პოლიტიკა
საზოგადოება

11

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:57-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 05:54 – კარგად შეძლებთ მნიშვნელოვანი ამოცანების დაგეგმვასა. იმ სამუშაოს შესრულებას, რომელიც მოითხოვს სიზუსტეს, მათემატიკურ გამოთვლებს და ინსტრუქციების მკაფიო დაცვას. ადამიანი ავლენს პასუხისმგებლობას, პრაქტიკულობას და მოვალეობის გრძნობას. რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. აქტიური ორგანოებია: მუხლები, ძვლები, სახსრები, კანი, სისხლის მიმოქცევის სისტემა. დაიცავით უმარილო დიეტა.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დავით ჩხატარაშვილი - გამოძიების ვერსიით, წამების კადრების გადაღება ოპოზიციის მიერ იყო ორგანიზებული, თუმცა ამის მტკიცებულება იმ დროს არ არსებობდა
დავით ჩხატარაშვილი - გამოძიების ვერსიით, წამების კადრების გადაღება ოპოზიციის მიერ იყო ორგანიზებული, თუმცა ამის მტკიცებულება იმ დროს არ არსებობდა

მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის ყო­ფი­ლი პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლის და­ვით ჩხა­ტა­რაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, გა­მო­ძი­ე­ბას ჰქონ­და ვერ­სია, რომ წა­მე­ბის კად­რე­ბის გა­და­ღე­ბა ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი იყო იმ­ჟა­მინ­დე­ლი ოპო­ზი­ცი­ის მიერ, თუმ­ცა ამის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა იმ დრო­ის­თვის არ არ­სე­ბობ­და, - ამის შე­სა­ხებ ჩხა­ტა­რაშ­ვილ­მა სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე გა­ნა­ცხა­და, სა­დაც წა­მე­ბის, არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი მო­პყრო­ბის და სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბის საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი არი­ან იუს­ტი­ცი­ის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი ზუ­რაბ ადე­იშ­ვი­ლი და სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ყო­ფი­ლი თავ­მჯდო­მა­რე და­ვით ჭა­კუა.

მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის ყო­ფი­ლი პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლე საქ­მე­ზე მოწ­მის სტა­ტუ­სით და­ი­კი­თხა.

რო­გორც და­ვით ჩხა­ტა­რაშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, ერთ-ერთ შეხ­ვედ­რა­ზე, რო­მე­ლიც ზუ­რაბ ადე­იშ­ვილ­თან შედ­გა, ის და და­ვით ჭა­კუა იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ.

"შეხ­ვედ­რა გვქონ­და ზუ­რაბ ადე­იშ­ვილ­თან, რო­მელ­საც ვეს­წრე­ბო­დით მე და და­ვით ჭა­კუა. ზუ­რაბ ადე­იშ­ვი­ლი იყო გაბ­რა­ზე­ბუ­ლი, რად­გან არ­სე­ბობ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ერთ-ერთ სა­ერ­თა­შო­რი­სო სტრუქ­ტუ­რას ჰქონ­და ცი­ხე­ში წა­მე­ბის კად­რე­ბი, აქამ­დე, რო­დე­საც გვქონ­და თათ­ბი­რე­ბი, მუდ­მი­ვად იყო სა­უ­ბა­რი, რომ არ­სე­ბობ­და ინ­ფორ­მა­ცია სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში პა­ტიმ­რე­ბის წა­მე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით და მუდ­მი­ვად იყო მო­წო­დე­ბა სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის მი­მართ, რომ აღ­ნიშ­ნულ ინ­ფორ­მა­ცი­ებ­ზე მომ­ხდა­რი­ყო შე­სა­ბა­მი­სი რე­ა­გი­რე­ბა. ამი­ტო­მაც ზუ­რაბ ადე­იშ­ვი­ლი იყო გაბ­რა­ზე­ბუ­ლი, რომ ერთ-ერთ სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში არ­სე­ბობ­და წა­მე­ბის კად­რე­ბი და დაგ­ვე­ვა­ლა მე და და­ვით ჭა­კუ­ას შე­სა­ბა­მი­სი ზო­მე­ბის გა­ტა­რე­ბა წა­მე­ბის კად­რე­ბის გა­მო­სავ­ლე­ნად", - გა­ნა­ცხა­და და­ვით ჩხა­ტა­რაშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, შე­სა­ბა­მი­სი ზო­მე­ბის გა­ტა­რე­ბის შემ­დეგ მო­პო­ვე­ბუ­ლი იქნა ინ­ფორ­მა­ცია, რომ წა­მე­ბის კად­რე­ბის გა­და­ღე­ბა ხდე­ბო­და ვლა­დი­მერ ბე­დუ­კა­ძის მიერ, რო­მელ­მაც გა­ი­ტა­ნა ქვეყ­ნი­დან აღ­ნიშ­ნუ­ლი კად­რე­ბი. ასე­ვე ჩხა­ტა­რაშ­ვილ­მა და­ა­სა­ხე­ლა "ბას­ტი და ბუბუ" და აღ­ნიშ­ნა, რომ მათი სა­ხე­ლე­ბი არ იცო­და.

"ასე­ვე მო­ვი­პო­ვეთ ინ­ფორ­მა­ცია კად­რე­ბის ში­ნა­არ­სის შე­სა­ხებ და ჭა­კუ­ამ ასე­ვე მო­მა­წო­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ლადო ბე­დუ­კა­ძეს ჰქონ­და ურ­თი­ერ­თო­ბა იმ დრო­ის­თვის და­კა­ვე­ბულ თა­მაზ თა­მა­ზაშ­ვილ­თან. ასე­ვე სხვა პა­ტი­მარ­თან ჰქონ­და ნა­ლა­პა­რა­კე­ვი, რომ წა­მე­ბის კად­რე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბას წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ გეგ­მავ­და. ყვე­ლა ეს ინ­ფორ­მა­ცია მი­ვა­წო­დეთ მომ­დევ­ნო თათ­ბირ­ზე იუს­ტი­ცი­ის მი­ნისტრს და და­ი­გეგ­მა შე­სა­ბა­მი­სი ღო­ნის­ძი­ე­ბა. კერ­ძოდ, უნდა მის­ცე­მო­და და­ვა­ლე­ბა კონ­კრე­ტულ სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებს, რო­მე­ლი­მე პა­ტიმ­რის ცემა და ამის გა­და­ღე­ბა უნდა მომ­ხდა­რი­ყო, რათა გა­მო­ძი­ე­ბას ჰქო­ნო­და კონ­კრე­ტუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი პა­ტიმ­რე­ბის წა­მე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. აღ­ნიშ­ნუ­ლი გან­კარ­გუ­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბა და­ე­ვა­ლა და­ვით ჭა­კუ­ას და მან მე­ო­რე დღეს და­მი­რე­კა და მო­მახ­სე­ნა, რომ და­ვა­ლე­ბა შეს­რუ­ლე­ბუ­ლი იყო. ამის შემ­დეგ პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ და­კა­ვე­ბუ­ლი იქნა სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის და­ახ­ლო­ე­ბით ათამ­დე თა­ნამ­შრო­მე­ლი, მათ შო­რის, მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი", - გა­ნა­ცხა­და და­ვით ჩხა­ტა­რაშ­ვილ­მა.

პრო­კუ­რო­რე­ბის კი­თხვა­ზე, თუ რა მი­ზანს ემ­სა­ხუ­რე­ბო­და აღ­ნიშ­ნუ­ლი კად­რე­ბის გა­და­ღე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა და ინ­სცე­ნი­რე­ბა და ჰქონ­და თუ არა მას პო­ლი­ტი­კუ­რი დატ­ვირ­თვა, მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის ყო­ფილ­მა პირ­ველ­მა მო­ად­გი­ლემ აღ­ნიშ­ნა, რომ მსგავ­სი რამ თათ­ბირ­ზე არ იყო ნათ­ქვა­მი.

ჩხა­ტა­რაშ­ვილ­მა ასე­ვე აღ­ნიშ­ნა, რომ გა­მო­ძი­ე­ბას ჰქონ­და ვერ­სია, რომ წა­მე­ბის კად­რე­ბის გა­და­ღე­ბა ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი იყო იმ­ჟა­მინ­დე­ლი ოპო­ზი­ცი­ის მიერ, თუმ­ცა ამის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა გა­მო­ძი­ე­ბის იმ ეტაპ­ზე არ არ­სე­ბობ­და.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

დავით ჩხატარაშვილი - გამოძიების ვერსიით, წამების კადრების გადაღება ოპოზიციის მიერ იყო ორგანიზებული, თუმცა ამის მტკიცებულება იმ დროს არ არსებობდა

დავით ჩხატარაშვილი - გამოძიების ვერსიით, წამების კადრების გადაღება ოპოზიციის მიერ იყო ორგანიზებული, თუმცა ამის მტკიცებულება იმ დროს არ არსებობდა

მთავარი პროკურორის ყოფილი პირველი მოადგილის დავით ჩხატარაშვილის განცხადებით, გამოძიებას ჰქონდა ვერსია, რომ წამების კადრების გადაღება ორგანიზებული იყო იმჟამინდელი ოპოზიციის მიერ, თუმცა ამის მტკიცებულება იმ დროისთვის არ არსებობდა, - ამის შესახებ ჩხატარაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, სადაც წამების, არაადამიანური მოპყრობის და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების საქმეზე ბრალდებულები არიან იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით ჭაკუა.

მთავარი პროკურორის ყოფილი პირველი მოადგილე საქმეზე მოწმის სტატუსით დაიკითხა.

როგორც დავით ჩხატარაშვილმა აღნიშნა, ერთ-ერთ შეხვედრაზე, რომელიც ზურაბ ადეიშვილთან შედგა, ის და დავით ჭაკუა იმყოფებოდნენ.

"შეხვედრა გვქონდა ზურაბ ადეიშვილთან, რომელსაც ვესწრებოდით მე და დავით ჭაკუა. ზურაბ ადეიშვილი იყო გაბრაზებული, რადგან არსებობდა ინფორმაცია, რომ ერთ-ერთ საერთაშორისო სტრუქტურას ჰქონდა ციხეში წამების კადრები, აქამდე, როდესაც გვქონდა თათბირები, მუდმივად იყო საუბარი, რომ არსებობდა ინფორმაცია სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმრების წამებასთან დაკავშირებით და მუდმივად იყო მოწოდება სასჯელაღსრულების წარმომადგენლების მიმართ, რომ აღნიშნულ ინფორმაციებზე მომხდარიყო შესაბამისი რეაგირება. ამიტომაც ზურაბ ადეიშვილი იყო გაბრაზებული, რომ ერთ-ერთ საერთაშორისო ორგანიზაციაში არსებობდა წამების კადრები და დაგვევალა მე და დავით ჭაკუას შესაბამისი ზომების გატარება წამების კადრების გამოსავლენად", - განაცხადა დავით ჩხატარაშვილმა.

მისივე თქმით, შესაბამისი ზომების გატარების შემდეგ მოპოვებული იქნა ინფორმაცია, რომ წამების კადრების გადაღება ხდებოდა ვლადიმერ ბედუკაძის მიერ, რომელმაც გაიტანა ქვეყნიდან აღნიშნული კადრები. ასევე ჩხატარაშვილმა დაასახელა "ბასტი და ბუბუ" და აღნიშნა, რომ მათი სახელები არ იცოდა.

"ასევე მოვიპოვეთ ინფორმაცია კადრების შინაარსის შესახებ და ჭაკუამ ასევე მომაწოდა ინფორმაცია, რომ ლადო ბედუკაძეს ჰქონდა ურთიერთობა იმ დროისთვის დაკავებულ თამაზ თამაზაშვილთან. ასევე სხვა პატიმართან ჰქონდა ნალაპარაკევი, რომ წამების კადრების გამოქვეყნებას წინასაარჩევნოდ გეგმავდა. ყველა ეს ინფორმაცია მივაწოდეთ მომდევნო თათბირზე იუსტიციის მინისტრს და დაიგეგმა შესაბამისი ღონისძიება. კერძოდ, უნდა მისცემოდა დავალება კონკრეტულ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლებს, რომელიმე პატიმრის ცემა და ამის გადაღება უნდა მომხდარიყო, რათა გამოძიებას ჰქონოდა კონკრეტული მტკიცებულებები პატიმრების წამებასთან დაკავშირებით. აღნიშნული განკარგულების შესრულება დაევალა დავით ჭაკუას და მან მეორე დღეს დამირეკა და მომახსენა, რომ დავალება შესრულებული იყო. ამის შემდეგ პროკურატურის მიერ დაკავებული იქნა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დაახლოებით ათამდე თანამშრომელი, მათ შორის, მაღალჩინოსნები", - განაცხადა დავით ჩხატარაშვილმა.

პროკურორების კითხვაზე, თუ რა მიზანს ემსახურებოდა აღნიშნული კადრების გადაღების ორგანიზება და ინსცენირება და ჰქონდა თუ არა მას პოლიტიკური დატვირთვა, მთავარი პროკურორის ყოფილმა პირველმა მოადგილემ აღნიშნა, რომ მსგავსი რამ თათბირზე არ იყო ნათქვამი.

ჩხატარაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ გამოძიებას ჰქონდა ვერსია, რომ წამების კადრების გადაღება ორგანიზებული იყო იმჟამინდელი ოპოზიციის მიერ, თუმცა ამის მტკიცებულება გამოძიების იმ ეტაპზე არ არსებობდა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ