწოდეს.

"ავარიის შედეგად მოხვედრილ პაციენტს ჩაუტარდა ურთულესი ოპერაცია მუცლის ღრუს ორგანოებზე, რომელიც ქირურგმა შოთა ძაგანიამ ჩაატარა. ასევე, პაციენტს დაზიანებული ჰქონდა ორივე კიდური და ურთულესი ტრავმატოლოგიური ოპერაცია ჩაატარა წვივებზე ტრამვატოლოგმა ზურა ორაგველიძემ. პაციენტის მდგომარეობა კვლავ მძიმეა, იმყოფება კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში აპარატურულ სუნთქვაზე" - განგვიცხადეს საავადმყოფოში.

გიორგი გოცირიძეს 27 აპრილს, ბელიაშვილის ქუჩაზე, გვიან ღამით ავტომობილი დაეჯახა. იგი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ სამედიცინო დაწესებულებაში შოკურ მდგომარეობაში მყოფი გადაიყვანა.

ასევე იხილეთ: "ხელში ავიღე მისი ფეხი და დავდე" - რას ჰყვება თვითმხილველი "კომედი შოუს" მსახიობის ავარიაზე და როგორია მისი მდგომარეობა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია