პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოში გავრცელებული არაგადამდები დაავადებები და მათთან ბრძოლის გზები
საქართველოში გავრცელებული არაგადამდები დაავადებები და მათთან ბრძოლის გზები

ჯან­მრთე­ლო­ბის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მო­ნა­ცე­მე­ბით, თა­ნა­მედ­რო­ვე მსოფ­ლი­ოს სე­რი­ო­ზულ პრობ­ლე­მად არა­გა­დამ­დე­ბი და­ა­ვა­დე­ბე­ბი იქცა.

თუ მე­ო­ცე სა­უ­კუ­ნის და­სა­წყის­ში, ავა­დო­ბი­სა და სიკ­ვდი­ლი­ნო­ბის თვალ­საზ­რი­სით, წამ­ყვა­ნი ად­გი­ლი ინ­ფექ­ცი­ურ, ანუ გა­დამ­დებ და­ა­ვა­დე­ბებს ეკა­ვა, სა­უ­კუ­ნის მე­ო­რე ნა­ხევ­რი­დან პირ­ველ ად­გილ­ზე არა­გა­დამ­დებ­მა და­ა­ვა­დე­ბებ­მა გად­მო­ი­ნაც­ვლა.

ბოლო პე­რი­ოდ­ში საგ­რძნობ­ლად იმა­ტა გულ­სის­ხლძარ­ღვთა და­ა­ვა­დე­ბებ­მა, უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი მი­მარ­თავს ექიმს ხერ­ხემ­ლის თუ ოფ­თალ­მო­ლო­გი­უ­რი პრობ­ლე­მე­ბით.

სა­ყუ­რა­დღე­ბოა ის ფაქ­ტი, რომ ძვალ­კუნ­თო­ვა­ნი სის­ტე­მის და­ა­ვა­დე­ბა­თა მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი 2008-2012 წლებ­ში თით­ქმის ორ­ჯე­რაა გაზ­რდი­ლი, ხოლო თვა­ლი­სა და მისი და­ნა­მა­ტე­ბის ავად­მყო­ფო­ბე­ბის გავ­რცე­ლე­ბის მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი კი და­ახ­ლო­ე­ბით 1,4-ჯერ.

გუ­ლის, თვა­ლი­სა და ხერ­ხემ­ლის პრობ­ლე­მებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი კი­თხვე­ბით ALLNEWS-მა თი­თო­ე­უ­ლი დარ­გის წამ­ყვან სპე­ცი­ა­ლისტს მი­მარ­თა. მათ­გან შე­ი­ტყობთ პრობ­ლე­მე­ბის გა­მომ­წვევ მი­ზე­ზებს, რის­კფაქ­ტო­რებ­სა და სა­ჭი­რო რე­კო­მენ­და­ცი­ებს.

"გულ­სის­ხლძარ­ღვთა და­ა­ვა­დე­ბე­ბი არა­მარ­ტო სა­ქარ­თვე­ლო­ში, არა­მედ მთელ მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მე­ტად გავ­რცე­ლე­ბუ­ლი პრობ­ლე­მაა. თუმ­ცა, სა­ქარ­თვე­ლო ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი რის­კის მქო­ნე ქვეყ­ნე­ბის სი­ა­ში შე­დის.

გულ­სის­ხლძარ­ღვთა და­ა­ვა­დე­ბე­ბი მო­ი­ცავს სხვა­დას­ხვა ნო­ზო­ლო­გი­ას: ჰი­პერ­ტენ­ზია, არით­მია, გუ­ლის იშე­მი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბა...

გუ­ლის იშე­მი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბებს, რო­გორც მო­დი­ფი­ცი­რე­ბა­დი ანუ ადა­მი­ა­ნის ნე­ბა­ზე, მონ­დო­მე­ბა­სა და ნე­ბის­ყო­ფა­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლი, ისე არა­მო­დი­ფი­ცი­რე­ბა­დი ფაქ­ტო­რე­ბი აქვს, რომ­ლებ­საც თა­ვად პა­ცი­ენ­ტი უკვე ვე­ღარ მარ­თავს.

(გე­ნე­ტი­კა, ასა­კი, სქე­სი და სხვა) მო­დი­ფი­ცი­რე­ბულ რის­კის ფაქ­ტო­რებ­ში შე­დის - თამ­ბა­ქოს მოხ­მა­რე­ბა. თუ ადა­მი­ა­ნი თამ­ბა­ქოს მოხ­მა­რე­ბას შე­წყვეტს, მას შე­უძ­ლია ერთი რის­კფაქ­ტო­რით ნაკ­ლე­ბი ჰქონ­დეს. ეს მონ­დო­მე­ბა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. სტა­ტის­ტი­კუ­რად კი დად­გე­ნი­ლია, რომ თამ­ბა­ქოს მოხ­მა­რე­ბა გულ­სის­ხლძარ­ღვთა და­ა­ვა­დე­ბებს ასაკ­თან ერ­თად საკ­მა­ოდ არ­თუ­ლებს. იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

საქართველოში გავრცელებული არაგადამდები დაავადებები და მათთან ბრძოლის გზები

საქართველოში გავრცელებული არაგადამდები დაავადებები და მათთან ბრძოლის გზები

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, თანამედროვე მსოფლიოს სერიოზულ პრობლემად არაგადამდები დაავადებები იქცა.

თუ მეოცე საუკუნის დასაწყისში, ავადობისა და სიკვდილინობის თვალსაზრისით, წამყვანი ადგილი ინფექციურ, ანუ გადამდებ დაავადებებს ეკავა, საუკუნის მეორე ნახევრიდან პირველ ადგილზე არაგადამდებმა დაავადებებმა გადმოინაცვლა.

ბოლო პერიოდში საგრძნობლად იმატა გულსისხლძარღვთა დაავადებებმა, უამრავი ადამიანი მიმართავს ექიმს ხერხემლის თუ ოფთალმოლოგიური პრობლემებით.

საყურადღებოა ის ფაქტი, რომ ძვალკუნთოვანი სისტემის დაავადებათა მაჩვენებლები 2008-2012 წლებში თითქმის ორჯერაა გაზრდილი, ხოლო თვალისა და მისი დანამატების ავადმყოფობების გავრცელების მაჩვენებლები კი დაახლოებით 1,4-ჯერ.

გულის, თვალისა და ხერხემლის პრობლემებთან დაკავშირებული კითხვებით ALLNEWS-მა თითოეული დარგის წამყვან სპეციალისტს მიმართა. მათგან შეიტყობთ პრობლემების გამომწვევ მიზეზებს, რისკფაქტორებსა და საჭირო რეკომენდაციებს.

"გულსისხლძარღვთა დაავადებები არამარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მეტად გავრცელებული პრობლემაა. თუმცა, საქართველო ყველაზე მაღალი რისკის მქონე ქვეყნების სიაში შედის.

გულსისხლძარღვთა დაავადებები მოიცავს სხვადასხვა ნოზოლოგიას: ჰიპერტენზია, არითმია, გულის იშემიური დაავადება...

გულის იშემიური დაავადებებს, როგორც მოდიფიცირებადი ანუ ადამიანის ნებაზე, მონდომებასა და ნებისყოფაზე დამოკიდებული, ისე არამოდიფიცირებადი ფაქტორები აქვს, რომლებსაც თავად პაციენტი უკვე ვეღარ მართავს.

(გენეტიკა, ასაკი, სქესი და სხვა) მოდიფიცირებულ რისკის ფაქტორებში შედის - თამბაქოს მოხმარება. თუ ადამიანი თამბაქოს მოხმარებას შეწყვეტს, მას შეუძლია ერთი რისკფაქტორით ნაკლები ჰქონდეს. ეს მონდომებაზეა დამოკიდებული. სტატისტიკურად კი დადგენილია, რომ თამბაქოს მოხმარება გულსისხლძარღვთა დაავადებებს ასაკთან ერთად საკმაოდ ართულებს. იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია