პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო

28

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დათა თუთაშხია" - ფილმი, რომელმაც ბევრი ადამიანის ცხოვრება შეცვალა
"დათა თუთაშხია" - ფილმი, რომელმაც ბევრი ადამიანის ცხოვრება შეცვალა

"თენ­გი­ზი ძა­ლი­ან ძუნ­წი ხერ­ხე­ბით აღ­წევს დიდ შე­დეგს. ეს არის სწო­რედ ოს­ტა­ტო­ბა..."

ხში­რად ხდე­ბა - წა­კი­თხუ­ლი წიგ­ნის ეკ­რა­ნი­ზა­ცი­ას ნა­ხავ და იმედ­გაც­რუ­ე­ბა გე­უფ­ლე­ბა. "დათა თუ­თაშ­ხია" კი ფილ­მი-შე­დევ­რია, რო­მე­ლიც ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი შე­დევ­რი­დან შე­იქ­მნა, ამდე-ნად, იმ იშ­ვი­ათ შემ­თხვე­ვას­თან გვაქვს საქ­მე, როცა პირ­ველ­წყა­როც და ფილ­მიც ადა­მი­ან­ზე უდი­დეს შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას ახ­დენს. საბ­ჭო­თა დროს მსგავ­სი ფილ­მის შექ­მნა რისკთან იყო და­კავ­ში­რე­ბუ­ლი - შე­იძ­ლე­ბო­და, ცენ­ზუ­რის მსხვერ­პლი გამ­ხდა­რი­ყო. სა­ბედ­ნი­ე­როდ, რე­ჟი­სო­რე­ბის მო­ხერ­ხე­ბუ­ლო­ბამ და ზო­გი­ერ­თმა სხვა ფაქ­ტორ­მა ფილ­მს ეკ­რა­ნის­კენ გზა გა­უხ­სნა. რო­გორ იქ­მნე­ბო­და "დათა თუ­თაშ­ხია" და რა უს­წრებ­და წინ მის გა­და­ღე­ბას, ამის შე­სა­ხებ "დათა თუ-თაშ­ხი­ას" დამ­დგმე­ლი რე­ჟი­სო­რი (გიგა ლორ­თქი­ფა­ნი­ძეს­თან ერ­თად), ბა­ტო­ნი გიზო გა­ბის­კი­რია მოგ­ვი­თხრობს.

- ბა­ტო­ნო გიზო, ჭა­ბუა ამი­რე­ჯი­ბის "დათა თუ­თაშ­ხია" 1973 წელს წიგ­ნად გა­მო­ი­ცა, 1975 წელს კი მის კი­ნო­ვერ­სი­ა­ზე მუ­შა­ო­ბა და­ი­წყეთ. მი­ამ­ბეთ იმ ფიქ­რებ­ზე, რო­მე­ლიც ფილ­მს წინ უძღო­და.

- "დათა თუ­თაშ­ხი­ას" ბეჭდ­ვა 1971-72 წლებ­ში ჟურ­ნალ­მა "ცის­კარ­მა" და­ი­წყო და სა­ქარ­თვე­ლო­ში მა­შინ­ვე პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­და. მა­შინ მოს­კოვ­ში ვცხოვ­რობ­დი (ვსწავ­ლობ­დი კი­ნო­სა­რე­ჟი­სო­რო ფა­კულ­ტეტ­ზე) და ბუ­ნებ­რი­ვია, არც ერთ ღო­ნის­ძი­ე­ბას, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს უკავ­შირ­დე­ბო­და, არ ვაც­დენ­დი. რო­მა­ნის შე­ძე­ნა მოს­კოვ­ში, გა­ლა­კტი­ო­ნის სა­ღა­მო­ზე მო­ვა­ხერ­ხე. მახ­სოვს, ორი წიგ­ნი ვი­ყი­დე - ჭა-ბუას "დათა თუ­თაშ­ხია" და ოთარ ჭი­ლა­ძის "გზა­ზე ერთი კაცი მი­დი­ო­და". ამ წიგ­ნე­ბის ორი­ვე ავ­ტორს ვიც­ნობ­დი და უაღ­რე­სად დიდ პა­ტივს ვცემ­დი. და­მა­თენ­და ის ღამე "დათა თუ­თაშ­ხი­ას" კი­თხვა­ში და ვხე­დავ, წიგ­ნი ხელ­ში მე­ლე­ვა. გა­დავ­კე­ცე და გა­დავ­დე - შე­ვი­ნა­ხე, გა­ვი­ხან­გრძლი­ვე კი­თხვის პრო­ცე­სი. იმის ილუ­ზია არ გამ­ჩე­ნია, რომ ამის გა­და­ღე­ბის უფ­ლე­ბას ვინ­მე მომ­ცემ­და. ძა­ლი­ან გა­საკ­ვი­რი იქნე-ბოდა ჩვენს იერ­არ­ქი­ა­ში, რომ სა­დიპ­ლო­მო ნაშ­რო­მის შემ­დეგ, რე­ჟი­სო­რის­თვის ამ­ხე­ლა ფილ­მი მი­ე­ცათ გა­და­სა­ღე­ბად. გა­ვი­და ხანი. ისევ მოს­კოვ­ში ვი­ყა­ვი და რეზო ჩხე­ი­ძემ და­მი­რე­კა (ჩემი სა­დიპ­ლო­მო ნა­მუ­შე­ვა­რი ჰქო­ნია ნა­ნა­ხი და და­ინ­ტე­რეს­და ჩემი ბე­დით). - რას აკე­თე­ბო? - მკი­თხა. - "მოს­ფილმში" ფილ­მის გა­და­ღე­ბას ვა­პი­რებ-მეთ­ქი, - ვუ­პა­სუ­ხე. ეს იძუ­ლე­ბი­თი ნა­ბი­ჯი იყო, რად­გან კი­ნოს­ტუ­დია "ქარ­თუ­ლი ფილ­მის" დი­რექ­ტორ­მა, რო­მე­ლიც რეზო ჩხე­ი­ძის და­ნიშ­ვნამ­დე მუ­შა­ობ­და იქ, არ მომ­ცა სა-შუ­ა­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში მე­მუ­შა­ვა. რე­ზომ მი­თხრა, - მანდ ნუ ზი­ხარ, ჩა­მო­დი და აქ ფილ­მი გა­და­ი­ღეო. რა­ღაც პე­რი­ო­დის შემ­დეგ მოს­კოვ­ში ჭა­ბუა ამი­რე­ჯი­ბი ჩა­მო­ვი­და და რო­გორც ყო­ველ­თვის, დამი-რეკა; მი­თხრა, - აქ ჩემს დას­თან, რო­დამ­თან გავ­ჩერ­დიო. იმ სა­ღა­მოს, ახა­ლა­შე­ნე­ბულ სას­ტუმ­რო "რო-სიის" რეს­ტო­რან­ში დავ­სხე­დით. ულა­მა­ზე­სი და-ძმა! რო­და­მის იტა­ლი­ე­ლი მე­უღ­ლეც იქ იყო - დიდი ფი­ზი­კო­სი, ბრუ­ნო პონ­ტე­კორ­ვო. ბუ­ნებ­რი­ვია, ცოტა დავ­ლი­ეთ კი­დეც და ჭა­ბუ­ამ მკი­თხა: - იცი, რომ "და­თას" გა­და­ღე­ბე­ბი იწყე­ბაო? არა­ფე­რი ვი­ცო­დი. ჭაბუ

ამ გა­აგ­რძე­ლა: - და რამე რომ იყოს, გა­დაი-ღებ­დიო? - ისე ვარ მო­ჯა­დო­ე­ბუ­ლი, რომ ალ­ბათ გა­დავ­დგამ­დი ამ სა­ბე­დის­წე­რო ნა­ბიჯს-მეთ­ქი, - ჩა­ვი­ცი­ნე. - აბა, თუ ვინ­მე გა­და­ი­ღებს ამ ფილ­მს, მათ შო­რის შენც იქ­ნე­ბიო, - მი­თხრა, მაგ­რამ მა­ინც ვერ და­ვი­ჯე­რე ჭა­ბუ­ას სი­ტყვე­ბი და ეს ცო­ტა­თი, ღვი­ნო­საც მი­ვა­წე­რე... არა­და, რაც თქვა, მერე ყვე­ლა-ფერი შე­ას­რუ­ლა. გი­გას ზარ­მა კი, თბი­ლი­სი­დან, ყვე­ლა­ფე­რი სა­ბო­ლო­ოდ გა­და­წყვი­ტა, - მან თა­ვის­თან ერ­თად მუ­შა­ო­ბა შე­მომ­თა­ვა­ზა.

- ამან სა­ფიქ­რა­ლი გა­გი­ჩი­ნათ?

- რა თქმა უნდა! ასე­თი ნა­წარ­მო­ე­ბის ეკ­რა­ნი­ზა­ცია დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა რე­ჟი­სო­რის­თვის. რო­გო­რია ასე­თი გე­ნი­ა­ლუ­რი ნა­წარ­მო­ე­ბის გა­ფუ­ჭე­ბა?! ამ პე­რი­ოდ­ში კი­ნოს­ტუ­დი­ის რე­დაქ­ტო­რად გია ბად­რი­ძე, ცნო­ბი­ლი მომ­ღერ­ლის, და­ვით ბად­რი­ძის ვა­ჟიშ­ვი­ლი მუ­შა­ობ­და. სწო­რედ მას გა­უჩ­ნდა "დათა თუ­თაშ­ხი­ას" ეკ­რა­ნი­ზა­ცი­ის იდეა და რეზო ჩხე­ი­ძეს გა­ან­დო. თა­ვი­დან 24 სე­რი­ის გა­და­ღე­ბა უნ­დო­დათ, მაგ­რამ მოს­კოვ­მა ქვა ააგ­დო და თავი შე­უშ­ვი­რა. ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გრძელ­დე­ბო­და მოს­კოვ­სა და თბი­ლისს შო­რის მო­ლა­პა­რა­კე­ბა, სცე­ნა­რის ჩა­ტა­ნა-ჩა­მო­ტა­ნა, ხე­ლა­ხა­ლი წა­კი­თხვა, სამ­ხატ­ვრო საბ-ჭოზე გა­ტა­ნა... რუ­სე­ბი ჯი­უ­ტად ითხოვ­დნენ 3-4 სე­რი­ას. ძა­ლი­ან და­ზა­რალ­დე­ბო­და ტექ­სტი... ბო­ლოს, 7 სე­რი­ა­ზე შე­ჩერ­დნენ და ჭა­ბუ­აც და­თან­ხმდა. რო­დე­საც ჩვენ ჩა­ვერ­თეთ პრო­ცეს­ში, უკვე გა­და­წყვე­ტი­ლი იყო 7 სე­რი­ის გა­და­ღე­ბა.

- სცე­ნარ­ზე თა­ვად ბა­ტონ­მა ჭა­ბუ­ამ იმუ­შა­ვა? ... გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

"დათა თუთაშხია" - ფილმი, რომელმაც ბევრი ადამიანის ცხოვრება შეცვალა

"დათა თუთაშხია" - ფილმი, რომელმაც ბევრი ადამიანის ცხოვრება შეცვალა

"თენგიზი ძალიან ძუნწი ხერხებით აღწევს დიდ შედეგს. ეს არის სწორედ ოსტატობა..."

ხშირად ხდება - წაკითხული წიგნის ეკრანიზაციას ნახავ და იმედგაცრუება გეუფლება. "დათა თუთაშხია" კი ფილმი-შედევრია, რომელიც ლიტერატურული შედევრიდან შეიქმნა, ამდე-ნად, იმ იშვიათ შემთხვევასთან გვაქვს საქმე, როცა პირველწყაროც და ფილმიც ადამიანზე უდიდეს შთაბეჭდილებას ახდენს. საბჭოთა დროს მსგავსი ფილმის შექმნა რისკთან იყო დაკავშირებული - შეიძლებოდა, ცენზურის მსხვერპლი გამხდარიყო. საბედნიეროდ, რეჟისორების მოხერხებულობამ და ზოგიერთმა სხვა ფაქტორმა ფილმს ეკრანისკენ გზა გაუხსნა. როგორ იქმნებოდა "დათა თუთაშხია" და რა უსწრებდა წინ მის გადაღებას, ამის შესახებ "დათა თუ-თაშხიას" დამდგმელი რეჟისორი (გიგა ლორთქიფანიძესთან ერთად), ბატონი გიზო გაბისკირია მოგვითხრობს.

- ბატონო გიზო, ჭაბუა ამირეჯიბის "დათა თუთაშხია" 1973 წელს წიგნად გამოიცა, 1975 წელს კი მის კინოვერსიაზე მუშაობა დაიწყეთ. მიამბეთ იმ ფიქრებზე, რომელიც ფილმს წინ უძღოდა.

- "დათა თუთაშხიას" ბეჭდვა 1971-72 წლებში ჟურნალმა "ცისკარმა" დაიწყო და საქართველოში მაშინვე პოპულარული გახდა. მაშინ მოსკოვში ვცხოვრობდი (ვსწავლობდი კინოსარეჟისორო ფაკულტეტზე) და ბუნებრივია, არც ერთ ღონისძიებას, რომელიც საქართველოს უკავშირდებოდა, არ ვაცდენდი. რომანის შეძენა მოსკოვში, გალაკტიონის საღამოზე მოვახერხე. მახსოვს, ორი წიგნი ვიყიდე - ჭა-ბუას "დათა თუთაშხია" და ოთარ ჭილაძის "გზაზე ერთი კაცი მიდიოდა". ამ წიგნების ორივე ავტორს ვიცნობდი და უაღრესად დიდ პატივს ვცემდი. დამათენდა ის ღამე "დათა თუთაშხიას" კითხვაში და ვხედავ, წიგნი ხელში მელევა. გადავკეცე და გადავდე - შევინახე, გავიხანგრძლივე კითხვის პროცესი. იმის ილუზია არ გამჩენია, რომ ამის გადაღების უფლებას ვინმე მომცემდა. ძალიან გასაკვირი იქნე-ბოდა ჩვენს იერარქიაში, რომ სადიპლომო ნაშრომის შემდეგ, რეჟისორისთვის ამხელა ფილმი მიეცათ გადასაღებად. გავიდა ხანი. ისევ მოსკოვში ვიყავი და რეზო ჩხეიძემ დამირეკა (ჩემი სადიპლომო ნამუშევარი ჰქონია ნანახი და დაინტერესდა ჩემი ბედით). - რას აკეთებო? - მკითხა. - "მოსფილმში" ფილმის გადაღებას ვაპირებ-მეთქი, - ვუპასუხე. ეს იძულებითი ნაბიჯი იყო, რადგან კინოსტუდია "ქართული ფილმის" დირექტორმა, რომელიც რეზო ჩხეიძის დანიშვნამდე მუშაობდა იქ, არ მომცა სა-შუალება საქართველოში მემუშავა. რეზომ მითხრა, - მანდ ნუ ზიხარ, ჩამოდი და აქ ფილმი გადაიღეო. რაღაც პერიოდის შემდეგ მოსკოვში ჭაბუა ამირეჯიბი ჩამოვიდა და როგორც ყოველთვის, დამი-რეკა; მითხრა, - აქ ჩემს დასთან, როდამთან გავჩერდიო. იმ საღამოს, ახალაშენებულ სასტუმრო "რო-სიის" რესტორანში დავსხედით. ულამაზესი და-ძმა! როდამის იტალიელი მეუღლეც იქ იყო - დიდი ფიზიკოსი, ბრუნო პონტეკორვო. ბუნებრივია, ცოტა დავლიეთ კიდეც და ჭაბუამ მკითხა: - იცი, რომ "დათას" გადაღებები იწყებაო? არაფერი ვიცოდი. ჭაბუ

ამ გააგრძელა: - და რამე რომ იყოს, გადაი-ღებდიო? - ისე ვარ მოჯადოებული, რომ ალბათ გადავდგამდი ამ საბედისწერო ნაბიჯს-მეთქი, - ჩავიცინე. - აბა, თუ ვინმე გადაიღებს ამ ფილმს, მათ შორის შენც იქნებიო, - მითხრა, მაგრამ მაინც ვერ დავიჯერე ჭაბუას სიტყვები და ეს ცოტათი, ღვინოსაც მივაწერე... არადა, რაც თქვა, მერე ყველა-ფერი შეასრულა. გიგას ზარმა კი, თბილისიდან, ყველაფერი საბოლოოდ გადაწყვიტა, - მან თავისთან ერთად მუშაობა შემომთავაზა.

- ამან საფიქრალი გაგიჩინათ?

- რა თქმა უნდა! ასეთი ნაწარმოების ეკრანიზაცია დიდი პასუხისმგებლობაა რეჟისორისთვის. როგორია ასეთი გენიალური ნაწარმოების გაფუჭება?! ამ პერიოდში კინოსტუდიის რედაქტორად გია ბადრიძე, ცნობილი მომღერლის, დავით ბადრიძის ვაჟიშვილი მუშაობდა. სწორედ მას გაუჩნდა "დათა თუთაშხიას" ეკრანიზაციის იდეა და რეზო ჩხეიძეს გაანდო. თავიდან 24 სერიის გადაღება უნდოდათ, მაგრამ მოსკოვმა ქვა ააგდო და თავი შეუშვირა. ერთი წლის განმავლობაში გრძელდებოდა მოსკოვსა და თბილისს შორის მოლაპარაკება, სცენარის ჩატანა-ჩამოტანა, ხელახალი წაკითხვა, სამხატვრო საბ-ჭოზე გატანა... რუსები ჯიუტად ითხოვდნენ 3-4 სერიას. ძალიან დაზარალდებოდა ტექსტი... ბოლოს, 7 სერიაზე შეჩერდნენ და ჭაბუაც დათანხმდა. როდესაც ჩვენ ჩავერთეთ პროცესში, უკვე გადაწყვეტილი იყო 7 სერიის გადაღება.

- სცენარზე თავად ბატონმა ჭაბუამ იმუშავა? ... განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია