პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
21-ე საუკუნის ხილული სასწაული - ტაძარი მარტვილში, რომელსაც უშვილოთა შემწედ მიიჩნევენ
21-ე საუკუნის ხილული სასწაული - ტაძარი მარტვილში, რომელსაც უშვილოთა შემწედ მიიჩნევენ

ბრწყინ­ვა­ლე შვი­დე­უ­ლის ყო­ველ ხუთ­შა­ბათს, გამ­თე­ნი­ი­დან მარ­ტვი­ლის რა­ი­ო­ნის სო­ფელ სალ­ხი­ნო­ში მან­ქა­ნე­ბის ნა­კა­დი არ წყდე­ბა. წა­ჩხუ­რო­ბის დღე­სას­წა­უ­ლის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად და მო­სა­ლო­ცად ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი იმ ტა­ძარ­ში მი­დის, რო­მე­ლიც სა­უ­კუ­ნე­ე­ბია უშ­ვი­ლო­თა შემ­წედ მი­იჩ­ნე­ვა. წა­ჩხუ­რუს მთა­ვა­რან­გე­ლო­ზის სა­ხე­ლო­ბის ეკ­ლე­სია სოფ­ლის ცენ­ტრი­დან 7 კი­ლო­მეტ­რის მო­შო­რე­ბით, მაღ­ლობ­ზეა აგე­ბუ­ლი. აქ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ხალ­ხმრავ­ლო­ბა ბრწყინ­ვა­ლე შვი­დე­უ­ლის კვი­რას, აღ­დგო­მის მე­ო­თხე დღეს არის.

ამ დღეს ტა­ძარ­ში ძი­რი­თა­დად უშ­ვი­ლო წყვი­ლე­ბი ადი­ან. ტაძ­რამ­დე სა­მან­ქა­ნო გზაა, მაგ­რამ ხალ­ხის დიდი ნა­კა­დის გამო გზას პო­ლი­ცია კე­ტავს და მომ­ლოც­ვე­ლე­ბი გრძელ აღ­მართს ფე­ხით მი­უყ­ვე­ბი­ან. უშ­ვი­ლო წყვი­ლებს პა­ტა­რა, ლა­მა­ზად მორ­თუ­ლი აკ­ვნე­ბი მი­აქვთ. ზოგს აკ­ვან­ში თო­ჯი­ნა ჰყავს. იქ ბევრ ფეხ­შიშ­ველ ადა­მი­ანს ნა­ხავთ, ყვე­ლას თა­ვი­სი აღ­თქმა აქვს და მის შეს­რუ­ლე­ბას თა­ვი­სე­ბუ­რად ცდი­ლობს. არც მათ ავი­წყდე­ბათ მად­ლო­ბის თქმა, ვი­საც უფალ­მა სას­წა­უ­ლი მო­უვ­ლი­ნა და შვი­ლი აჩუ­ქა. ისი­ნი სა­მად­ლო­ბე­ლის სათ­ქმე­ლად პა­ტა­რა ბავ­შვე­ბით ხელ­ში ადი­ან და უფალს მად­ლო­ბას სწი­რა­ვენ. ზოგს შე­სა­წი­რი მი­აქვს და­პი­რე­ბუ­ლი ცხვა­რი ან ფრინ­ვე­ლი მიჰ­ყავს.

ამ უძ­ვე­ლეს სა­ლო­ცავ­ზე ლე­გენ­და ამ­ბობს: ერთხელ, სოფ­ლის ახ­ლოს, ყა­ნა­ში გლეხს ცოლ­მა სა­დი­ლი მი­უ­ტა­ნა. გლეხ­მა თა­ვის მწირ ტრა­პეზ­ზე უც­ნო­ბი მგზავ­რი მი­ი­პა­ტი­ჟა. ცოტა ხან­ში მას­პინ­ძელ­მა შე­ამ­ჩნია, რომ ღვი­ნო და საჭ­მე­ლი კი არ ილე­ო­და, მრავ­ლდე­ბო­და. მო­უ­ლოდ­ნე­ლად მგზავ­რმა გლეხს სთხო­ვა, იცეკ­ვეო. ისიც და­თან­ხმდა. ამის შემ­დეგ უც­ნო­ბი თვალ­სა და ხელს შუა გა­უ­ჩი­ნარ­და. გლე­ხი მიხ­ვდა, რომ სას­წა­უ­ლებ­რი­ვი ხილ­ვის ღირ­სი გახ­და... სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბის აზ­რით, ლე­გენ­და შე­საძ­ლოა, ან­გე­ლო­ზის გა­მო­ცხა­დე­ბა­ზე მი­უ­თი­თებ­დეს. იმა­საც ამ­ბო­ბენ, სა­მეგ­რე­ლო­დან სვა­ნეთს მი­მა­ვალ ან­დრია პირ­ველ­წო­დე­ბულს ამ ად­გი­ლას ქვის ჯვა­რი აღუ­მარ­თავს, ტა­ძა­რი კი მოგ­ვი­ა­ნე­ბით, მე-7 სა­უ­კუ­ნე­ში აუ­გი­ათ. ჩვე­ნამ­დე გა­ნახ­ლე­ბულ­მა, მე-18 სა­უ­კუ­ნის დარ­ბა­ზულ­მა ეკ­ლე­სი­ამ მო­აღ­წია.

შოთა სხუ­ლუ­ხია ერთ-ერთი იმათ­გა­ნია, რო­მელ­საც უფალ­მა სას­წა­უ­ლი მო­უვ­ლი­ნა და შვი­ლი აჩუ­ქა:

- ამ ულა­მა­ზეს სო­ფელ­ში და­ვი­ბა­დე და გა­ვი­ზარ­დე. ამ ტა­ძარ­ში ბავ­შვო­ბი­დან დავ­დი­ო­დი ყო­ველ წა­ჩხუ­რო­ბას, მაგ­რამ მა­შინ არ მქონ­და გა­თა­ვი­სე­ბუ­ლი ტაძ­რის მნიშ­ვნე­ლო­ბა. წლე­ბი გა­ვი­და, და­ვო­ჯახ­დი, სა­ცხოვ­რებ­ლად თბი­ლის­ში გად­მო­ვე­დი... მე და ჩემ მე­უღ­ლეს შვი­ლი 6 წე­ლი­წა­დი არ გვყავ­და, თუმ­ცა იმე­დი არას­დროს და­მი­კარ­გავს. რამ­დე­ნი­მე წელი მე და ჩემი მე­უღ­ლე შვი­ლი­ე­რე­ბას ვთხოვ­დით წა­ჩხუ­რუს მთა­ვა­რან­გე­ლოზს... ექ­ვსი წლის თავ­ზე უფალ­მა ჩვე­ნი თხოვ­ნა შე­ის­მი­ნა და პა­ტა­რა იო­ა­ნე გვა­ჩუ­ქა... სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა კუ­თხი­დან მო­დი­ან, უკვე ბევ­რმა იცი, რომ ამ ტაძ­რის მად­ლი 21-ე სა­უ­კუ­ნის ხი­ლუ­ლი სას­წა­უ­ლია. აქ თუ წყვი­ლი რწმე­ნით და უფ­ლის სიყ­ვა­რუ­ლით ადის, არ არ­სე­ბობს არ აუს­რუ­ლოს უფალ­მა ვედ­რე­ბა. არი­ან ისე­თე­ბი, რომ­ლე­ბიც ამ ტაძ­რის მად­ლით მრა­ვალ­შვი­ლი­ა­ნე­ბიც გახ­დნენ.

ამ­ხე­ლა წყა­ლო­ბის­თვის მად­ლო­ბას ყო­ველ­თვის ვე­უბ­ნე­ბი უფალს. უშ­ვი­ლო წყვი­ლებს კი, მინ­და ვუ­თხრა, გწამ­დეთ სას­წა­უ­ლის და ეს აუ­ცი­ლებ­ლად მოხ­დე­ბა. იყო შემ­თხვე­ვა, 17 წელი არ ჰყავ­და წყვილს შვი­ლი, რა არ გა­ა­კე­თეს, მაგ­რამ ამა­ოდ... ამ ტა­ძარ­ში ერთ ჩვე­უ­ლებ­რივ ხუთ­შა­ბათს ავიდ­ნენ და... მათ დღეს ქალ-ვაჟი ჰყავთ გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

ფოტო: გი­ორ­გი ნი­კო­ლა­ვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

21-ე საუკუნის ხილული სასწაული - ტაძარი მარტვილში, რომელსაც უშვილოთა შემწედ მიიჩნევენ

21-ე საუკუნის ხილული სასწაული - ტაძარი მარტვილში, რომელსაც უშვილოთა შემწედ მიიჩნევენ

ბრწყინვალე შვიდეულის ყოველ ხუთშაბათს, გამთენიიდან მარტვილის რაიონის სოფელ სალხინოში მანქანების ნაკადი არ წყდება. წაჩხურობის დღესასწაულის აღსანიშნავად და მოსალოცად ათასობით ადამიანი იმ ტაძარში მიდის, რომელიც საუკუნეებია უშვილოთა შემწედ მიიჩნევა. წაჩხურუს მთავარანგელოზის სახელობის ეკლესია სოფლის ცენტრიდან 7 კილომეტრის მოშორებით, მაღლობზეა აგებული. აქ განსაკუთრებული ხალხმრავლობა ბრწყინვალე შვიდეულის კვირას, აღდგომის მეოთხე დღეს არის.

ამ დღეს ტაძარში ძირითადად უშვილო წყვილები ადიან. ტაძრამდე სამანქანო გზაა, მაგრამ ხალხის დიდი ნაკადის გამო გზას პოლიცია კეტავს და მომლოცველები გრძელ აღმართს ფეხით მიუყვებიან. უშვილო წყვილებს პატარა, ლამაზად მორთული აკვნები მიაქვთ. ზოგს აკვანში თოჯინა ჰყავს. იქ ბევრ ფეხშიშველ ადამიანს ნახავთ, ყველას თავისი აღთქმა აქვს და მის შესრულებას თავისებურად ცდილობს. არც მათ ავიწყდებათ მადლობის თქმა, ვისაც უფალმა სასწაული მოუვლინა და შვილი აჩუქა. ისინი სამადლობელის სათქმელად პატარა ბავშვებით ხელში ადიან და უფალს მადლობას სწირავენ. ზოგს შესაწირი მიაქვს დაპირებული ცხვარი ან ფრინველი მიჰყავს.

ამ უძველეს სალოცავზე ლეგენდა ამბობს: ერთხელ, სოფლის ახლოს, ყანაში გლეხს ცოლმა სადილი მიუტანა. გლეხმა თავის მწირ ტრაპეზზე უცნობი მგზავრი მიიპატიჟა. ცოტა ხანში მასპინძელმა შეამჩნია, რომ ღვინო და საჭმელი კი არ ილეოდა, მრავლდებოდა. მოულოდნელად მგზავრმა გლეხს სთხოვა, იცეკვეო. ისიც დათანხმდა. ამის შემდეგ უცნობი თვალსა და ხელს შუა გაუჩინარდა. გლეხი მიხვდა, რომ სასწაულებრივი ხილვის ღირსი გახდა... სასულიერო პირების აზრით, ლეგენდა შესაძლოა, ანგელოზის გამოცხადებაზე მიუთითებდეს. იმასაც ამბობენ, სამეგრელოდან სვანეთს მიმავალ ანდრია პირველწოდებულს ამ ადგილას ქვის ჯვარი აღუმართავს, ტაძარი კი მოგვიანებით, მე-7 საუკუნეში აუგიათ. ჩვენამდე განახლებულმა, მე-18 საუკუნის დარბაზულმა ეკლესიამ მოაღწია.

შოთა სხულუხია ერთ-ერთი იმათგანია, რომელსაც უფალმა სასწაული მოუვლინა და შვილი აჩუქა:

- ამ ულამაზეს სოფელში დავიბადე და გავიზარდე. ამ ტაძარში ბავშვობიდან დავდიოდი ყოველ წაჩხურობას, მაგრამ მაშინ არ მქონდა გათავისებული ტაძრის მნიშვნელობა. წლები გავიდა, დავოჯახდი, საცხოვრებლად თბილისში გადმოვედი... მე და ჩემ მეუღლეს შვილი 6 წელიწადი არ გვყავდა, თუმცა იმედი არასდროს დამიკარგავს. რამდენიმე წელი მე და ჩემი მეუღლე შვილიერებას ვთხოვდით წაჩხურუს მთავარანგელოზს... ექვსი წლის თავზე უფალმა ჩვენი თხოვნა შეისმინა და პატარა იოანე გვაჩუქა... საქართველოს ყველა კუთხიდან მოდიან, უკვე ბევრმა იცი, რომ ამ ტაძრის მადლი 21-ე საუკუნის ხილული სასწაულია. აქ თუ წყვილი რწმენით და უფლის სიყვარულით ადის, არ არსებობს არ აუსრულოს უფალმა ვედრება. არიან ისეთები, რომლებიც ამ ტაძრის მადლით მრავალშვილიანებიც გახდნენ.

ამხელა წყალობისთვის მადლობას ყოველთვის ვეუბნები უფალს. უშვილო წყვილებს კი, მინდა ვუთხრა, გწამდეთ სასწაულის და ეს აუცილებლად მოხდება. იყო შემთხვევა, 17 წელი არ ჰყავდა წყვილს შვილი, რა არ გააკეთეს, მაგრამ ამაოდ... ამ ტაძარში ერთ ჩვეულებრივ ხუთშაბათს ავიდნენ და... მათ დღეს ქალ-ვაჟი ჰყავთ განაგრძეთ კითხვა

ფოტო: გიორგი ნიკოლავა

"ასტრაზენეკას" შემთხვევაში "დოზის დანაკარგმა" 3%, "ფაიზერის" შემთხვევაში კი 0,3% შეადგინა - როგორ განმარტავს თამარ გაბუნია ვაქცინების მიწოდების პროცესში ხარვეზებს

"ბოლო ერთ თვეში საქართველოში კორონავირუსი 400-ზე მეტმა ტურისტმა შემოიტანა" - რას უკავშირებენ სპეციალისტები ინფიცირების შემთხვევების მატებას

სამუდამო გამარჯვება კორონავირუსზე? - ამერიკელი მეცნიერები სუპერვაქცინის შექმნაზე მუშაობენ