ხაშურში წელს 41 მაწანწალა ძაღლი დაიჭირეს

ხაშურში წელს 41 მაწანწალა ძაღლი დაიჭირეს

ხაშურის მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფრის თანამშრომლები უპატრონო ძაღლებს ხელით იჭერენ. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს არასამეწარმეო კომერციული იურიდიული პირის (ააიპ) "სავანეს" ხელმძღვანელი დიმიტრი ზავარინი ესაუბრა. მისი თქმით, მიმდინარე წელს ქალაქში უკვე 41 ძაღლი დაიჭირეს. კასტრაცია კი, მხოლოდ ნახევარს გაუკეთდა.

"ძაღლებს, ძირითადად, ხელით ვიჭერთ. არ გვყავს სპეციალური მანქანა და ცხოველები ვოლიერებამდე "მარშუტკით" მიგვყავს. თავშესაფარი 10 ძაღლზეა გათვლილი, ძაღლებისთვის საკარანტინო პერიოდი 10 დღეა. 10 ვოლიერი გვაქვს მხოლოდ და თითო ვოლიერში ორი ძაღლის შეშვებაც შეგვიძლია, თუ ისინი აგრესიულობით არ გამოირჩევიან ერთმანეთის მიმართ" , - აცხადებს დიმიტრი ზავარიანი.

იხილეთ ვრცლად

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა