პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

3

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 13:13-ზე, მთვარე ქალწულშია – დღეს დაწყებული და დაგეგმილი ყველაფერი გაცილებით ნელა მიმდინარეობს, ვიდრე ჩვენ გვსურს. შესაძლებელია მოვლენების მოულოდნელი შემობრუნება, კონფლიქტები და საგანგებო სიტუაციები. რეკომენდებულია კრეატიული მიდგომები ძველი პროექტების განსახორციელებლად. მოაგვარეთ მხოლოდ მცირე ფინანსური საკითხები. მოძებნეთ ახალი პარტნიორები. ინდივიდუალურად იმუშავეთ. შეზღუდეთ კოლექტიური მუშაობა. შეგიძლიათ დაიცვათ მარხვა, შესაფერისია მსუბუქი საკვები, მარცვლეული და თევზი. ალკოჰოლი და ნიკოტინი უკუნაჩვენებია.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გია უდესიანის და ძმის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების შესახებ კომენტარს აკეთებს
გია უდესიანის და ძმის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების შესახებ კომენტარს აკეთებს

გია უდე­სი­ა­ნის მი­მართ სის­ხლის სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნის და­წყე­ბა იმ ცი­ლისმწა­მებ­ლუ­რი კამ­პა­ნი­ის ლო­გი­კუ­რი შე­დე­გია, რო­მე­ლიც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, - ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს"გია უდე­სი­ა­ნის დამ, ნატო უდე­სი­ან­მა გა­ნუ­ცხა­და.

რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, სა­ზო­გა­დო­ე­ბამ არ იცის იმ ცი­ლის­წა­მე­ბის შე­სა­ხებ გია უდე­სი­ა­ნის პა­სუ­ხე­ბი, რომ­ლე­ბიც ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ის­მო­და და "რე­ა­ლუ­რად ეს ბრალ­დე­ბე­ბი ლო­გი­კურ სა­ფუძ­ველს იყო მოკ­ლე­ბუ­ლი".

ამას­თან, მისი თქმით, მის ძმას გა­აჩ­ნია ყვე­ლა ცი­ლისმწა­მებ­რულ ბრალ­დე­ბა­ზე უდა­ნა­შა­უ­ლო­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა.

"გია უდე­სი­ანს სი­სუ­ლე­ლეს ედა­ვე­ბი­ან. ყიდ­ვა-გა­ყიდ­ვა­ში კუს ტბის წი­ლებ­თან და­კავ­ში­რე­ბით უდე­სი­ა­ნი სა­ერ­თოდ არა­ფერ შუ­ა­ში იყო, ამა­ში ჩარ­თუ­ლი იყო უცხო­უ­რი ფირ­მა. ასე­ვე სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ნახა ვი­დე­ო­ფი­რე­ბი, რო­მელ­შიც ბესო ხარ­ძი­ა­ნის ოჯა­ხის წევ­რე­ბი არა ერთხელ იყ­ვნენ მი­სუ­ლი გია უდე­სი­ან­თან და მას თხოვ­დნენ დახ­მა­რე­ბას", - გა­ნა­ცხა­და ნატო უდე­სი­ან­მა.

მისი თქმით, გია უდე­სი­ა­ნის ად­ვო­კა­ტი ბრალ­დე­ბის მა­სა­ლებს უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში გა­ეც­ნო­ბა.

სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვარ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ კუს ტბის წი­ლე­ბის იძუ­ლე­ბით დათ­მო­ბის მიზ­ნით, ბიზ­ნეს­მენ ბე­სა­რი­ონ ხარ­ძი­ა­ნის წა­მე­ბი­სა და ქო­ნე­ბის გა­მო­ძალ­ვის ფაქ­ტზე, ყო­ფი­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რის, გი­ორ­გი უდე­სი­ა­ნი­სა და სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის მე-2 სა­პყრო­ბი­ლის ყო­ფი­ლი დი­რექ­ტო­რის, ალექ­სან­დრე მუ­ხა­ძის მი­მართ სის­ხლის სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნა და­ი­წყო. აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით უწყე­ბა­ში გან­ცხა­დე­ბა დღეს გა­კეთ­და.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

გია უდესიანის და ძმის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების შესახებ კომენტარს აკეთებს

გია უდესიანის და ძმის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების შესახებ კომენტარს აკეთებს

გია უდესიანის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება იმ ცილისმწამებლური კამპანიის ლოგიკური შედეგია, რომელიც წლების განმავლობაში მიმდინარეობდა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს"გია უდესიანის დამ, ნატო უდესიანმა განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საზოგადოებამ არ იცის იმ ცილისწამების შესახებ გია უდესიანის პასუხები, რომლებიც ამ ხნის განმავლობაში ისმოდა და "რეალურად ეს ბრალდებები ლოგიკურ საფუძველს იყო მოკლებული".

ამასთან, მისი თქმით, მის ძმას გააჩნია ყველა ცილისმწამებრულ ბრალდებაზე უდანაშაულობის დამადასტურებელი მტკიცებულება.

"გია უდესიანს სისულელეს ედავებიან. ყიდვა-გაყიდვაში კუს ტბის წილებთან დაკავშირებით უდესიანი საერთოდ არაფერ შუაში იყო, ამაში ჩართული იყო უცხოური ფირმა. ასევე საზოგადოებამ ნახა ვიდეოფირები, რომელშიც ბესო ხარძიანის ოჯახის წევრები არა ერთხელ იყვნენ მისული გია უდესიანთან და მას თხოვდნენ დახმარებას", - განაცხადა ნატო უდესიანმა.

მისი თქმით, გია უდესიანის ადვოკატი ბრალდების მასალებს უახლოეს პერიოდში გაეცნობა.

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ კუს ტბის წილების იძულებით დათმობის მიზნით, ბიზნესმენ ბესარიონ ხარძიანის წამებისა და ქონების გამოძალვის ფაქტზე, ყოფილი თანამდებობის პირის, გიორგი უდესიანისა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-2 საპყრობილის ყოფილი დირექტორის, ალექსანდრე მუხაძის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. აღნიშნულთან დაკავშირებით უწყებაში განცხადება დღეს გაკეთდა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ