Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

23

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:27-ზე, მთვარე კირჩხიბშია – საკუთარ თავში ჩაიხედეთ. შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი. კარგია თხილი, არ დაგავიწყდეთ წვენების დალევა, ხილისა და ბოსტნეულის ჭამა. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები. თვალები და ტვინი აქტიურია.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ სიაში, ვინ - გარეთ? - "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო სიების სავარაუდო კანდიდატები
ვინ სიაში, ვინ - გარეთ? - "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო სიების სავარაუდო კანდიდატები

სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის მო­ახ­ლო­ე­ბას­თან ერ­თად სულ უფრო მეტ ინ­ტე­რესს იწ­ვევს პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბის სა­არ­ჩევ­ნო სი­ე­ბი. გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ინ­ტე­რე­სოა, ვინ მოხ­ვდე­ბა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბი­სა" და "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" სი­ა­ში. უკვე სა­ხელ­დე­ბა იმ ადა­მი­ა­ნე­ბის გვა­რე­ბი, ვინც პარ­ლა­მენ­ტა­რო­ბის­თვის იბ­რძო­ლე­ბენ.

დიდი ალ­ბა­თო­ბით "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" სა­არ­ჩევ­ნო სი­ა­ში პირ­ვე­ლი ნო­მე­რი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვი­ლი იქ­ნე­ბა. მე­ო­რე ნომ­რად კი და­ვით სერ­გე­ენ­კო გა­ნი­ხი­ლე­ბა. სი­ა­ში შე­საძ­ლოა მოხ­ვდნენ "20/30"-ის ექ­სპერ­ტე­ბი: მი­ხე­ილ დუნ­დუა და ლე­ვან კა­ლან­და­ძე. "ინ­ტე­ლექ­ტკლუ­ბი­დან" კი - გი­ორ­გი მო­სი­ძე და ლაშა კი­ლა­ძე.

გლ­და­ნი-ნა­ძა­ლა­დე­ვის რა­ი­ონ­ში შე­საძ­ლოა კენ­ჭი იყა­როს ფეხ­ბურ­თელ­მა მურ­თაზ შე­ლი­ამ; გარ­და­ბან­ში ახ­ლა­ხან არ­ჩე­ულ­მა გამ­გე­ბელ­მა გოჩა ჯა­მა­რა­ულ­მა; ტყი­ბუ­ლის რა­ი­ონ­ში კი გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტრის ახალ­გაზ­რდა მრჩე­ველ­მა ოთარ აბე­სა­ძემ. სა­ვა­რა­უ­დოდ, სი­ა­ში ვი­ხი­ლავთ პარ­ტია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" აღ­მას­რუ­ლე­ბელ მდი­ვანს, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძეს. რო­გორც ამ­ბო­ბენ, პარ­ტია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბი­დან" დღე­ვან­დე­ლი დე­პუ­ტა­ცი­ი­დან ნა­ხე­ვა­რი სი­ა­ში, სა­ვა­რა­უ­დოდ, ად­გილს შე­ი­ნარ­ჩუ­ნებს. ამ­ბო­ბენ იმა­საც, რომ პარ­ტია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" სი­ა­ში შე­საძ­ლოა ვი­ხი­ლოთ, ნა­ძა­ლა­დე­ვის ამ­ჟა­მინ­დე­ლი გამ­გე­ბე­ლი ზაზა გა­ბუ­ნია.

სა­არ­ჩევ­ნო სიის გა­და­ხა­ლი­სე­ბა­ზე პრე­მი­ერ­მა რამ­დე­ნი­მე დღის წინ გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზეც ისა­უბ­რა. "უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში თქვენ იხი­ლავთ არა­ერთ ახალ­გაზ­რდა პრო­ფე­სი­ო­ნალს ჩვენს რი­გებ­ში, რომ­ლე­ბიც მნიშ­ვნე­ლო­ვან წვლის შე­ი­ტა­ნენ ქვეყ­ნის რე­ფორ­მი­რე­ბის და სწრა­ფი გან­ვი­თა­რე­ბის პრო­ცე­სებ­ში. ეს არ გუ­ლის­ხმობს ვინ­მეს წვლი­ლის იგ­ნო­რი­რე­ბას - ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო ძვე­ლი გუნ­დის როლი წინა არ­ჩევ­ნებ­ში, რათა სა­ქარ­თვე­ლოს მო­ეხ­დი­ნა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ცვლი­ლე­ბე­ბი ქვე­ყა­ნა­ში", - გა­ნა­ცხა­და კვი­რი­კაშ­ვილ­მა.

სა­ინ­ტე­რე­სოა, გა­ით­ვა­ლის­წი­ნებს თუ არა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" პო­ლიტ­საბ­ჭოს წევ­რის, არ­მაზ ახვლე­დი­ა­ნის რჩე­ვას კვი­რი­კაშ­ვი­ლი და გა­უშ­ვებს თუ არა პარ­ტი­ი­დან "ბე­ბერ ნი­ან­გებს".

"მინ­და ვუ­სურ­ვო კვი­რი­კაშ­ვილს, რომ რაც შე­იძ­ლე­ბა სწრა­ფად გა­ა­თა­ვი­სუფ­ლოს ბე­ბე­რი პო­ლი­ტი­კუ­რი ნი­ან­გე­ბის­გან პარ­ტია და მო­ა­ხერ­ხოს ჯან­სა­ღი, დე­მოკ­რა­ტი­უ­ლად მო­აზ­როვ­ნე გუნ­დის შე­მოკ­რე­ბა. ასეთ შემ­თხვე­ვა­ში, მის ლი­დე­რო­ბას პარ­ტი­ა­ში აზრი ექ­ნე­ბა, ყვე­ლა სხვა შემ­თხვე­ვა­ში კი, ეს იქ­ნე­ბა ისევ მო­ჯა­დო­ე­ბულ წრე­ზე ყოფ­ნა. ნი­ან­გე­ბი სა­კუ­თარ თავს მარ­ტი­ვად ამო­იც­ნო­ბენ".

გაგ­რძე­ლე­ბა

ვინ სიაში, ვინ - გარეთ? - "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო სიების სავარაუდო კანდიდატები

ვინ სიაში, ვინ - გარეთ? - "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო სიების სავარაუდო კანდიდატები

საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად სულ უფრო მეტ ინტერესს იწვევს პოლიტიკური პარტიების საარჩევნო სიები. განსაკუთრებით საინტერესოა, ვინ მოხვდება "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" სიაში. უკვე სახელდება იმ ადამიანების გვარები, ვინც პარლამენტარობისთვის იბრძოლებენ.

დიდი ალბათობით "ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში პირველი ნომერი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი იქნება. მეორე ნომრად კი დავით სერგეენკო განიხილება. სიაში შესაძლოა მოხვდნენ "20/30"-ის ექსპერტები: მიხეილ დუნდუა და ლევან კალანდაძე. "ინტელექტკლუბიდან" კი - გიორგი მოსიძე და ლაშა კილაძე.

გლდანი-ნაძალადევის რაიონში შესაძლოა კენჭი იყაროს ფეხბურთელმა მურთაზ შელიამ; გარდაბანში ახლახან არჩეულმა გამგებელმა გოჩა ჯამარაულმა; ტყიბულის რაიონში კი განათლების მინისტრის ახალგაზრდა მრჩეველმა ოთარ აბესაძემ. სავარაუდოდ, სიაში ვიხილავთ პარტია "ქართული ოცნების" აღმასრულებელ მდივანს, ირაკლი კობახიძეს. როგორც ამბობენ, პარტია "ქართული ოცნებიდან" დღევანდელი დეპუტაციიდან ნახევარი სიაში, სავარაუდოდ, ადგილს შეინარჩუნებს. ამბობენ იმასაც, რომ პარტია "ქართული ოცნების" სიაში შესაძლოა ვიხილოთ, ნაძალადევის ამჟამინდელი გამგებელი ზაზა გაბუნია.

საარჩევნო სიის გადახალისებაზე პრემიერმა რამდენიმე დღის წინ გამართულ პრესკონფერენციაზეც ისაუბრა. "უახლოეს მომავალში თქვენ იხილავთ არაერთ ახალგაზრდა პროფესიონალს ჩვენს რიგებში, რომლებიც მნიშვნელოვან წვლის შეიტანენ ქვეყნის რეფორმირების და სწრაფი განვითარების პროცესებში. ეს არ გულისხმობს ვინმეს წვლილის იგნორირებას - ძალიან მნიშვნელოვანი იყო ძველი გუნდის როლი წინა არჩევნებში, რათა საქართველოს მოეხდინა მნიშვნელოვანი ცვლილებები ქვეყანაში", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

საინტერესოა, გაითვალისწინებს თუ არა "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს წევრის, არმაზ ახვლედიანის რჩევას კვირიკაშვილი და გაუშვებს თუ არა პარტიიდან "ბებერ ნიანგებს".

"მინდა ვუსურვო კვირიკაშვილს, რომ რაც შეიძლება სწრაფად გაათავისუფლოს ბებერი პოლიტიკური ნიანგებისგან პარტია და მოახერხოს ჯანსაღი, დემოკრატიულად მოაზროვნე გუნდის შემოკრება. ასეთ შემთხვევაში, მის ლიდერობას პარტიაში აზრი ექნება, ყველა სხვა შემთხვევაში კი, ეს იქნება ისევ მოჯადოებულ წრეზე ყოფნა. ნიანგები საკუთარ თავს მარტივად ამოიცნობენ".

გაგრძელება

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."