პოლიტიკა
კონფლიქტები

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიორგი ვაშაძის შემდეგ "ნაციონალებს" კობა ნაყოფია დატოვებს?! - რას ამბობს დეპუტატი გავრცელებულ ხმებზე
გიორგი ვაშაძის შემდეგ "ნაციონალებს" კობა ნაყოფია დატოვებს?! - რას ამბობს დეპუტატი გავრცელებულ ხმებზე

გი­ორ­გი ვა­შა­ძემ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" და­ტო­ვა. ხმე­ბი მის მიერ პარ­ტის და­ტო­ვე­ბის შე­სა­ხებ, რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ გავ­რცელ­და, თუმ­ცა მან ეს ოფი­ცი­ა­ლუ­რად დღეს და­ა­დას­ტუ­რა. რო­გორც ვა­შა­ძემ გა­ნა­ცხა­და, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის­გან" ამომ­რჩე­ვე­ლი ელო­და ახალ ინი­ცი­ა­ტი­ვებს, რაც არ გან­ხორ­ცი­ელ­და და "პარ­ტია და­ხუ­რულ, კა­ბი­ნე­ტურ სის­ტე­მად ჩა­მო­ყა­ლიბ­და, რო­მელ­საც მარ­თა­ვენ გიგა ბო­კე­რია, მიშა მა­ჭა­ვა­რი­ა­ნი, გოკა გა­ბაშ­ვი­ლი და მათ ფა­სა­დად ქცე­უ­ლი და­ვით ბაქ­რა­ძე". მი­სი­ვე თქმით, ამ ადა­მი­ა­ნებ­თან არა პერ­სო­ნა­ლუ­რი, არა­მედ იდე­უ­რი კონ­ფლიქ­ტი აქვს, ვი­ნა­ი­დან აბ­სო­ლუ­ტუ­რად სხვა­დას­ხვაგ­ვა­რად ხე­და­ვენ პრო­ცესს, რის გა­მოც პარ­ტია და­ტო­ვა და ახალ პო­ლი­ტი­კურ მოძ­რა­ო­ბას ქმნის.

ვინ იქ­ნე­ბი­ან ვა­შა­ძის ახა­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი მოძ­რა­ო­ბის წევ­რე­ბი, ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია, თუმ­ცა ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, რომ ერთ-ერთი შე­საძ­ლოა კი­დევ ერთი "ნა­ცი­ო­ნა­ლი" კობა ნა­ყო­ფია აღ­მოჩ­ნდეს. AMBEBI.GE-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ნა­ყო­ფი­ამ ვა­შა­ძის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შე­სა­ხებ იცო­და და ისი­ნი რამ­დე­ნი­მე დღის წინ სა­სა­უბ­რო­დაც შეხ­ვდნენ ერ­თმა­ნეთს. 2 დღის წინ, სა­ღა­მოს სა­ა­თებ­ში ნა­ყო­ფია და ვა­შა­ძე "ლა ტრუ­ფე­ში" შე­ნიშ­ნეს, სა­დაც კო­ლე­გებ­მა რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ისა­უბ­რეს.

გახ­დე­ბა თუ არა კობა ნა­ყო­ფია გი­ორ­გი ვა­შა­ძის ახა­ლი მოძ­რა­ო­ბის წევ­რი და დამ­ფი­ნან­სე­ბე­ლი? - ამ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით, AMBEBI.GE კობა ნა­ყო­ფი­ას და­უ­კავ­შირ­და:

- ბა­ტო­ნო კობა, ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გი­ორ­გი ვა­შა­ძეს­თან ერ­თად "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას" თქვენც ტო­ვებთ და მისი მოძ­რა­ო­ბის დამ­ფი­ნან­სე­ბე­ლი იქ­ნე­ბით, თუ ადას­ტუ­რებთ ამ ინ­ფორ­მა­ცი­ას?

- არა, არ ვა­დას­ტუ­რებ არა­ნა­ი­რად. სა­ი­დან მო­ი­ტა­ნეთ? სი­სუ­ლე­ლეა. პირ­ვე­ლად თქვენ­გან გა­ვი­გე.

- თა­ვად, ვა­შა­ძის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას რო­გორ შე­ა­ფა­სებ­დით?

- მისი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაა, მე რო­გორ შე­გი­ფა­სოთ?!

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი, ნა­ტა­ლია და­დი­ა­ნი

AMBEBI.GE

გიორგი ვაშაძის შემდეგ "ნაციონალებს" კობა ნაყოფია დატოვებს?! - რას ამბობს დეპუტატი გავრცელებულ ხმებზე

გიორგი ვაშაძის შემდეგ "ნაციონალებს" კობა ნაყოფია დატოვებს?! - რას ამბობს დეპუტატი გავრცელებულ ხმებზე

გიორგი ვაშაძემ "ნაციონალური მოძრაობა" დატოვა. ხმები მის მიერ პარტის დატოვების შესახებ, რამდენიმე კვირის წინ გავრცელდა, თუმცა მან ეს ოფიციალურად დღეს დაადასტურა. როგორც ვაშაძემ განაცხადა, "ნაციონალური მოძრაობისგან" ამომრჩეველი ელოდა ახალ ინიციატივებს, რაც არ განხორციელდა და "პარტია დახურულ, კაბინეტურ სისტემად ჩამოყალიბდა, რომელსაც მართავენ გიგა ბოკერია, მიშა მაჭავარიანი, გოკა გაბაშვილი და მათ ფასადად ქცეული დავით ბაქრაძე". მისივე თქმით, ამ ადამიანებთან არა პერსონალური, არამედ იდეური კონფლიქტი აქვს, ვინაიდან აბსოლუტურად სხვადასხვაგვარად ხედავენ პროცესს, რის გამოც პარტია დატოვა და ახალ პოლიტიკურ მოძრაობას ქმნის.

ვინ იქნებიან ვაშაძის ახალი პოლიტიკური მოძრაობის წევრები, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ვრცელდება ინფორმაცია, რომ ერთ-ერთი შესაძლოა კიდევ ერთი "ნაციონალი" კობა ნაყოფია აღმოჩნდეს. AMBEBI.GE-ს ინფორმაციით, ნაყოფიამ ვაშაძის გადაწყვეტილების შესახებ იცოდა და ისინი რამდენიმე დღის წინ სასაუბროდაც შეხვდნენ ერთმანეთს. 2 დღის წინ, საღამოს საათებში ნაყოფია და ვაშაძე "ლა ტრუფეში" შენიშნეს, სადაც კოლეგებმა რამდენიმე საათის განმავლობაში ისაუბრეს.

გახდება თუ არა კობა ნაყოფია გიორგი ვაშაძის ახალი მოძრაობის წევრი და დამფინანსებელი? - ამ საკითხთან დაკავშირებით, AMBEBI.GE კობა ნაყოფიას დაუკავშირდა:

- ბატონო კობა, ჩვენი ინფორმაციით, გიორგი ვაშაძესთან ერთად "ნაციონალურ მოძრაობას" თქვენც ტოვებთ და მისი მოძრაობის დამფინანსებელი იქნებით, თუ ადასტურებთ ამ ინფორმაციას?

- არა, არ ვადასტურებ არანაირად. საიდან მოიტანეთ? სისულელეა. პირველად თქვენგან გავიგე.

- თავად, ვაშაძის გადაწყვეტილებას როგორ შეაფასებდით?

- მისი გადაწყვეტილებაა, მე როგორ შეგიფასოთ?!

თამარ ბოჭორიშვილი, ნატალია დადიანი

AMBEBI.GE

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."