მსოფლიო
სამართალი

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
სამხედრო
პოლიტიკა
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
26 წლის თუშმა ნატურალური ღვინის მეურნეობა ჩამოაყალიბა და ბრენდი "ლაგაზი" შექმნა
26 წლის თუშმა ნატურალური ღვინის მეურნეობა ჩამოაყალიბა და ბრენდი "ლაგაზი" შექმნა

ახ­მე­ტის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ზემო ალ­ვან­ში, 26 წლის შოთა ლა­გა­ზი­ძეს ნა­ტუ­რა­ლუ­რი ღვი­ნის მე­ურ­ნე­ო­ბა აქვს. მან სა­კუ­თა­რი ბრენ­დი "ლა­გა­ზი" შექ­მნა. შოთა ლა­გა­ზი­ძის თქმით, მისი ღვი­ნო გა­მორ­ჩე­უ­ლი იმით არის, რომ ყუ­რძენს ქი­მი­უ­რი შხამ­ქი­მი­კა­ტე­ბის გა­რე­შე, მხო­ლოდ ბორ­დოს ნა­ყე­ნით (შა­ბი­ა­მა­ნი და კირი) წამ­ლავს. მი­ღე­ბულ მო­სა­ვალს კი ქვევრში, ტრა­დი­ცი­უ­ლი მე­თო­დით აყე­ნე­ბენ. ღვი­ნის დე­გუს­ტა­ცია პირ­ვე­ლად 14 მა­ისს, ახა­ლი ღვი­ნის ფეს­ტი­ვალ­ზე მოხ­დე­ბა.

ღვი­ნოს გა­სა­ყი­დად ივ­ნის­ში ჩა­მო­ას­ხა­მენ, რის შემ­დე­გაც ღვი­ნო "ლა­გა­ზი" თბი­ლი­სის ღვი­ნის ბა­რებ­სა და ნა­ტუ­რა­ლუ­რი პრო­დუქ­ტე­ბის რეს­ტორ­ნებ­ში გა­ი­ყი­დე­ბა.

"ზემო ალ­ვან­ში გა­ვი­ზარ­დე, სა­დაც არის პი­რო­ბე­ბი, რომ ვე­ნა­ხი გა­ა­შე­ნო და ღვი­ნო მო­იყ­ვა­ნო. თუ­შებს ღვი­ნოს­თან გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი კავ­ში­რი არ აქვთ, ამი­ტომ ჩემს სო­ფელ­ში ღვი­ნოს ქვევრში რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი აყე­ნებს. ყო­ველ­თვის მა­ინ­ტე­რე­სებ­და ქვევრში და­ყე­ნე­ბულ ღვი­ნოს რო­გო­რი გემო ჰქონ­და. მა­რა­ნიც და ნა­ტუ­რა­ლუ­რი ღვი­ნოც ოჯა­ხის­თვის მინ­დო­და რომ მქო­ნო­და. ჩემი სურ­ვი­ლი 2 წლის წინ, ჩემს მე­გო­ბარ და­ვით ფა­ხუ­რი­ძეს გა­ვუ­ზი­ა­რე. მეც და და­თოც პრო­ფე­სი­ით ტუ­რიზ­მის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ვართ და 5 წე­ლია გი­დე­ბად ვმუ­შა­ობთ. ჩვე­ნი და­ნა­ზო­გი­დან ნა­ხე­ვა­რი ჰექ­ტა­რი რქა­წი­თე­ლის ჯი­შის ვე­ნა­ხი შე­ვი­ძი­ნეთ, ქვევ­რე­ბი ვი­ყი­დეთ და პა­ტა­რა მა­რა­ნი გა­ვა­კე­თეთ. ვაზს თა­ვად ვუვ­ლით. კო­მერ­ცი­უ­ლი გათ­ვლა არას­დროს გვქო­ნია. პირ­ვე­ლი მო­სა­ვა­ლი 2015 წელს ავი­ღეთ და მა­შინ­ვე გაჩ­ნდა იდეა, რომ ღვი­ნო "ლა­გა­ზი" ჩა­მოგ­ვეს­ხა. ახლა 1 200 ლიტ­რი ღვი­ნო გვაქვს", - უთხრა კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრს შოთა ლა­გა­ზი­ძემ.

იხი­ლეთ ვრცლად

კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

26 წლის თუშმა ნატურალური ღვინის მეურნეობა ჩამოაყალიბა და ბრენდი "ლაგაზი" შექმნა

26 წლის თუშმა ნატურალური ღვინის მეურნეობა ჩამოაყალიბა და ბრენდი "ლაგაზი" შექმნა

ახმეტის რაიონის სოფელ ზემო ალვანში, 26 წლის შოთა ლაგაზიძეს ნატურალური ღვინის მეურნეობა აქვს. მან საკუთარი ბრენდი "ლაგაზი" შექმნა. შოთა ლაგაზიძის თქმით, მისი ღვინო გამორჩეული იმით არის, რომ ყურძენს ქიმიური შხამქიმიკატების გარეშე, მხოლოდ ბორდოს ნაყენით (შაბიამანი და კირი) წამლავს. მიღებულ მოსავალს კი ქვევრში, ტრადიციული მეთოდით აყენებენ. ღვინის დეგუსტაცია პირველად 14 მაისს, ახალი ღვინის ფესტივალზე მოხდება.

ღვინოს გასაყიდად ივნისში ჩამოასხამენ, რის შემდეგაც ღვინო "ლაგაზი" თბილისის ღვინის ბარებსა და ნატურალური პროდუქტების რესტორნებში გაიყიდება.

"ზემო ალვანში გავიზარდე, სადაც არის პირობები, რომ ვენახი გააშენო და ღვინო მოიყვანო. თუშებს ღვინოსთან განსაკუთრებული კავშირი არ აქვთ, ამიტომ ჩემს სოფელში ღვინოს ქვევრში რამდენიმე ადამიანი აყენებს. ყოველთვის მაინტერესებდა ქვევრში დაყენებულ ღვინოს როგორი გემო ჰქონდა. მარანიც და ნატურალური ღვინოც ოჯახისთვის მინდოდა რომ მქონოდა. ჩემი სურვილი 2 წლის წინ, ჩემს მეგობარ დავით ფახურიძეს გავუზიარე. მეც და დათოც პროფესიით ტურიზმის სპეციალისტები ვართ და 5 წელია გიდებად ვმუშაობთ. ჩვენი დანაზოგიდან ნახევარი ჰექტარი რქაწითელის ჯიშის ვენახი შევიძინეთ, ქვევრები ვიყიდეთ და პატარა მარანი გავაკეთეთ. ვაზს თავად ვუვლით. კომერციული გათვლა არასდროს გვქონია. პირველი მოსავალი 2015 წელს ავიღეთ და მაშინვე გაჩნდა იდეა, რომ ღვინო "ლაგაზი" ჩამოგვესხა. ახლა 1 200 ლიტრი ღვინო გვაქვს", -  უთხრა კახეთის საინფორმაციო ცენტრს შოთა ლაგაზიძემ.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა