მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული ალკოჰოლური სასმელები

მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული ალკოჰოლური სასმელები

ალკოჰოლური სასმელების კოლექცია ბევრი კოლექციონერის გატაცებაა. შესაბამისად, კოლექციონერები ასობით ათას დოლარს არ იშურებენ მათ შესაძენად. გთავაზობთ მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული ალკოჰოლური სასმელების ჩამონათვალს.

ყველაზე ძვირად ღირებული ვისკი

The macallan Imperiale-ს ”ემი” ”სოტბის” აუქციონზე ჰონგ კონგში 628 205 ამერიკულ დოლარად გაიყიდა, რის გამოც ეს ვისკი მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებულია. "ემის" ბოთლი 6 ლიტრს იტევს და მის შექმნაზე 50 საათი დაიხარჯა. ქარხანაში 2 წელი დასჭირდათ 200 000 კასრიდან შვიდი საუკეთესოს ამოსარჩევად, რათა ”ემის” საბოლოო სახე მიეღოთ.

ყველაზე ძვირად ღირებული შამპანური

ელიტურმა ბრენდმა Gout de Diamantis-მა გამოუშვა პროდუქტი, რომელსაც ”ბრილიანტის გემო” ქვია. ყველაზე საინტერესო ისაა, რომ შამპანური რეალურ ბრილიანტს შეიცავს. ბოთლის ზედაპირი ბრილიანტებითაა გაფორმებული. მის დასაგემოვნებლად 1.8 მილიონი ამერიკული დოლარი დაგჭირდებათ.

ყველაზე ძვირად ღირებული ლუდი

ბელგიური ლუდი Vielle Bon Secours 1165 დოლარი ღირს და 12 ლიტრს იტევს. დღეისთვის ეს ყველაზე ძვირიანი ლუდია, რომელიც ”კაულიერსის” ბრენდს შეუქმნია. ამ ლუდის ერთი კათხა 55 დოლარი ღირს და მისი დაგემოვნება მხოლოდ ლონდონურ ბარ ”ბიერდომშია” შესაძლებელი.

ყველაზე ძვირად ღირებული არაყი

La Billionaire Vodka კომპანია ”ლეონ ვერესგან” 3.7 მილიონი ამერიკული დოლარი ღირს. ყოველი ბოთლი ხუთ ლიტრს იტევს და ოქროს ორნამენტებითაა მოპირკეთებული. ასევე მის ზედაპირზე სამი ათასი ბრილიანტია გაწყობილი.

გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს