მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
პოლიტიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პროკურატურამ გიორგი უდესიანისა და ალექსანდრე მუხაძის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო
პროკურატურამ გიორგი უდესიანისა და ალექსანდრე მუხაძის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო

სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვარ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ კუს ტბის წი­ლე­ბის იძუ­ლე­ბით დათ­მო­ბის მიზ­ნით, ბიზ­ნეს­მენ ბე­სა­რი­ონ ხარ­ძი­ა­ნის წა­მე­ბი­სა და ქო­ნე­ბის გა­მო­ძალ­ვის ფაქ­ტზე, ყო­ფი­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რის, გი­ორ­გი უდე­სი­ა­ნი­სა და სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის მე-2 სა­პყრო­ბი­ლის ყო­ფი­ლი დი­რექ­ტო­რის, ალექ­სან­დრე მუ­ხა­ძის მი­მართ სის­ხლის სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნა და­ი­წყო.

აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში გან­ცხა­დე­ბა რამ­დე­ნი­მე წუ­თის წინ გა­კეთ­და. უწყე­ბამ უდე­სი­ა­ნი­სა და მუ­ხა­ძის მიერ და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი გეგ­მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ზე ისა­უბ­რა.

"გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ 2008 წელს გი­ორ­გი უდე­სი­ა­ნი და ბე­სა­რი­ონ ხარ­ძი­ა­ნი შპს "კუს ტბა კა­ლა­სა" და შპს "კუს ტბა პა­ლა­სის" პარტნი­ო­რე­ბი გახ­დნენ. 2011 წელს, გი­ორ­გი უდე­სი­ან­მა ბე­სა­რი­ონ ხარ­ძი­ა­ნი­სა და მისი ოჯა­ხის წევ­რებ­ზე გა­ფორ­მე­ბუ­ლი წი­ლის უკა­ნო­ნოდ და­უფ­ლე­ბი­სა და ქო­ნებ­რი­ვი სარ­გებ­ლის მი­ღე­ბის, ასე­ვე ხსე­ნე­ბუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბი­დან იძუ­ლე­ბით გაყ­ვა­ნი­სა და შე­სა­ბა­მის ქო­ნე­ბებ­ზე სრუ­ლი კონ­ტრო­ლის მო­პო­ვე­ბის მიზ­ნით შე­ი­მუ­შა­ვა და გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი გეგ­მა.

2011 წელს, ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვის­თვის და­კა­ვე­ბუ­ლი ბე­სა­რი­ონ ხარ­ძი­ა­ნი მო­თავ­სე­ბუ­ლი იქნა სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის N8 სა­პყრო­ბი­ლე­ში. გი­ორ­გი უდე­სი­ა­ნი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი გეგ­მის სის­რუ­ლე­ში მოყ­ვა­ნის მიზ­ნით, და­უ­კავ­შირ­და აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­პყრო­ბი­ლის იმ­ჟა­მინ­დელ დი­რექ­ტორს ალექ­სან­დრე მუ­ხა­ძეს, რო­მელ­თა­ნაც გა­აჩ­ნდა მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა და და­ა­ვა­ლა პა­ტი­მარ ბე­სა­რი­ონ ხარ­ძი­ან­ზე ისე­თი სა­ხის ზე­მოქ­მე­დე­ბა მო­ეხ­დი­ნა, რაც ამ უკა­ნას­კნელს იძუ­ლე­ბულს გახ­დი­და მისი და ოჯა­ხის წევ­რე­ბის სა­კუთ­რე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი ბიზ­ნეს წი­ლე­ბი და­ეთ­მო.

მი­ღე­ბუ­ლი და­ვა­ლე­ბის სის­რუ­ლე­ში მოყ­ვა­ნის მიზ­ნით, ალექ­სან­დრე მუ­ხა­ძის მი­თი­თე­ბით, პა­ტი­მარ ბე­სა­რი­ონ ხარ­ძი­ა­ნის სა­კან­ში მო­თავ­სე­ბუ­ლი იქნა ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ნდო­ბით აღ­ჭურ­ვი­ლი ორი პა­ტი­მა­რი, რომ­ლებ­საც უშუ­ა­ლოდ ალექ­სან­დრე მუ­ხა­ძის­გან მი­ღე­ბუ­ლი ჰქონ­დათ და­ვა­ლე­ბა ნე­ბის­მი­ე­რი მე­თო­დით იძუ­ლე­ბუ­ლი გა­ე­ხა­დათ ბე­სა­რი­ონ ხარ­ძი­ა­ნი და­ეთ­მო კომ­პა­ნი­ე­ბის - "კუს ტბა კა­ლა­სა" და "კუს ტბა პა­ლა­სის" წი­ლე­ბი. აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­რე­ბი ორი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში ინ­ტენ­სი­უ­რად ახორ­ცი­ე­ლებ­დნენ ბე­სა­რი­ონ ხარ­ძი­ან­ზე ფსი­ქო­ლო­გი­ურ და ფი­ზი­კურ ზე­წო­ლას, სცემ­დნენ და აი­ძუ­ლებ­დნენ ქო­ნე­ბა გი­ორ­გი უდე­სი­ა­ნის სა­სარ­გებ­ლოდ და­ეთ­მო, რა­საც ალექ­სან­დრე მუ­ხა­ძის და­ვა­ლე­ბით ასე­ვე ხელს უწყობ­დნენ სა­პყრო­ბი­ლეს თა­ნამ­შრომ­ლე­ბი.

ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ნდო­ბით აღ­ჭურ­ვი­ლი პა­ტი­მა­რი ბე­სა­რი­ონ ხარ­ძი­ანს სის­ტე­მა­ტი­უ­რად სთხოვ­და ეთა­მა­შა აზარ­ტუ­ლი თა­მა­ში, რა­ზე­დაც იგი წი­ნა­აღ­მდე­გი იყო. სა­ბო­ლო­ოდ, რამ­დე­ნი­მე დღი­ა­ნი ზე­წო­ლის შემ­დგომ, ბე­სა­რი­ონ ხარ­ძი­ა­ნი და­ი­ყო­ლია თა­მაშ­ზე და მო­უ­გო მას სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შემ­დგომ რეს­ტო­რან­ში და­პა­ტი­ჟე­ბა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი გა­ნუ­ცხა­და, რომ მათი შე­თან­ხმე­ბა გუ­ლის­ხმობ­და არა რეს­ტო­რან­ში და­პა­ტი­ჟე­ბას, არა­მედ რეს­ტორ­ნის, რო­გორც ობი­ექ­ტის სა­კუთ­რე­ბა­ში გა­და­ცე­მას. შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი გეგ­მის მი­ხედ­ვით, მეტი და­მა­ჯე­რებ­ლო­ბის­თვის ბე­სა­რი­ონ ხარ­ძი­ა­ნის­თვის შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლი იქნა ე.წ. "კა­ნო­ნი­ერ ქურ­დებ­თან" წე­რი­ლის გაგ­ზავ­ნა და­ვის გა­და­სა­წყვე­ტად. აღ­ნიშ­ნუ­ლი წე­რი­ლი გა­და­ცე­მუ­ლი იქნა ალექ­სან­დრე მუ­ხა­ძის­თვის.

წე­რი­ლის შედ­გე­ნი­დან რამ­დე­ნი­მე დღე­ში, ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ნდო­ბით აღ­ჭურ­ვილ­მა პირ­მა ბე­სა­რი­ონ ხარ­ძი­ანს გა­დას­ცა სა­პა­სუ­ხო წე­რი­ლი, სა­დაც თით­ქოს­და ე.წ. "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დე­ბის" გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით ბე­სა­რი­ონ ხარ­ძი­ა­ნის მიერ გა­და­სახ­დე­ლი თან­ხა შე­ად­გენ­და 800 000 აშშ დო­ლარს. გა­უ­საძ­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი ბე­სა­რი­ონ ხარ­ძი­ა­ნი თა­ნახ­მა იყო გა­და­ე­ფორ­მე­ბი­ნა მის სა­კუთ­რე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი რეს­ტო­რა­ნი, თუმ­ცა ვი­ნა­ი­დან ბე­სა­რი­ონ ხარ­ძი­ა­ნის წა­მე­ბის მი­ზანს წარ­მო­ად­გენ­და ბიზ­ნეს წი­ლე­ბის დათ­მო­ბა გი­ორ­გი უდე­სი­ა­ნის სა­სარ­გებ­ლოდ და არა რეს­ტორ­ნის, რო­გორც ობი­ექ­ტის გა­და­ცე­მა, ალექ­სან­დრე მუ­ხა­ძის და­ვა­ლე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ნდო­ბით აღ­ჭურ­ვილ­მა პირ­მა უარი გა­ნა­ცხა­და რეს­ტორ­ნის ჩა­ბა­რე­ბა­ზე და მოს­თხო­ვა ბე­სა­რი­ონ ხარ­ძი­ანს გი­ორ­გი უდე­სი­ა­ნის სა­სარ­გებ­ლოდ წი­ლე­ბის გა­და­ფორ­მე­ბა, ასე­ვე გა­ნუ­ცხა­და, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში მას ემუქ­რე­ბო­და გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბა.

სა­პა­ტიმ­რო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში ბე­სა­რი­ონ ხარ­ძი­ან­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, გი­ორ­გი უდე­სი­ან­მა ბე­სა­რი­ონ ხარ­ძი­ა­ნის ძმა­ზე, გი­ორ­გი ხარ­ძი­ან­ზე გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა ფი­ზი­კუ­რი და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ზე­წო­ლა. იგი სა­კუ­თარ ოფის­ში შეხ­ვდა გი­ორ­გი ხარ­ძი­ანს, რო­მე­ლიც შპს "კუს ტბა კა­ლას" და შპს "კუს ტბა პა­ლა­სის" წი­ლებს ფლობ­და. უდე­სი­ან­მა გი­ორ­გი ხარ­ძი­ა­ნი თან­მხლებ პი­რებ­თან ერ­თად სცე­მა, რა დრო­საც და­ე­მუქ­რა, რომ თუ ხარ­ძი­ა­ნე­ბის ოჯა­ხი კუს ტბის წი­ლებს მის სა­სარ­გებ­ლოდ არ დათ­მობ­და, თა­ვად შე­ვი­დო­და ცი­ხე­ში და ბე­სა­რი­ონ ხარ­ძი­ა­ნის გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბას და­ეს­წრე­ბო­და, ხოლო გი­ორ­გი ხარ­ძი­ანს ან მოკ­ლავ­დნენ, ან მა­საც ცი­ხე­ში შე­აგ­დებ­დნენ და გა­ა­უ­პა­ტი­უ­რებ­დნენ.

ინ­ტენ­სი­უ­რი ფი­ზი­კუ­რი და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ზე­წო­ლის შე­დე­გად, პა­ტი­მა­რი ბე­სა­რი­ონ ხარ­ძი­ა­ნი და მისი ოჯა­ხის წევ­რე­ბი იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­დნენ ერთ-ერთი ნა­თე­სა­ვის სა­ხელ­ზე გა­ე­ცათ მინ­დო­ბი­ლო­ბე­ბი და გი­ორ­გი უდე­სი­ა­ნის­თვის და­ეთ­მოთ კუს ტბის (შპს "კუს ტბა კალა" და შპს "კუს ტბა პა­ლა­სი") წი­ლე­ბი. გა­მო­ძა­ლუ­ლი ქო­ნე­ბის სა­ერ­თო ღი­რე­ბუ­ლე­ბამ შე­ად­გი­ნა 5 მი­ლი­ონ ლარ­ზე მეტი.

გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა გი­ორ­გი უდე­სი­ა­ნის მი­მართ, სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 25,1441 მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლი­თა და 181-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის "გ" ქვე­პუნ­ქტით, ხოლო ალექ­სან­დრე მუ­ხა­ძის მი­მართ - 1441 მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლი­თა და 333-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის ნიშ­ნე­ბით, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად ცხრი­დან თხუთ­მეტ წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს", - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა

პროკურატურამ გიორგი უდესიანისა და ალექსანდრე მუხაძის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო

პროკურატურამ გიორგი უდესიანისა და ალექსანდრე მუხაძის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ კუს ტბის წილების იძულებით დათმობის მიზნით, ბიზნესმენ ბესარიონ ხარძიანის წამებისა და ქონების გამოძალვის ფაქტზე, ყოფილი თანამდებობის პირის, გიორგი უდესიანისა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-2 საპყრობილის ყოფილი დირექტორის, ალექსანდრე მუხაძის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.

აღნიშნულთან დაკავშირებით პროკურატურაში განცხადება რამდენიმე წუთის წინ გაკეთდა. უწყებამ უდესიანისა და მუხაძის მიერ დანაშაულებრივი გეგმის განხორციელებაზე ისაუბრა.

"გამოძიებით დადგინდა, რომ 2008 წელს გიორგი უდესიანი და ბესარიონ ხარძიანი შპს „კუს ტბა კალასა“ და შპს „კუს ტბა პალასის“ პარტნიორები გახდნენ. 2011 წელს, გიორგი უდესიანმა ბესარიონ ხარძიანისა და მისი ოჯახის წევრებზე გაფორმებული წილის უკანონოდ დაუფლებისა და ქონებრივი სარგებლის მიღების, ასევე ხსენებული კომპანიებიდან იძულებით გაყვანისა და შესაბამის ქონებებზე სრული კონტროლის მოპოვების მიზნით შეიმუშავა და განახორციელა დანაშაულებრივი გეგმა.

2011 წელს, ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვისთვის დაკავებული ბესარიონ ხარძიანი მოთავსებული იქნა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8 საპყრობილეში. გიორგი უდესიანი დანაშაულებრივი გეგმის სისრულეში მოყვანის მიზნით, დაუკავშირდა აღნიშნული საპყრობილის იმჟამინდელ დირექტორს ალექსანდრე მუხაძეს, რომელთანაც გააჩნდა მეგობრული ურთიერთობა და დაავალა პატიმარ ბესარიონ ხარძიანზე ისეთი სახის ზემოქმედება მოეხდინა, რაც ამ უკანასკნელს იძულებულს გახდიდა მისი და ოჯახის წევრების საკუთრებაში არსებული ბიზნეს წილები დაეთმო.

მიღებული დავალების სისრულეში მოყვანის მიზნით, ალექსანდრე მუხაძის მითითებით, პატიმარ ბესარიონ ხარძიანის საკანში მოთავსებული იქნა ადმინისტრაციის ნდობით აღჭურვილი ორი პატიმარი, რომლებსაც უშუალოდ ალექსანდრე მუხაძისგან მიღებული ჰქონდათ დავალება ნებისმიერი მეთოდით იძულებული გაეხადათ ბესარიონ ხარძიანი დაეთმო კომპანიების - „კუს ტბა კალასა“ და „კუს ტბა პალასის“ წილები. აღნიშნული პირები ორი კვირის განმავლობაში ინტენსიურად ახორციელებდნენ ბესარიონ ხარძიანზე ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ზეწოლას, სცემდნენ და აიძულებდნენ ქონება გიორგი უდესიანის სასარგებლოდ დაეთმო, რასაც ალექსანდრე მუხაძის დავალებით ასევე ხელს უწყობდნენ საპყრობილეს თანამშრომლები.

ადმინისტრაციის ნდობით აღჭურვილი პატიმარი ბესარიონ ხარძიანს სისტემატიურად სთხოვდა ეთამაშა აზარტული თამაში, რაზედაც იგი წინააღმდეგი იყო. საბოლოოდ, რამდენიმე დღიანი ზეწოლის შემდგომ, ბესარიონ ხარძიანი დაიყოლია თამაშზე და მოუგო მას სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდგომ რესტორანში დაპატიჟება. მოგვიანებით კი განუცხადა, რომ მათი შეთანხმება გულისხმობდა არა რესტორანში დაპატიჟებას, არამედ რესტორნის, როგორც ობიექტის საკუთრებაში გადაცემას. შემუშავებული გეგმის მიხედვით, მეტი დამაჯერებლობისთვის ბესარიონ ხარძიანისთვის შეთავაზებული იქნა ე.წ. „კანონიერ ქურდებთან“ წერილის გაგზავნა დავის გადასაწყვეტად. აღნიშნული წერილი გადაცემული იქნა ალექსანდრე მუხაძისთვის.

წერილის შედგენიდან რამდენიმე დღეში, ადმინისტრაციის ნდობით აღჭურვილმა პირმა ბესარიონ ხარძიანს გადასცა საპასუხო წერილი, სადაც თითქოსდა ე.წ. „კანონიერი ქურდების“ გადაწყვეტილებით ბესარიონ ხარძიანის მიერ გადასახდელი თანხა შეადგენდა 800 000 აშშ დოლარს. გაუსაძლის მდგომარეობაში მყოფი ბესარიონ ხარძიანი თანახმა იყო გადაეფორმებინა მის საკუთრებაში არსებული რესტორანი, თუმცა ვინაიდან ბესარიონ ხარძიანის წამების მიზანს წარმოადგენდა ბიზნეს წილების დათმობა გიორგი უდესიანის სასარგებლოდ და არა რესტორნის, როგორც ობიექტის გადაცემა, ალექსანდრე მუხაძის დავალების შესაბამისად, ადმინისტრაციის ნდობით აღჭურვილმა პირმა უარი განაცხადა რესტორნის ჩაბარებაზე და მოსთხოვა ბესარიონ ხარძიანს გიორგი უდესიანის სასარგებლოდ წილების გადაფორმება, ასევე განუცხადა, რომ აღნიშნულის შეუსრულებლობის შემთხვევაში მას ემუქრებოდა გაუპატიურება.

საპატიმრო დაწესებულებაში ბესარიონ ხარძიანზე ზემოქმედების პარალელურად, გიორგი უდესიანმა ბესარიონ ხარძიანის ძმაზე, გიორგი ხარძიანზე განახორციელა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლა. იგი საკუთარ ოფისში შეხვდა გიორგი ხარძიანს, რომელიც შპს „კუს ტბა კალას“ და შპს „კუს ტბა პალასის“ წილებს ფლობდა. უდესიანმა გიორგი ხარძიანი თანმხლებ პირებთან ერთად სცემა, რა დროსაც დაემუქრა, რომ თუ ხარძიანების ოჯახი კუს ტბის წილებს მის სასარგებლოდ არ დათმობდა, თავად შევიდოდა ციხეში და ბესარიონ ხარძიანის გაუპატიურებას დაესწრებოდა, ხოლო გიორგი ხარძიანს ან მოკლავდნენ, ან მასაც ციხეში შეაგდებდნენ და გააუპატიურებდნენ.

ინტენსიური ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად, პატიმარი ბესარიონ ხარძიანი და მისი ოჯახის წევრები იძულებული გახდნენ ერთ-ერთი ნათესავის სახელზე გაეცათ მინდობილობები და გიორგი უდესიანისთვის დაეთმოთ კუს ტბის (შპს „კუს ტბა კალა“ და შპს „კუს ტბა პალასი“) წილები. გამოძალული ქონების საერთო ღირებულებამ შეადგინა 5 მილიონ ლარზე მეტი.

გამოძიება გრძელდება გიორგი უდესიანის მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,1441 მუხლის მე-2 ნაწილითა და 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, ხოლო ალექსანდრე მუხაძის მიმართ - 1441 მუხლის მე-2 ნაწილითა და 333-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ცხრიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - ნათქვამია განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ