სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები

27

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 04:18-ზე, მთვარის პირველი დღე დადგება 07:02-ზე, მთვარე ტყუპშია – ჰარმონიული და მარტივი დღეა, სიყვარულის, პატიებისა და მიღების. არ ღირს მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. თუმცა, ის, რაც დღეს დაიგეგმება, მოგვიანებით წარმატებით განხორციელდება. ნუ გადატვირთავთ თავს ფიზიკურად და ემოციურად. ნაკლები ილაპარაკეთ. საღამოსკენ გაუმკლავდით ფინანსურ საკითხებს. გადაიხადეთ ვალები. მეტი დრო გაატარეთ ბუნებაში. დღეს არ შექმნათ ოჯახი. საყვარელ ადამიანთან ერთად გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ოპერაციებს სასუნთქ ორგანოებზე. დაღლილობას სუფთა ჰაერზე გასეირნება, მსუბუქი ვარჯიში მოგიხსნით. მსუბუქად იკვებეთ.
პოლიტიკა
მსოფლიო
წიგნები
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თბილისის რომელ უბნებში დაწესდება შეზღუდვა ქაოტურ განაშენიანებაზე
თბილისის რომელ უბნებში დაწესდება შეზღუდვა ქაოტურ განაშენიანებაზე

გე­ნე­რა­ლუ­რი გეგ­მის მი­ღე­ბამ­დე კონ­კრე­ტულ უბ­ნებს, რომ­ლე­ბიც მჭიდ­როდ არის და­სახ­ლე­ბუ­ლი და ქა­ლა­ქის ცენ­ტრა­ლურ ნა­წილ­შია, შე­ე­ზღუ­დე­ბათ ინ­ტენ­სი­ვო­ბის K2 კო­ე­ფი­ცი­ენ­ტის გაზ­რდა, - ამის შე­სა­ხებ თბი­ლი­სის მერ­მა და­ვით ნარ­მა­ნი­ამ დღეს გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და.

"ჩვენ მი­ვი­ღეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, ქა­ლა­ქის ცენ­ტრა­ლურ ნა­წილ­ში წეს­დე­ბა დრო­ე­ბი­თი შე­ზღუდ­ვა სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლებ­ზე K2 კო­ე­ფი­ცი­ენ­ტის (სა­ერ­თო მო­ცუ­ლო­ბა იმ ფარ­თი­სა, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა აშენ­დეს მო­ცე­მულ მი­წის ნაკ­ვეთ­ზე) გაზ­რდას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რაც სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ვცემს, შევ­ცვა­ლოთ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში დამ­კვიდ­რე­ბუ­ლი მან­კი­ე­რი პრაქ­ტი­კა - თბი­ლი­სის ცენ­ტრა­ლუ­რი და ის­ტო­რი­უ­ლი ნა­წი­ლის ქა­ო­ტუ­რი გა­ნა­შე­ნი­ა­ნე­ბა, ისე­დაც მჭიდ­რო და­სახ­ლე­ბებ­ში", - გა­ნა­ცხა­და ნარ­მა­ნი­ამ.

მი­სი­ვე თქმით, შე­ზღუდ­ვე­ბი შე­ე­ხე­ბა დე­და­ქა­ლა­ქის ის­ტო­რი­ულ ნა­წილ­სა და მჭიდ­როდ და­სახ­ლე­ბულ უბ­ნებს. და­ვით ნარ­მა­ნი­ას გან­ცხა­დე­ბით, შე­ზღუდ­ვა გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა შემ­დეგ უბ­ნებ­ზე: სა­ბურ­თა­ლოს ძი­რი­თა­დი ნა­წი­ლი, ვაკე, დი­დუ­ბის ნა­წი­ლი, წე­რეთ­ლის გამ­ზი­რი და მისი მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რია, ის­ნის რა­ი­ო­ნის ის­ტო­რი­უ­ლი ნა­წი­ლი და მთაწ­მინ­და-კრწა­ნი­სის რა­ი­ო­ნის ის­ტო­რი­უ­ლი უბ­ნე­ბი.

და­ვით ნარ­მა­ნი­ას გან­ცხა­დე­ბით, დად­გინ­დე­ბა ქა­ლა­ქის გა­ნა­შე­ნი­ა­ნე­ბის ცი­ვი­ლუ­რი წე­სე­ბი, რაც დე­და­ქა­ლა­ქის მთავ­რო­ბას თბი­ლის­ში ქა­ო­ტუ­რი მშე­ნებ­ლო­ბე­ბის და­რე­გუ­ლი­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას მის­ცემს. თბი­ლი­სის მე­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სხვა უბ­ნებ­ზე დრო­ე­ბი­თი შე­ზღუდ­ვა არ გავ­რცელ­დე­ბა, რათა გარე უბ­ნებს გან­ვი­თა­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა მი­ე­ცეს.

ნარ­მა­ნი­ას თქმით, დე­და­ქა­ლა­ქის მთავ­რო­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრი­ო­რი­ტე­ტი თბი­ლი­სის გამ­წვა­ნე­ბაა და ამ მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც ძა­ლი­ან კონ­კრე­ტუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბი გა­და­იდ­გმე­ბა, კერ­ძოდ, იმ გამ­წვა­ნე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე (სკვე­რე­ბი, ბა­ღე­ბი), რომ­ლე­ბიც სა­ცხოვ­რე­ბელ ზო­ნებ­ში ხვდე­ბა, გა­ნა­შე­ნი­ა­ნე­ბა შე­ი­ზღუ­დე­ბა. მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ასე­ვე, კონ­კრე­ტუ­ლი უბ­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბი­სას, შე­მუ­შავ­დე­ბა გა­ნა­შე­ნი­ა­ნე­ბის რე­გუ­ლი­რე­ბის გეგ­მე­ბი (გრგ), რაც იქ­ნე­ბა კი­დევ ერთი და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრე­ვენ­ცი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბა თბი­ლის­ში ქა­ო­ტუ­რი მშე­ნებ­ლო­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ.

ნარ­მა­ნი­ას ინ­ფორ­მა­ცი­ით, ცვლი­ლე­ბე­ბი თბი­ლი­სის ტე­რი­ტო­რი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბი­სა და გა­ნა­შე­ნი­ა­ნე­ბის რე­გუ­ლი­რე­ბის წე­სებ­ში შევა და დო­კუ­მენ­ტი საკ­რე­ბუ­ლოს და­სამ­ტკი­ცებ­ლად დღეს­ვე გა­და­ეგ­ზავ­ნე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვინ ხარჯავს ყველაზე მეტს თავდაცვაზე და როგორ გამოიყურება საქართველოს შეირაღებული ძალების შესაძლობები

თბილისის რომელ უბნებში დაწესდება შეზღუდვა ქაოტურ განაშენიანებაზე

თბილისის რომელ უბნებში დაწესდება შეზღუდვა ქაოტურ განაშენიანებაზე

გენერალური გეგმის მიღებამდე კონკრეტულ უბნებს, რომლებიც მჭიდროდ არის დასახლებული და ქალაქის ცენტრალურ ნაწილშია, შეეზღუდებათ ინტენსივობის K2 კოეფიციენტის გაზრდა, - ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში წესდება დროებითი შეზღუდვა საცხოვრებელ სახლებზე K2 კოეფიციენტის (საერთო მოცულობა იმ ფართისა, რომელიც შეიძლება აშენდეს მოცემულ მიწის ნაკვეთზე) გაზრდასთან დაკავშირებით, რაც საშუალებას მოგვცემს, შევცვალოთ წლების განმავლობაში დამკვიდრებული მანკიერი პრაქტიკა - თბილისის ცენტრალური და ისტორიული ნაწილის ქაოტური განაშენიანება, ისედაც მჭიდრო დასახლებებში", - განაცხადა ნარმანიამ.

მისივე თქმით, შეზღუდვები შეეხება დედაქალაქის ისტორიულ ნაწილსა და მჭიდროდ დასახლებულ უბნებს. დავით ნარმანიას განცხადებით, შეზღუდვა განხორციელდება შემდეგ უბნებზე: საბურთალოს ძირითადი ნაწილი, ვაკე, დიდუბის ნაწილი, წერეთლის გამზირი და მისი მიმდებარე ტერიტორია, ისნის რაიონის ისტორიული ნაწილი და მთაწმინდა-კრწანისის რაიონის ისტორიული უბნები.

დავით ნარმანიას განცხადებით, დადგინდება ქალაქის განაშენიანების ცივილური წესები, რაც დედაქალაქის მთავრობას თბილისში ქაოტური მშენებლობების დარეგულირების შესაძლებლობას მისცემს. თბილისის მერის ინფორმაციით, სხვა უბნებზე დროებითი შეზღუდვა არ გავრცელდება, რათა გარე უბნებს განვითარების საშუალება მიეცეს.

ნარმანიას თქმით, დედაქალაქის მთავრობის მნიშვნელოვანი პრიორიტეტი თბილისის გამწვანებაა და ამ მიმართულებითაც ძალიან კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგმება, კერძოდ, იმ გამწვანებულ ტერიტორიებზე (სკვერები, ბაღები), რომლებიც საცხოვრებელ ზონებში ხვდება, განაშენიანება შეიზღუდება. მისივე ინფორმაციით, ასევე, კონკრეტული უბნების განვითარებისას, შემუშავდება განაშენიანების რეგულირების გეგმები (გრგ), რაც იქნება კიდევ ერთი და მნიშვნელოვანი პრევენციული ღონისძიება თბილისში ქაოტური მშენებლობების განხორციელების წინააღმდეგ.

ნარმანიას ინფორმაციით, ცვლილებები თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესებში შევა და დოკუმენტი საკრებულოს დასამტკიცებლად დღესვე გადაეგზავნება.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია