პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შოუბიზნესი ბნელი რამაა"- ნიკა კოჩაროვი & Young Georgian Lolitaz ევროვიზიაზე
"შოუბიზნესი ბნელი რამაა"- ნიკა კოჩაროვი & Young Georgian Lolitaz ევროვიზიაზე

2016 წელს ევ­რო­ვი­ზი­ის რი­გით 61-ე სიმ­ღე­რის კონ­კურ­სი­ შვე­დეთ­ში, ქა­ლაქ სტოკ­ჰოლმში გა­ი­მარ­თე­ბა. გრან­დი­ო­ზულ სა­ნა­ხა­ო­ბას Globe Arena უმას­პინ­ძლებს. ამ­ჯე­რად კონ­კურ­სში 43 ქვე­ყა­ნა მი­ი­ღებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. ნა­ხე­ვარ­ფი­ნა­ლი 10 და 12 მა­ისს ჩა­ტარ­დე­ბა, ფი­ნა­ლი კი - 14 მა­ისს. წელს ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე­ სა­ქარ­თვე­ლოს წა­რად­გე­ნენ ნიკა კო­ჩა­რო­ვი & Young Georgian Lolitaz სიმ­ღე­რით Midnight Gold. "კვი­რის პა­ლიტ­რა" ნიკა კო­ჩა­როვს გა­ე­სა­უბ­რა:

- ევ­რო­ვი­ზი­ის კონ­კურ­სის­თვის მზა­დე­ბა და­სას­რულს უახ­ლოვ­დე­ბა. მუ­სი­კა­ლუ­რად ყვე­ლა­ფე­რი რიგ­ზეა, ახლა კოს­ტი­უ­მებს­ გვი­კე­რა­ვენ. ჩვე­ნი სა­კონ­კურ­სო ნომ­რის სცე­ნოგ­რა­ფი­ა­ზე შვე­დი რე­ჟი­სო­რი, საშა ჟან-ბაპ­ტის­ტი ზრუ­ნავს. კონ­კურ­სი Globe Arena-ს უზარ­მა­ზა­რი ეკ­რა­ნე­ბით გა­ფორ­მე­ბულ დიდ სცე­ნა­ზე წა­რი­მარ­თე­ბა, ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო გრა­ფი­კით, პირ­და­პირ ეთერ­ში ვი­დე­ო­ე­ფექ­ტე­ბიც გა­და­ი­ცე­მა.

- ევ­რო­ვი­ზი­ის ფეს­ტი­ვალ­ზე აქამ­დე გა­სუ­ლი სხვა ნომ­რე­ბი­დან, რით გან­სხვავ­დე­ბა თქვე­ნი ნო­მე­რი?

- სტი­ლით. ჩვენ­ნა­ი­რი მუ­სი­კა ჯერ არ მო­უს­მე­ნი­ათ ევ­რო­ვი­ზი­ის ფეს­ტი­ვალ­ზე. შე­საძ­ლოა, ეს არც ისე კარ­გია, მაგ­რამ ევ­რო­ვი­ზი­ის ქარ­თვე­ლი პარტნი­ო­რე­ბის თა­მა­მი ექ­სპე­რი­მენ­ტია.

- ელო­დით, რომ თქვენ წარ­მო­ად­გენ­დით სა­ქარ­თვე­ლოს?

- არა. რო­დე­საც და­მი­რე­კეს და მა­უ­წყეს, კარ­გა ხანი დამ­ჭირ­და, დავ­რწმუ­ნე­ბუ­ლი­ყა­ვი, რომ არ ხუმ­რობ­დნენ. თვით­მი­ზა­ნი არას­დროს ყო­ფი­ლა ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე გას­ვლა. ჩვენ სულ სხვა სცე­ნის­კენ მი­ვილ­ტვით, მაგ­რამ, რო­დე­საც შე­მოგ­ვთა­ვა­ზეს, ვი­ფიქ­რეთ, რა­ტო­მაც არა-მეთ­ქი.

- სა­ქარ­თვე­ლო არ არის გა­თა­მა­მე­ბუ­ლი­ ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე მო­პო­ვე­ბუ­ლი წარ­მა­ტე­ბე­ბით.

- ჩვენ­ზე არა­ფე­რია და­მო­კი­დე­ბუ­ლი. ევ­რო­ვი­ზია ისე­თი კონ­კურ­სია, ვერ გათ­ვლი. იქ 60 ათა­სი ჟურ­ნა­ლის­ტი დაგ­ვხვდე­ბა, ერ­თა­დერ­თი, რაც თა­ვის კარ­გად წარ­მო­სა­ჩე­ნად შე­გიძ­ლია გა­ა­კე­თო, ჟურ­ნა­ლის­ტებს კარ­გად გა­აც­ნო თავი. ევ­რო­ვი­ზი­ას მუ­სი­კა­ლუ­რი კონ­კურ­სი ჰქვია, მაგ­რამ ხალ­ხს იშ­ვი­ა­თად ამახ­სოვ­რდე­ბა სიმ­ღე­რა. გახ­სოვთ სიმ­ღე­რა, რო­მელ­მაც შარ­შან ან იმის წინ გა­ი­მარ­ჯვა? დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ - არა.

- ბევ­რს მი­აჩ­ნია, რომ ევ­რო­ვი­ზია პო­ლი­ტი­კუ­რი კონ­კურ­სია. ეთან­ხმე­ბით?

- მეც მსმე­ნია ამ­გვა­რი მო­საზ­რე­ბა. სი­ნამ­დვი­ლე­ში რა ხდე­ბა, კაც­მა არ იცის. კონ­კურ­სანტს ხალ­ხი აძ­ლევს ხმას და პლუს ჟი­უ­რი. შარ­შან­დე­ლი გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი, ხალ­ხის ხმე­ბით, მე­სა­მე ად­გილ­ზე იყო, თუმ­ცა ჟი­უ­რიმ პირ­ველ ად­გილ­ზე გა­იყ­ვა­ნა. ვერ გა­ი­გებ, შო­უ­ბიზ­ნე­სი ხომ ბნე­ლი რა­მაა.

- ამ ეტაპ­ზე ვის რა შან­სი აქვს?

- ყვე­ლა ამ­ბობს, რომ გა­მარ­ჯვე­ბის დიდი შან­სი აქვს რუ­სე­თის წარ­მო­მად­გე­ნელ სერ­გეი ლა­ზა­რევს. მის კლიპ­ზე მი­ლი­ო­ნე­ბია და­ხარ­ჯუ­ლი. თუმ­ცა არა­ვინ იცის, ფი­ნალ­ში რა მოხ­დე­ბა... გა­მარ­ჯვე­ბის შან­სი რომ სა­შუ­ა­ლო­ზე ნაკ­ლე­ბი გვაქვს, ამას ყვე­ლა ხვდე­ბა. ჩვენ ხალ­ხში არა­პო­პუ­ლა­რუ­ლე­ბი ვართ. ჩვე­ნი მუ­სი­კა არ არის ფარ­თო მა­სე­ბის­თვის. ჩვე­ნი ბეგ­რა­უნ­დი როკ-ენ-რო­ლია, მაგ­რამ ვცდი­ლობთ, ახა­ლი ელე­მენ­ტე­ბიც შევ­ძი­ნოთ. არ ვა­ღი­ა­რებთ ჩარ­ჩო­ებს, მიგ­ვაჩ­ნია, რომ ჩარ­ჩო­ე­ბი მუ­სი­კის­თვის დამ­ღუპ­ვე­ლია.

გაგ­რძე­ლე­ბა

"შოუბიზნესი ბნელი რამაა"- ნიკა კოჩაროვი & Young Georgian Lolitaz ევროვიზიაზე

"შოუბიზნესი ბნელი რამაა"- ნიკა კოჩაროვი & Young Georgian Lolitaz ევროვიზიაზე

2016 წელს ევროვიზიის რიგით 61-ე სიმღერის კონკურსი­ შვედეთში, ქალაქ სტოკ­ჰოლმში გაიმართება. გრანდიოზულ სანახაობას Globe Arena უმასპინძლებს. ამჯერად კონკურსში 43 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას. ნახევარფინალი 10 და 12 მაისს ჩატარდება, ფინალი კი - 14 მაისს. წელს ევროვიზიაზე­ საქართველოს წარადგენენ ნიკა კოჩაროვი & Young Georgian Lolitaz სიმღერით Midnight Gold. "კვირის პალიტრა" ნიკა კოჩაროვს გაესაუბრა:

- ევროვიზიის კონკურსისთვის მზადება დასასრულს უახლოვდება. მუსიკალურად ყველაფერი რიგზეა, ახლა კოსტიუმებს­ გვიკერავენ. ჩვენი საკონკურსო ნომრის სცენოგრაფიაზე შვედი რეჟისორი, საშა ჟან-ბაპტისტი ზრუნავს. კონკურსი Globe Arena-ს უზარმაზარი ეკრანებით გაფორმებულ დიდ სცენაზე წარიმართება, ძალიან საინტერესო გრაფიკით, პირდაპირ ეთერში ვიდეოეფექტებიც გადაიცემა.

- ევროვიზიის ფესტივალზე აქამდე გასული სხვა ნომრებიდან, რით განსხვავდება თქვენი ნომერი?

- სტილით. ჩვენნაირი მუსიკა ჯერ არ მოუსმენიათ ევროვიზიის ფესტივალზე. შესაძლოა, ეს არც ისე კარგია, მაგრამ ევროვიზიის ქართველი პარტნიორების თამამი ექსპერიმენტია.

- ელოდით, რომ თქვენ წარმოადგენდით საქართველოს?

- არა. როდესაც დამირეკეს და მაუწყეს, კარგა ხანი დამჭირდა, დავრწმუნებულიყავი, რომ არ ხუმრობდნენ. თვითმიზანი არასდროს ყოფილა ევროვიზიაზე გასვლა. ჩვენ სულ სხვა სცენისკენ მივილტვით, მაგრამ, როდესაც შემოგვთავაზეს, ვიფიქრეთ, რატომაც არა-მეთქი.

- საქართველო არ არის გათამამებული­ ევროვიზიაზე მოპოვებული წარმატებებით.

- ჩვენზე არაფერია დამოკიდებული. ევროვიზია ისეთი კონკურსია, ვერ გათვლი. იქ 60 ათასი ჟურნალისტი დაგვხვდება, ერთადერთი, რაც თავის კარგად წარმოსაჩენად შეგიძლია გააკეთო, ჟურნალისტებს კარგად გააცნო თავი. ევროვიზიას მუსიკალური კონკურსი ჰქვია, მაგრამ ხალხს იშვიათად ამახსოვრდება სიმღერა. გახსოვთ სიმღერა, რომელმაც შარშან ან იმის წინ გაიმარჯვა? დარწმუნებული ვარ - არა.

- ბევრს მიაჩნია, რომ ევროვიზია პოლიტიკური კონკურსია. ეთანხმებით?

- მეც მსმენია ამგვარი მოსაზრება. სინამდვილეში რა ხდება, კაცმა არ იცის. კონკურსანტს ხალხი აძლევს ხმას და პლუს ჟიური. შარშანდელი გამარჯვებული, ხალხის ხმებით, მესამე ადგილზე იყო, თუმცა ჟიურიმ პირველ ადგილზე გაიყვანა. ვერ გაიგებ, შოუბიზნესი ხომ ბნელი რამაა.

- ამ ეტაპზე ვის რა შანსი აქვს?

- ყველა ამბობს, რომ გამარჯვების დიდი შანსი აქვს რუსეთის წარმომადგენელ სერგეი ლაზარევს. მის კლიპზე მილიონებია დახარჯული. თუმცა არავინ იცის, ფინალში რა მოხდება... გამარჯვების შანსი რომ საშუალოზე ნაკლები გვაქვს, ამას ყველა ხვდება. ჩვენ ხალხში არაპოპულარულები ვართ. ჩვენი მუსიკა არ არის ფართო მასებისთვის. ჩვენი ბეგრაუნდი როკ-ენ-როლია, მაგრამ ვცდილობთ, ახალი ელემენტებიც შევძინოთ. არ ვაღიარებთ ჩარჩოებს, მიგვაჩნია, რომ ჩარჩოები მუსიკისთვის დამღუპველია.

გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება