"მეწარმეებს უამრავი ორგანიზაცია არეკეტებს..." - ვინ ჰპირდება მოქალაქეებს მთავრობასთან საქმის 20 ლარად "ჩაწყობას"

"მეწარმეებს უამრავი ორგანიზაცია არეკეტებს..." - ვინ ჰპირდება მოქალაქეებს მთავრობასთან საქმის 20 ლარად "ჩაწყობას"

ისტორიას თაღლითობის უამრავი მაგალითი ახსოვს, თუმცა შემთხვევები, რომელთა შესახებაც ჩვენთვის ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, რაღაც ახალია. ბოლო დროს მცირე მეწარმეებსა და წვრილ მოვაჭრეებს, განსაკუთრებით კი რეგიონებში, სხვადასხვა­ ორგანიზაციის წარმომადგენლები მიმართავენ და თავს სამინისტროების პარტნიორებად აცნობენ. ფულადი ანაზღაურების სანაცვლოდ, ისინი მეწარმეებს მომსახურებას, რჩევასა და "სახელმწიფო უწყებებთან ურთიერთობების დალაგებასაც" კი სთავაზობენ. ზოგ შემთხვევაში ამ ორგანიზაციების სახელწოდება ისეთივე მრავალფეროვანია, რამდენადაც მათ მიერ შეთავაზებული მომსახურება, აღარაფერს ვამბობთ თითქოსდა "იურიდიული" ძალის მქონე ხელშეკრულებებზე, რომელთა ტექსტები უამრავ ცდომილებასა და იურიდიულ ლაფსუსს შეიცავს.

ჩვენ რამდენიმე ასეთი ხელშეკრულება ჩაგვივარდა ხელთ. ერთ-ერთში ვკითხულობთ, რომ არასამეწარმეო იურიდიუ­ლი პირი - სურსათის უვნებლობის, შრომის, ჯანმრთელობის, სახანძრო უსაფრთხოების, მეწარმეთა, მომხმარებელთა უფლებებისა და გარემოს დაცვის ასოციაცია "უსაფრთხო­ ქვეყანა" იღებს ვალდებულებას, საკუთარი საშუალებებითა და სახსრებით გაუწიოს მომსახურება კონკრეტულ ინდმეწარმეს: სოფლის მეურნეობის პროდუქტებში განსაზღვროს ორგანული და ფიზიკური მახასიათებლები და გასცეს ცნობა ხარისხის შესახებ, შეამოწმოს ფქვილი და მისი ნაწარმი, სასურსათო მაღაზიებსა და საზოგადოებრივი კვების ობიექტებში გაუწიოს კონსულტაციები და დასკვნა მოამზადოს იმ ღონისძიებებისთვის, რომლებიც დაკავშირებულია ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, შრომის, სახანძრო უსაფრთხოებისა და გარემოს ეკოლოგიურ დაცვასთან.

მომსახურების საფასური განისაზღვრება მხარეთა ურთიერთშეთანხმებით და ამ შემთხვევაში თვეში 10 ლარს შეადგენს. ხელშეკრულება ერთი წლით ფორმდება და თუ რომელიმე მხარე არ შეწყვეტს, ყოველი წლის გასვლის შემდეგ ავტომატურად გაგრძელდება.

საქმეში ჩაუხედავი ადამიანისთვისაც ცხადია, რომ მეწარმეებისთვის შეთავაზებული მომსახურება დიდწილად სოფლის მეურნეობის სურსათის ეროვნული სააგენტოს ფუნქციების იდენტურია და მხოლოდ ის არის უფლებამოსილი, ასეთ ზომებს მიმართოს.

სხვა ხელშეკრულებაში, რომელიც ერთ-ერთი სავაჭრო ობიექტის მფლობელმა მოგვაწოდა, ორგანიზაცია სრულიად შეუფარავად ასაღებს თავს ერთდროულად ორი სამინისტროს (ჯანდაცვისა და ეკონომიკის) ოფიციალურ პარტნიორად.

ამირან შენგელია, მომხმარებელთა უფლებების დაცვის ასოციაცია "ეტიკის" თავმჯდომარე: "აპრილში რამდენიმე მოქალაქემ მომმართა და მსგავსი ხელშეკრულებები გამაცნეს. უმეტესობა საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მცხოვრები აზერბაიჯანელი მოსახლეობაა, თუმცა არის შემთხვევები სართიჭალასა და ქუთაისშიც. ჩავედი მათთან და ვესაუბრე. ჰყვებიან, რომ ბოლო დროს გააქტიურდნენ პირები, ვინც მათ მთავრობის სახელით ელაპარაკება­ და მფარველობას ჰპირდება. ბევრმა კარგად არც იცის ქართული და, შესაბამისად, ხელშეკრულებებსაც ვერ კითხულობს, სადაც მხოლოდ

სიტყვების რახარუხია და სხვა არაფერი. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ეს ხელშეკრულებები იურიდიულად გაუმართავია.

გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია