ახმეტის რაიონის სოფელ ზემო ალვანის სკოლის ეკო-კლუბის წევრები მეორადი პლასტმასის ბოთლების გამოყენებით სათბურის გაკეთებას გეგმავენ. მათ მიზნის განსახორციელებლად მოქალაქეების დახმარება სჭირდებათ. მოსწავლეები აგროვებენ "ლიკანის", "ნაბეღლავის" და "ზედაზენის" ლიმონათის 1 ან 2 ლიტრიან ბოთლებს.
დახმარების მსურველებს შეუძლიათ მიწერონ WMTR Program-ს ფეისბუქის გვერდზე ან დარეკონ ნომერზე: 558 11 42 10. ბოთლების ჩაბარება ასევე შესაძლებელია მისამართებზე: ვაკე, ჭავჭავაძის გამზირი, გურამიშვილის ძეგლთან; ქავთარაძის ქუჩაზე და ორპირის ქ. N2-ში.
წყარო: ick.ge