პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა იციან ლევან როსტოშვილის მეგობრებმა მისი დაკავების შესახებ: "როსტო რომ ნარკოტიკებთან კავშირში არ არის ზუსტად ვიცი"
რა იციან ლევან როსტოშვილის მეგობრებმა მისი დაკავების შესახებ: "როსტო რომ ნარკოტიკებთან კავშირში არ არის ზუსტად ვიცი"

დღეს დი­ლით გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ნარ­კო­და­ნა­შა­უ­ლის­თვის "ნა­ნუ­კას შოუს" ყო­ფი­ლი თა­ნა­წამ­ყვა­ნი, სპორ­ტსმე­ნი ლე­ვან როს­ტოშ­ვი­ლი და "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბის" მსა­ხი­ო­ბი ლაშა კურ­ტა­ნი­ძე და­ა­კა­ვეს. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მათი და­კა­ვე­ბა გვი­ან ღა­მით თბი­ლის­ში მოხ­და. და­კა­ვე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია AMBEBI.GE-ს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში და­უ­დას­ტუ­რეს, თუმ­ცა და­კა­ვე­ბულ­თა ვი­ნა­ო­ბას არ აკონ­კრე­ტე­ბენ.

ვი­დეო| როს­ტო სა­მარ­თლებ­რივ სკან­დალ­ში: რის­თვის და­ა­კა­ვეს ტე­ლე­წამ­ყვა­ნი

"გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 260-ე მუხ­ლის მე-6 ნა­წი­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის, მისი ანა­ლო­გის, პრე­კურ­სო­რის ან ახა­ლი ფსი­ქო­აქ­ტი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბის უკა­ნო­ნო დამ­ზა­დე­ბას, წარ­მო­ე­ბას, შე­ძე­ნას, შე­ნახ­ვას, გა­და­ზიდ­ვას, გა­დაგ­ზავ­ნას ან გა­სა­ღე­ბას გუ­ლის­ხმობს", - აცხა­დე­ბენ შსს-ში.

AMBEBI.GE ფაქ­ტის შე­სა­ხებ და­მა­ტე­ბი­თი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­სა­ღე­ბად ლე­ვან როს­ტოშ­ვი­ლის მე­გობ­რებს და­უ­კავ­შირ­და:

ბახ­ვა ბრეგ­ვა­ძე, მსა­ხი­ო­ბი: "თქვენ­გან გა­ვი­გე როს­ტოს და კურ­ტა­ნას და­კა­ვე­ბის ამ­ბა­ვი. მარ­თლა არა­ფე­რი არ გა­მი­გია. კურ­ტა­ნას ახ­ლოს არ ვიც­ნობ და როს­ტო რომ ნარ­კო­ტი­კებ­თან არა­ფერ კავ­შირ­ში არ არის, ზუს­ტად ვიცი. გა­ვარ­კვევ ყვე­ლა­ფერს"

და­თუ­ნა სირ­ბი­ლა­ძე, მომ­ღე­რა­ლი: "არ ვიცი არა­ფე­რი, ქა­ლაქ­ში არ ვი­ყა­ვი. ახლა ჩა­მო­ვე­დი და უნდა გა­ვარ­კვიო რა ხდე­ბა"

თაკო დო­ლა­ბე­რი­ძე, ივენთმე­ნე­ჯე­რი: "არ არის ჯერ და­ზუს­ტე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია. რა­ღაც პრობ­ლე­მა არის, მაგ­რამ ბო­ლომ­დე არა­ფე­რი არ არის და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი".

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა

რა იციან ლევან როსტოშვილის მეგობრებმა მისი დაკავების შესახებ: "როსტო რომ ნარკოტიკებთან კავშირში არ არის ზუსტად ვიცი"

რა იციან ლევან როსტოშვილის მეგობრებმა მისი დაკავების შესახებ: "როსტო რომ ნარკოტიკებთან კავშირში არ არის ზუსტად ვიცი"

დღეს დილით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნარკოდანაშაულისთვის "ნანუკას შოუს" ყოფილი თანაწამყვანი, სპორტსმენი ლევან როსტოშვილი და "ჩემი ცოლის დაქალების" მსახიობი ლაშა კურტანიძე დააკავეს. არსებული ინფორმაციით, მათი დაკავება გვიან ღამით თბილისში მოხდა. დაკავების შესახებ ინფორმაცია AMBEBI.GE-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს, თუმცა დაკავებულთა ვინაობას არ აკონკრეტებენ.

ვიდეო| როსტო სამართლებრივ სკანდალში: რისთვის დააკავეს ტელეწამყვანი

"გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადებას, წარმოებას, შეძენას, შენახვას, გადაზიდვას, გადაგზავნას ან გასაღებას გულისხმობს", - აცხადებენ შსს-ში.

AMBEBI.GE ფაქტის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ლევან როსტოშვილის მეგობრებს დაუკავშირდა:

ბახვა ბრეგვაძე, მსახიობი: "თქვენგან გავიგე როსტოს და კურტანას დაკავების ამბავი. მართლა არაფერი არ გამიგია. კურტანას ახლოს არ ვიცნობ და როსტო რომ ნარკოტიკებთან არაფერ კავშირში არ არის, ზუსტად ვიცი. გავარკვევ ყველაფერს"

დათუნა სირბილაძე, მომღერალი: "არ ვიცი არაფერი, ქალაქში არ ვიყავი. ახლა ჩამოვედი და უნდა გავარკვიო რა ხდება"

თაკო დოლაბერიძე, ივენთმენეჯერი: "არ არის ჯერ დაზუსტებული ინფორმაცია. რაღაც პრობლემა არის, მაგრამ ბოლომდე არაფერი არ არის დადასტურებული".

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ